მაგრამ ჯერ ვუტევთ

მაგრამ ჯერ ვუტევთ...

The Players’ Tribune-ისთვის დაწერილ სტატიაში მარსელო იხსენებს ბავშვობის გმირებს,ამხელს ჩემპიონთა ლიგის ოცნებას, რომელიც რეალობად იქცა და საუბრობს მსოფლიო ჩემპიონატის მისიაზე.

საიდან დავიწყო? მინდა გიამობთ იმის შესახებ თუ როგორ შეცვლა ჩემი ცხოვრება ბაბუამ. მაგრამ ასევე მოგიყვეთ რონალდოზე, თვითმფრინავიდან გადმოკიდებულ რომარიოზე და ნარინჯისფერ ფოლკსვაგენზე. სალაპარაკო ბევრია, მოდით დავიწყოთ სუნით.

ეს ერთ-ერთი პირველი რამაა რაც ცხოვრებაში მახსენდება. როცა დაახლოებით 6 წლის ვიყავი, სკოლიდან საზაფხულო არდადაგებზე ვიყავით, მიუხედავად ამისა, დილის 7:30-ზე ვიღვიძებდი, ვიღებდი ბურთს და ბოტაფოგოს სანაპიროზე ჩავდიოდი. ეს ხდებოდა რიოში, იქ საიდანაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები მოდიან.
სანაპიროზე იყო პარკი ფუტსალის მოედნით და ბავშვებისთვის განკუთვნილი პატარა სასრიალოთი. იქვე ყოველთვის იყო ერთი მოხუცი, რომელიც მანქანით მოპარკინგეებს უყვიროდა „ერთი დოლარი!“,„ერთი დოლარი!“,„ერთი დოლარი!“ ის ერთი დოლარის სანაცვლოდ თქვენი მანქანის დაცვას გპირდებოდათ. მახსოვს მისი ხმის ჟღერადობა, მაგრამ ყველაზე მეტად მახსოვს სუნი. დარბაზის მახლობლად იყო წყალსადენის მილი რომელიც ჟონავდა და მიწაში არეულ წყალს ტალახად აქცევდა. ყოველ დილით მივდიოდი იმ პარკში და ამ ტალახის სუნი მცემდა.

ეს დარბაზი ბოტაფოგოს ფანების ტერიტორია იყო.ზოგჯერ იქ მისულს ადგილი უკვე დაკავებული მხვდებოდა და ამიტომ მახლობლად მარტოს მიწევდა ბურთის გორება. ზოგჯერ კი მივდივოდი და იქ საერთოდაც არავინ იყო. თუმცა ამას მნიშველობა არ ჰქონდა. პატარა მარსელიტო ყოველდღე იქ იყო. მკაფიოდ მახოსვს ის სუნი და ფეხებთან ბურთის შეგრძნება. ერთ რამეს მივხვდი რაც დღემდე ჩემთვის ჭეშმარიტებაა. როცა ფეხებთან ბურთი გაქვს, შეუძლებელია წყობიდან გამოსვლა. ხალხიც კი არ გჭირდება სათამაშოდ. ყველაფერი ბურთშია.

იმავე ზაფხულს, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა ამერიკაში. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ბრაზილიაში სამეზობლოები ქუჩებში გადიან არემარის, კედლების, ღობეების მოსახატად. ყველაფერი ირგვლივ მწვანე ლურჯ და ყვითელ ფერებში იმოსება. ეს ნებისმიერი ბრაზილიელი ბავშვისათვის განაკუთრებული მოგონებაა. ერთხელ რონალდოს ისტორიას ვკითხულობდი სადაც ის საუბრობდა თუ როგორ გავიდა ქუჩაში 82 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ და მეგობრებთან ერთად კედლებზე ზიკოს პორტრეტები დახატა.

იცი რა, რონალდო?
თუ ამას კითხულობ, იცოდე რომ ექვსი წლის ასაკში ჩემს მეგობრებთან ერთად ქუჩაზე შენი სახე მოვხატეთ. შენ ჩვენი გმირი იყავი. ეს არის მოგონება რომელიც მუდამ ჩემს გულშია.

