ფეხბურთელების მატჩის შემდგომი კომენტარები
როგორც მოგეხსენებათ, სამეფო გუნდმა ლა ლიგის მორიგ ტურში, მორიგი გამარჯვება მოიპოვა.მადრიდელი მოთამაშეები გახარებულნი არიან, რამეთუ მათ მოიპოვეს სამი ქულა.
დრენტე გახარებული იყო
ერთ–ერთი სიურპრიზი "ტენერიფესთან" მატჩში მოედანზე როისტონ დრენტეს გამოჩენა იყო. ჰოლანდიელმა მარცხენა ფლანგზე შესანიშნავად ითამაშა და ბედნიერი იყო თამაშის დასრულების შემდეგ.
Real Madrid - Tenerife [ Goals ]
![Real Madrid - Tenerife [ Goals ] Real Madrid - Tenerife [ Goals ]](http://i37.tinypic.com/1e9e1v.jpg)
მადრიდელებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს,ამჯერად ”გალაქტიკოსებმა”,”ტენერიფეს” მოუგეს 3 - 0 ... მიუხედავად იმისა,რომ გუნდმა არცთუისე დამაჯერებლად მოიგო,”სამეფო კლუბმა” მაინც სამი უპასუხო გოლი გაუტანა,მოწინააღდეგეს.რაც შეეხება არადამაჯერებელ თამაშს,პირადად ჩემი აზრია,რომ გუნდი პირველ რიგში გადაღლილი იყო,რადგან ჯერ წინა შაბათს ითამაშეს და 5-0 მოიგეს,შემდეგ ოთხშაბათს და იქაც გაიმარჯვეს 0-2.ახლა კი გთავაზობთ, ”რეალი” - ”ტენერიფეს” შორის გამართული შეხვედრის გოლებს...
სპეციფიკური "დაპირისპირება"
ძმები , ხაბი ალონსო და მიკელ ალონსო პირველად "დაუპირისპირდნენ" ერთმანეთს.
გამარჯვებულებს არ ასამართლებენ
ლა ლიგის მეხუთე ტურში მადრიდის "რეალმა" დაამარცხა "ტენერიფე" 3:0.
გოლების შოუ მეხუთედ მოპოვებულ გამარჯვებაში
დღეს საღამოს მადრიდის რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე ტენერიფე 3:0 დაამარცხა და ამით ზედიზედ მეხუთე სამი ქულა ჩაიწერა საკუთარ აქტივში. გოლები ბენზემამ (2) და რიკარდო კაკამ გაიტანეს. უნდა აღინიშნოს, რომ ტენერიფე ბოლომდე იბრძოდა და დღევანდელი შეხვედრიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევენ ნებისმიერ კლუბს.
სანჩისის კვალდაკვალ
ტენერიფეს წინააღმდეგ მატჩში, რაულს შეუძლია გააუმჯობესოს თავისი მიღწევები და გახდეს ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი შეხვედრა ექნება ჩატარებული მადრიდის რეალის მაისურით.
მადრიდის რეალი – ტენერიფე
დღეს საღამოს ტენერიფე გამართავს ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველ შეხვედრას სანტიაგო ბერნაბეუზე. მეხუთე ტურის წინ მადრიდის რეალი იყოფს ლიდერობას ბარსელონასთან ერთად. პეპეს დისკვალიფიკაციის ვადა ამოიწურა და ის დღეს შეძლებს მოედანზე გასვლას. ხაბი ალონსოს ტრავმა მოშუშებული აქვს და ადვილი შესაძლებელია, რომ ისიც ვიხილოთ მოედანზე.
ლა ლიგისათვის კვლავ ორი გუნდი იბრძოლებს?
ესპანეთის პრიმერა დივიზიონი, თავისი საინტერესო სეზონით, მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ჩემპიონატებს შორისაა მოქცეული.ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ტენდენციის თანახმად, სეზონის დაწყებამდე საუბარია, რომ ჩემპიონი "რეალი" გახდება თუ "ბარსა."აღნიშნული გუნდების პაექრობა ჩემპიონობისათვის, უფრო მეტ ელფერსა და ინტიგას სძენს პრიმერას.
სასტარტო შემადგენლობა Marca-ს აზრით
როგორც ესპანური გამოცემა Marca იუწყება პელეგრინის როტაცია კაკას შეეხება. კაკა არ გამოჩნდება მოედანზე პირველივე წუთებიდან, ხოლო "რეალი" ითამაშებს 4–2–3–1 სქემით, სადაც ერთადერთი ფორვარდი ბენზემა იქნება.
ხაბი ალონსო VS მიკელ ალონსო
დღეს ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებს ორი ძმა: ხაბი ალონსო (27) და მიკელ ალონსო (29).
რონალდუს ინტერვიუ
წინასასეზონო მომზადებისას კრიშტიანო რონალდუს მისამართით მთელი რიგი კრიტიკოსები ისროდნენ ისრებივით კრიტიკას, რომელიც ეხებოდა მისი ადაპტაციის ნელ ტემპს, მაგრამ სეზონის პირველივე მატჩებმა ნათლად დაანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პორტუგალიელი მადრიდის რეალისთვის, სწორედ მის მიერ მოტოქე გუნდეის დაცვის ხაზის "აწიოკება" უწყობს ხელს მადრიდის რეალს 4–დან 4 თამაშის მოგებაში. კრიტიკა კრიტიკაა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ეტაპზე რონალდუ არის არამარტო მადრიდის რეალის, არამედ მთლიანად ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, რითაც ის კიდევ ერთხელ ამტკიცებს , რომ ის პლანეტის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ის თავისი თამაშით იმასაც ამტკიცებს, რომ მას შეუძლია სამეფო კლუბს ძველი დიდება დაუბრუნოს.
სერხიო რამოსის ინტერვიუ
სერხიო რამოსი– დაიბადა 1986 წლის 30 მარტს სევილიაში. მის ცხოვრებაში დადგა დრო, როცა მას ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს. დიახ , ის ბრუნდება მოედანზე იმედებით, რომ შეძლებს და დაიბრუნებს იმ ნდობას, რომელიც მან ამ წლების განმავლობაში საკუთარი თამაშით მოიპოვა.
ბუტრეგენიო მიატოვიჩს არ კიცხავს
ბუტრეგენიოს მიაჩნია, რომ მიატოვიჩი არ არის გასაკიცხი იმ ტრანსფერების გამო, რომლებიც მან განახორციელა.
კასანო: "კაპელოს პატიება უნდა ვთხოვო"
"La Gazzetta dello Sport"-თან ინტერვიუში სამპდორიის ფორვარდმა კასანომ, გულახდილად ისაუბრა იმ პერიოდზე, როდესაც იგი მადრიდის რეალის ღირსებას იცავდა.
პერესი: "ჩვენ ვახარებთ გულშემატკივრებს კრიზისის დროსაც კი"
პერესმა ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მან კრიზისის დროსაც კი მოახერხა გულშემატკივრების გამოცოცხლება და გახარება, ვინაიდან "გაჩარხა" სერიოზული ტრანსფერები.
რელანო: "რეალი რონალდუზეა დამოკიდებული"
პორტუგალიელი ვინგერის გოლები მართლაც რომ გადამწყვეტია მადრიდის რეალისთვის, მან ვილიარეალთან მატჩში გაიტანა თავისი მეხუთე გოლი ლა ლიგაში და მეშვიდე ოფიციალური მადრიდის რეალის რიგებში.