საინტერესოა, რა და როგორ გამახსოვრდება ცხოვრებაში. თითქმის არ მახსოვს ნანახი ფინალი ბრაზილიის გამარჯვებით, მაგრამ ძალიან მკაფიოდ მახსოვს ერთი განსაკუთრებული ფოტო რომელიც ადგილობრივ გაზეთში დაიბეჭდა. ეროვნული ნაკრების თვითმფრინავი სახლში დაეშვა. რომარიო პილოტების კაბინიდან იყო გადმოყუდებული და აფრიალებდა ბრაზილიის უზარმაზარ დროშას, თითქოს ეს-ესაა ჩვენთვის მსოფლიო დაეპყროს. მახსოვს ამ ფოტოს ვუყურებდი და მეჩვენებოდა რომ სიამაყისგან გული გამისკდებოდა. ვფიქრობდი, ‘’ღმერთო, ერთ დღეს ეს მეც უნდა გავაკეთო.’’

ცხადია, ამაზე ოცნება სასაცილო იყო რამდენიმე მიზეზით. პირველ რიგში, ბრაზილიაში 200 მილიონი ადამიანია და ყველას ფეხბურთელობა უნდა (მოხუცებსაც კი). მეორე, იმ დროისთვის ჯერ ნამდვილი ფეხბურთელიც კი არ ვიყავი. მხოლოდ ადგილობრივებთან ვთამაშობდი ხუთი-ხუთზე ფუტსალს. საფეხბურთო კლუბში გამგზავრება კი ჩემი ოჯახისთვის არარეალური იყო. შესაძლოა ამერიკელმა და ინგლისელმა ხალხმა ეს ვერ გაიგოს, მაგრამ ბრაზილიაში, განსაკუთრებით ჩემს ბავშვობაში ბენზინი ძალიან ძვირი ღირდა.

საბედნიეროდ, ბაბუა ჩემთვის ყველაფრის შესაწირად იყო მზად. ის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემს ისტორიაში. თუ გსურთ მისი ვიზუალიზაცია, კეთილი... ის გამორჩეული იყო. ყოველთვის ატარებდა მაგარ მზის სათვალეებს და ჰქონდა ერთი გამოთქმა, რომელსაც ყოველდღე ამბობდა თავისი მეგობრების გარემოცვაში. როგორ ვთარგმნო ინგლისურად? ის იტყოდა: ’’ჯანდაბა, შემომხედე, ჯიბეში დოლარიც კი არ მიდევს და მაინც ****- ად ბედნიერი ვარ!’’
მას ფუტსალის დარბაზამდე თავისი ძველი Volkswagen Variant -ით დავყავდი. ვფიქრობ სადღაც 1969 წლის გამოშვება უნდა ყოფილიყო. როდესაც 8-9 წლის ასაკში ჩემს გუნდთან ერთად მოგზაურობა დავიწყე, გაგვიჭირდა. ბენზინი, ლანჩი და სხვა ხარჯები ძალიან ძვირი გვიჯდებოდა და ბაბუამ მიიღო გადაწყვეტილება რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. მან თავისი მანქანა გაყიდა და აღებული ფულით ავტობუსის ბილეთებს მყიდულობდა. ასეთი შეწირულობის გამო, კაცმა შეიძლება იფიქროს რომ ის თავს ტანჯულად გრძნობდა, რაღაც ‘’ეჰ, საწყალი მე-ს’’ მსგავსად.

არამც და არამც.

’’ჩემი შვილიშვილი რიოს საუკეთესო ფეხბურთელია! ბრაზილიის უდიდესი ფეხბურთელი. ბრწყინვალე! შეუჩერებელი’’

მის თვალებში შეცდომა არასდროს დამიშვია. საოცრება იყო. ჩემი თამაშებიდან შინ დაბრუნებული მამაჩემს ეუბნებოდა- „უნდა მოხვიდე და მარსელო ნახო! დღეს რაც გააკეთა? ღმერთო ჩემო! მაგიური იყო, წარმოუდგენელი!“ მაგრამ მამა მუშაობდა და იშვიათად ნახულობდა ჩემს თამაშებს. ალბათ ფიქრობდა რომ ბაბუა გიჟი იყო. ყველაზე სახალისო ის იყო როცა საზიზღრად ვითამაშე და წაავაგეთ. ბაბუამ მხრები აიჩეჩა და თქვა: ‘’ ეჰ, ჯანდაბას. მოგვიანებით გამოასწორებ’’
მან ცხრა წლის ასაკში თავი რონალდოდ მაგრძნობინა. ღმერთს გეფიცებით, სახლში გაჯგიმული შევდიოდი, აქაოდა შემომხედეთ, მე ფეხბურთელი ვარ!

ერთხელ, სადღაც 12 წლის ვიყავი, ბაბუა თამაშის შემდეგ ნარინჯისფერი Volkswagen Beetle-ით გამომეცხადა.
მეუბნება- დაჯექი, სახლში მივდივართ
- რა ხდება? ეს მანქანა საიდან?
მან მიპასუხა:“Jogo do Bicho.”
რიოში ესეთი თამაში გვაქვს- ცხოველების ლატარეა ქვია. მართალია ეს 100%-ით ლეგალური არ არის, მაგრამ, ჰეი, ეს ხალხის თამაშია. ირჩევ რიცხვს რომელიც რომელიმე ცხოველთან არის ასოცირებული, მაგალითად სირაქლემასთან, ან მამალთან ან სხვა რომელიმესთან. კენჭისყრა ყოველდღე იმართება. ბაბუამ არ ვიცი რამდენი, მაგრამ ფული იქ მოიგო და ეს მანქანა იყიდა. დაუჯერებელი იყო. ყველგან იმ მანქანით დავდიოდით.

15 წელი რომ შემისრულდა ფლუმინენზეს ახაგაზრდულ გუნდში ნამდვილი 11x11 ფეხბურთის სათამაშოდ მიმიწვიეს. პრობლემა ის იყო რომ სავარჯიშო ბანაკი Xerém -ში, ჩემი სახლიდან ორი საათის სავალში მდებარეობდა და იქ ყოვედღე მანქანით სასიარულო ფული არ გვქონდა. ამიტომ გადავწყვიტე რომ მათ საერთო საცხოვებელში დავრჩენილიყავი. Xerém-ში, სრულიად მარტო, ოჯახის გარეშე ვიყავი. ბაბუა შაბათობით მოდიოდა და სახლში მივყავდი რომ კვირა დღე შინ, რიოში გამეტარებინა, და მერე ისევ უკან მოვყავდი. უნდა გაიგოთ, მან ცხოველების ლატარეა მოიგო. არც ისე დიდი ფული. ამიტომ, რაც მოუვიდა იყო 70-იანების ძველი Beetle. ყოველ ჯერზე როცა საჭეს მკვეთრად მოატრიალებდი, რადიო სადგური იცვლებოდა.
რამდენიმე ხნი შემდეგ, წინ და უკან გამუდმებულმა მგზავრობამ გამომფიტა. თავი ფეხბურთის მონად ვიგრძენი. ვუყურებდი ჩემს მეგობრებს როგორ მიდიოდნენ უკან სახლებში,სანაპიროზე გადიოდნენ და ცხოვრებით ტკბებოდნენ, მე კი სულ ვვარჯიშობდი.ერთხელაც როცა ბაბუა ჩემს წამოსაყვანად მოვიდა ვუთხარი:
-საკმარისია, აქედან მოვდივარ და სახლში ვბრუნდები.
- არა, არა, არა. ამას არ გააკეთებ. იმ ყველაფრის შემდეგ რისთვისაც ასე ვიბრძოლეთ?
-სათადარიგო სკამზე ვარ გაჭედილი, ჩემს ახალგაზრდობას ვფლანგავ. საკმარისია.
და მან ტირილი დაიწყო. მითხრა: ‘’მარსელო, დამშვიდდი. ახლა ვერ წამოხვალ. ერთ დღეს Maracanã-ზე მოთამაშე უნდა გნახო.’’ მისი სიტყვები მართლა გულზე მომხვდა და ვუთხარი: ‘’კარგი, ერთ კვირას კიდევ ვითამაშებ’’
საბოლოოდ, დანებებას დავნებდი.

ორი წლის შემდეგ, ბაბუა სტადიონზე იჯდა და მე ფლუმინენზეს პირველ გუნდთან ერთად მარაკანაზე გამოვდიოდი. მან იცოდა რომ ეს მოხდებოდა. პირველივე დღიდან დებდა ჩემზე ფსონს, მან უბრალოდ იცოდა.

18 წელი რომ შემისრულდა რამდენიმე ევროპული კლუბი მაკვირდებოდა. გავიგე რომ ‘’მოსკოვის ცსკ-ს’’ ვაინტერესებდი და ‘’სევილიას.’’ იმ დროს ‘’სევილია’’ დაფრინავდა. ბევრი ბრაზილიელები ჰყავდა და ვიფიქრე: ‘’ჰეი, ეს შეიძლება კარგი შანსია.’’
მერე ერთ დღეს აგენტისგან ზარი მივიღე. მეკითხება: ‘’გინდა ‘’მადრიდის რეალში’’ წასვლა?’’ მან უბრლოდ ასე მკითხა და მე ვუპასუხე: ‘’ ცხადია, რა თქმა უნდა?’’ მაგრამ არ ვიცოდი ვინ მელაპარაკებოდა. მან მითხრა: „’მაშინ ‘’მადრიდის რეალში’’ მიდიხარ. ჩაინიშნე’’
რამდენიმე კვირის შემდეგ, ‘’პორტო ალეგრეს’’ წინააღმდეგ ვთამაშობდით და ‘’მადრიდის რეალმა’’ ჩემთან შესახვედრად ვიღაც გამოგზავნა. სასტუმროში შევხვდით და ჯენტლმენი გამეცნო, მაგრამ არანაირი ბეიჯი არ ეკეთა და არც სავიზიტო ბარათი გადმოუცია. მერე დაიწყო კითვების დასმა:
- შეყვარებული გყავს?
- კი
-ვისთან ერთად ცხოვრობ?
-ბებიასთა ერთად.
ისევ, არანაირი ოფიციალური ბარათი, დოკუმენტები. ჩემთვის ვფვიქრობდი ნამდვილია თუ არა ეს ყველაფერი. თვითმფრინავზე ხომ არ დამსვავენ და ციმბირში ხომ არ გამიშვებენ? ორი დღის შემდეგ ‘’მადრიდის რეალისგან’’ ზარი მივიღე, მატყობინებდნენ რომ მათ ჩემი მადრიდში ჩასვლა და სამედიცინო შემოწმების გავლა უნდოდათ. ისევ ვფიქრობდი, ეს ნამდვილად ხდებოდა?

უნდა გამიგოთ. 16 წლამდე არც კი ვიცოდი რა იყო ჩემპიონთა ლიგა. ეს მომენტი ზუსტად მახსოვს. Xerém-ში გუნდის ოთახში ვიჯექი და რამდენიმე ბიჭი ტელევიზორში მატჩს უყურებდა. ‘’პორტო’’-‘’მონაკოს’’ თამაში მიმდინარეობდა. მატჩი განსხვავებული იყო. ღამით, განათებების ფონზე, ფანებთან ერთად. მინდორი ისეთი მომნუსხავი იყო, საოცრება. ბრაზილიურ ლიგაში, ყოველ შემთხვევაში იმ დროს ასეთი განათებები არ გვქონდა და მინდორი ასეთი მწვანე არ იყო.გეგონებოდა ეს თამაში სხვა, ჩემთვის უცნობი პლანეტიდან გადმოიცემოდა. რაღაც მომენტში ვიკითხე: „’ჰეი, ეს რა ჯანდაბის ლიგაა“? მეგობარმა მითხრა: ‘’ჩემპიონთა ლიგა’’
-ჩემპიონთა რა?
-მეგობარო, ჩემპიონთა ლიგის ფინალია
წარმოდგენა არ მქონდა რაზე საუბრობდა. ბრაზილიაში ჩემპიონთა ლიგა ფასიან არხებზე გადიოდა და ჩემნაირებს ამაზე ხელი არ მიუწვდებოდათ.

ჰოდა, ვამბობდი რომ მადრიდის თვითმფრინავში ვიჯექი.

მახსოვს, 18 წელი ახალშესრულებული მქონდა. ღმერთს გეფიცებით მეგონა რომ უბრალოდ სალაპარაკოდ მივდიოდი. როცა კლუბის წამომადგენლებთან შეხვედრაზე მივედი მაგიდაზე კონტრაქტი დამხვდა ‘’მადრიდის რეალის’’ გერბით და ამბებით. მას ელვისწისწრაფით მოვაწერე ხელი. მერე კოსტუმიანმა კაცებმა მოედანზე გამიყვანეს და მედიასთან ჩემი პრეზენტაცია შედგა. ამაზე წარმოდგენაც კი არ მქონდა. ჩემმა ოჯახმა ბრაზილიიდან მითხრა რომ არ იჯერებდნენ სანამ ამბები Globo Esporte-ზე არ გავრცელდა.

ვფიქრობ, ყველაფერი ასე არარეალურად იმიტომ მეჩვენებოდა რომ რობერტო კარლოსი ჩემი კუმირი იყო. ჩემთვის ის ღმერთი იყო. იმ გუნდში მისვლა, იმავე პოზიციაზე სადაც რობერტო იყო, დაუჯერებლად მეჩვენებოდა. გასახდელში შედიოდი და იქ იყვნენ რობინიო, სისინიო, ჟულიო ბაპტიშტა, ემერსონი, რონალდო, რობერტო კარლოსი. და რა თქმა უნდა, კასილასი, რაული, ბექჰემი, კანავარო.

პატარა მარსელიტო გასახდელში შედის და ჯანდაბა, ამ ბიჭებს მხოლოდ ვიდეო თამაშებიდან ვიცნობ.

მათ ჩემი ცოცხლად შეჭმა შეეძლოთ, მაგრამ აი რას გეტყვით, ‘’მადრიდის რეალი’’ ამ მხრივ განსაკუთრებულია. რობერტო კარლოსი პირველივე დღეს მოვიდა ჩემთან და მითხრა: „აი ჩემი ნომერი. რაც არ უნდა დაგჭირდეს, ნებისმიერი რამ, დამირეკე“
ჩემი პირველი შობა მადრიდში, მან მე და ჩემი ცოლი თავის ოჯახში მიგვიპატიჟა. ის ჩემი კუმირია და ჩვენ ერთი და იმავე პოზიციისთვის მოგვიწევს ბრძოლა. უმეტესობა ახალგაზდა ბიჭისთვის ამას არ გააკეთებდა მაგრამ ეს რობერტო კარლოსია. ის თავდაჯერებული იყო რაც ნამდვილი კაცის ნიშანია.

მე მისგან ინსპირაციას მოედანზეც ვიღებდი. რონერტო კარლოსი მარცხენა ფლანგზე ზემოთ-ქვემოთ ცხოველივით დარბოდა. გიყვარვართ თუ გძულვართ, თქვენ იცით რასაც ვდებ მოედანზე. მე მიყვარს შეტევა. არა უბრალოდ შეტევა, შ ე ტ ე ვ ა, გესმით?

და შემდეგ, უკან? თუ პრობლემა შეგვექმნა გამოვასწორებთ. მაგრამ ჯერ, ვუტევთ.

თავისუფლად ნავარდი მხოლოდ მაშინ შეგიძლია როცა პარტინიორებს კარგად უგებ. ფაბიო კანავარო ჩემს ფლანგზე თამაშობდა და მეუბნებოდა- შეგიძლია წახვიდე მარსელო, აქ ვარ. თავი გაიგიჟე. დამშვიდდი, მე კანავარო ვარ, ყველაფერს ვაკონტროლებ.

ზუსტად ასე დღეს კაზემირო იქცევა. მეუბნება: ‘’ წინ წადი მარსელო. სხვა რამეზე მოგვიანებით ვიდარდებთ.’’ ოჰ, კაზემირო. მან სიცოცხლე შემინარჩუნა. ამ ბიჭთან ერთად 45 წლამდეც კი ვითამაშებ.

მადრიდში რომ მოვედი კანავარო მოდუნებაში მეხმარებოდა. წესი ასეთი იყო, სანამ უკან დაბრუნებას ვასწრებდი, შემეძლო შემეტია. მაგრამ თუ დავიგვიანებდი? ვაი ჩემს ბედს. მას ღრიალი შეეძლო და თან რა ღრიალი. ბრაზილიაში ასეთი გამოთქმა გვაქვს:Pegava no pé. რაც ნიშნავს რომ ვიღაცასთან სამართლიანად მკაცრი ხარ . კანავარო ჩემს მიმართ სამართლიანად მკაცრი იყო და მე ის ამისთვის მიყვარს.

ის თუ რამდენად მაღალია სტანდარტები ‘’რეალში’’ ამას მალევე სწავლობ. პირველი სეზონის დასასრულს, დირექტორმა კაბინეტში მიმიხმო. მაშინ ჯერ პატარა და შეშლილი ვიყავი. ჩემი ბეისბოლის კეპით ოფისში შევედი, მეგონა რომ ჩვენს შორის პატარა საუბარი შედგებოდა. მან მითხრა რომ კლუბს ჩემი იჯარით გაშვება სურდა. მივხვდი რასაც ცდილობდნენ.უნდოდათ რომ გამოცდილება მიმეღო, მაგრამ მე ვიფიქრე: ‘’ეს რეალია, თუ ახლა დავტოვებ, შეიძლება ჩემი დაბრუნება არც ისურვონ’’ დირექტორს უნდოდა ხელი მომეწერა საბუთებზე. ერთადერთი რაც ვკითხე იყო: ‘’თუ ხელს არ მოვაწერ, წასვლა არ მომიწევს ხომ?’’ მან მიპასუხა: ‘’კი, თუ ხელს არ მოაწერ აქ დარჩები. თუ მწვრთნელს უნდა შენი დატოვება რა გაეწყობა, მაგრამ ვფიქრობ რომ გამოცდილების შეძენა გჭირდება.’’ ვიფიქრე „“ვინმეს დაიქირავებენ რომ კონტრაქტზე ხელი ძალით მომაწერინონ“, მაგრამ ვუთხარი “გამოცდილებას შევიძენ, ეს საკითხი მე მომანდეთ“ მადლობა გადავუხადე და ოთახი დავტოვე.

იმ ზაფხულს რობერტო კარლოსი წავიდა და მე მეტი სათამაშო პრაქტიკა მივიღე. პატარა მარსელიტო გაქრა.

როცა შვებულებებზე ბრაზილიაში ვბრუნდებოდი, ბაბუას ვსტუმრობდი. მისი კაბინეტი ნელ-ნელა ჯილდოებით ივსებოდა.
ნება მომეცით კაბინეტი აღვწერო: ბაბუამ ჩემი კარიერის თაყვანისცემა მაშინ დაიწყო როცა ექვსი წლის ვიყავი. ყველა ჩემი ფოტო და მონაგარი კარადაში ჰქონდა შენახული. როცა გოლი გამქონდა, ბლოკნოტში იწერდა. ჩემი ყველა გოლი ჩაწერილი აქვს. თუ ადგილობრივ გაზეთებში რამე სტატია იწერებოდა, დიდ მაკრატელს იღებდა, სტატიას ჭრიდა და ლამინირებას უკეთებდა. როცა მადრიდის რეალიდან დავბრუნდი ვნახე რომ ამას ისევ აკეთებდა. ისევ ჭრიდა და ალამინირებდა სტატიებს. მაგრამ ჩვენ ხომ ლა ლიგა მოვიგეთ! ამაზე უამრავი მასალა მოგროვდა. მას კი ყველა სტატია შენახული ჰქონდა.არაფერს ტოვებდა.

ყოველთვის მინდოდა ორი რამის დამატება კარადაში. ჩემი ფოტოსი, ჩემპიონთა ლიგის თასით ხელში და ფოტოსი სადაც თვითმფრინავიდან გადმოყუდებული ბრაზილიის დროშას ვაფრიალებ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ.ისე როგორც რომარიო.

როცა 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით, ბაბუა ძალიან ავად იყო. ფინალამდე ზედიზედ ოთხი თამაში ვითამაშე სასტარტოში. მზად ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ მწვრთნელმა ატლეტიკოს წინააღმდეგ სათამაშოდ სხვა ფეხბურთელი აირჩია.

რა გინდათ რომ ვთქვა? თავიდან ძალიან მოწყენილი ვიყავი. ცოტა გაბრაზებულიც, მაგრამ სადღაც გონებაში ვიცოდი რომ ამ ღამეს რაღაც უფრო დიდი მელოდებოდა. სკამზე დავჯექი და ვიცდიდი.როცა 1-0 ვაგებდით ვიცდიდი, 90-ე წუთზე ისევ ვიცდიდი და მერე 93-ე წუთზე სერხიო რამოსის მომაკვდინებელმა თავურმა კიდევ ერთხელ გადაგვარჩინა. არ ვიცი ამ ბიჭს რა სჭირს. შესაძლოა საქმე მის თმაშია.

როცა მწვრთნელმა დამატებითი დროისთვის მე და ისკო მიგვიხმო, მინდორზე გაბრაზებული შევვარდი. მაგრამ კარგი გაგებით. მინდოდა მებრძოლა, მოედანზე ყველაფერი დამედო. როცა დამატებით ტაიმში გავიტანე, მგონი ტვინი გამეთიშა. მართლა. ვიფიქრე მაისურის გახდაზე, მერე გამახსენდა, ჯანდაბა, მაისურის გახდა არ შეიძლება ყვითელს მიიღებ. მერე დავსერიოზულდი, მერე ტირილი დავიწყე. ეს სიგიჟე იყო.

10 წელი გავიდა იმ დღიდან როცა ტელევიზორში განათება და მწვანე მინდორი ვნახე და ვიკითხე ეს რა ჯანდაბის ლიგაა? ათი წლის შემდეგ კი მისი თასი ხელში მეჭირა. ლა დესიმა- მეათე თასი ‘’რეალის’’ ისტორიაში.

ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ბაბუა რიოში გარდაიცვალა. ძალიან ამაყი ვარ რომ მან ლიგის ფინალის ნახვა მოასწრო. იმ სცენაზე მისი წყალობით ვიდექი.

ზოგჯერ ვიღვიძებ და ვფიქრობ, მეთერთმეტე სეზონი მადრიდში. მეთერთმეტე წელი მადრიდისთვის ვთამაშობ, თერთმეტი წელია ბრაზილიის ღირსებას ვიცავ. ისეთი შეშლილი შემტევი ფულბეკი როგორიც მე ვარ, აქამდე აქ როგორ ვარ?
რომ გითხრათ ეს ნორმალურია, მოგატყუებთ.

ყოველდღე როცა ვარჯიშზე მოვდივარ, მანქანას ვაყენებ და ‘’მადრიდის რეალის’’გასახდელში შევდივარ, საოცარი ემოცია მეუფლება. მიუხედავად იმისა რომ ამას არ გამოვხატავ, შინაგანად დღემდე ძალიან აღელვებული ვარ.იყო ამ კლუბის ისტორიის ნაწილი-ჩემთვის ეს ფასდაუდებელია.

მაგრამ ერთი მისია კიდევ მაქვს:
2018 წლის მსოფლიო ჩემიონატზე, ბრაზილია დაბრუნდება. ჩაინიშნეთ. დაშტამპეთ და საკუთარ თავს ფოსტით გაუგზავნეთ. ტიტესთან ერთად, მწამს რომ ბრაზილიის დროშას უმაღლეს მწვერვალზე დავაბრუნებთ.

შემიძლია გითხრათ რომ ტიტე ფენომენალურია. როცა მან ნაკრები ჩაიბარა დამირეკა და მითხრა: ‘’არ გპირდები რომ გამოგიძახებ, მაგრამ თუ ამას გავაკეთებ, კვლავ გსურს ნაკრებში თამაში?’’
მე ვუპასუხე: ‘’პროფესორო, ჯერ მარტო ის ფაქტი რომ მირეკავთ, ჩემთვის უდიდესი ემოციაა. 17 წლიდან ნაკრებში ვთამაშობ. 20 საათის განმავლობაში შუა სკამზე ვმჯარვარ და ისე მიფრენია ნაკრებისთვის და ახლა, როცა კარგი ადგილი მაქვს თვითმფრინავში, ფიქრობთ რომ არ მოვალ? როცა დაგჭირდებით, ყოველთვის ხელმისაწვდომი ვარ.’’
ეს ზარი ჩემთვის ყველაფერი იყო. ნაკრების მწვრთნელისგან პირადი ზარი პირველად მივიღე. და ნაკრებში 11 წელია ვთამაშობ. ტიტესთვის მოვკლავდი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ პატარა ოქროს მონაგარი ბაბუას კარადაში შევინახო.

და თუ ვერა, რა შემიძლია ვთქვა? მე ისევ მარსელო ვიქნები, ბედნიერი.

HalaMadrid.GE-ს ადმინისტრაცია სტატიის მოწოდებისთვის დიდ მადლობას უხდის მომხმარებელს - Soney

  • Bernabeu
  • 14 სექტემბერი 2017
  • 10 161
  • 91

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 რაფინია 11
3 მბაპე 10
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (298)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)