ზინედინ ზიდანი "ზიზუ"

სახელი: ზინედინ ზიდანი
მეტსახელი: ზიზუ
დაბადების თარიღი: 1972 წლის 23 ივნისი
დაბადების ადგილი: მარსელი (საფრანგეთი)
ეროვნება: ფრანგი/ალჯირელი
სიმაგლე: 185სმ
წონა: 80კგ
1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ცნობილი ფინალის შემდეგ ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ეროვნული გმირი გახდა. თრიბუნებიდან სკანდირებდნენ “ზიდანი-პრეზიდენტად”,მაგრამ ისკი დაავიწყდათ,რომ რამოდენიმე თვის წინათ ზიდანს შავ კატას ეძახდნენ და აბრალებდნენ თითქოს საფრანგეთის ნაკრები მისი დათარსული იყო. იტალიაში ჩემპიონს ეგრევე გამოუგონეს ზედმეტ სახელი “ზიზუ” რაც თეთრ კატას ნიშნავს.


სახელი: ზინედინ ზიდანი
მეტსახელი: ზიზუ
დაბადების თარიღი: 1972 წლის 23 ივნისი
დაბადების ადგილი: მარსელი (საფრანგეთი)
ეროვნება: ფრანგი/ალჯირელი
სიმაგლე: 185სმ
წონა: 80კგ
1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ცნობილი ფინალის შემდეგ ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ეროვნული გმირი გახდა. თრიბუნებიდან სკანდირებდნენ “ზიდანი-პრეზიდენტად”,მაგრამ ისკი დაავიწყდათ,რომ რამოდენიმე თვის წინათ ზიდანს შავ კატას ეძახდნენ და აბრალებდნენ თითქოს საფრანგეთის ნაკრები მისი დათარსული იყო. იტალიაში ჩემპიონს ეგრევე გამოუგონეს ზედმეტ სახელი “ზიზუ” რაც თეთრ კატას ნიშნავს.
რათქმაუნდა სისულელეა ფანტასტიური ფინალის შემდეგ ზიდანის თამაში კატის მოძრაობებს შეადარო,მაგრამ ამ ფინალის შემდეგ ბევრი რამ ითქვა…. სხვათაშორის თავად ზიდანს სჯეროდა საფრანგეთის ნაკრების გამარჯვების და პრესასთან რამოდენიმეჯერ აღნიშნა კიდეც, რომ ისინი ბრაზილიელებს აუცილებლად დაამარცხებდნენ. ზიდანი არშემცდარა, გაუტანა რა ბრაზილიის ნაკრებს ფინალში ორი გოლი, მან ყველას დაუმტკიცა, რომ გუნდისთვის მხოლოდ ბედნიერება მოაქვს. ზინედინ ზიდანისთვის სერიოზულად ფეხბურთის თამაში დაიწყო 1989 წლის 25 მაისს ნანტში. კერძოდ ამ ცხოვრებისეულმა შუალედმა მოუტანა მას მომავლის რწმენა! “მე გამომიყვანეს შეცვლაზე მეორე ტაიმში 15 წუთით, მაგრამ ისეთი ოსტატების გვერდით,როგორებიც იყვნენ ზლატკო ვუოვიჩი და რუდი კროლი. მე მაშინ ბურთს სამჯერ შევეხე, მაგრამ შემდგომში არასოდეს მიგვრძნია თავი ასე ბედნიერად როგორც მაშინ.”

იმ დროისათვის ზიდანი 800 ფრანკს იღებდა ხელფასის სახით. ამ ფულით პრაკტიკულად შეუძლებელი იყო ცხოვრება, იმ დროისათვის ის გუნდის ბაზაზე ცხოვრობდა და პრაკტიკულად ყველა საჩირო პირობებით იყო უზრუნველყოფილი და რათქმაუნდა მშობლებიც არივიწყებდნენ. სკოლაში ზიზუ თავს მაინცდამაინც არიკლავდა მეცადინეობებით და გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ეგრევე მეგობრებთან ერთად ბურთის სათამაშოდ გარბოდა ეზოში.
საფრანგეთში ზიდანს უბრალოდ აღმერთებენ და არა მარტო იმიტომ, რომ ბრწყინვალე მოთამაშე იყო, არამედ იმიტომაც, რომ წარმოშობით ის ალჯირელია. ფეხბურთელი რომელიც თავისი სახით საფრანგეთის მრავალეროვნული ნაკრების სახეს ქმნიდა, სადაც მის გარდა თამაშობდნენ აგრეთვე – სომხები, გვადელუპელები, განელები და ფრანგები.
სამი წლის წინათ, როდესაც საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე განიცადა ფიასკო, ლე პენის პოლიტიკურმა პარტიამ “ნაციონალურმა ფრონტმა” განაცხადა, რომ ეს ყველაფერი იყო იმის ბრალი, რომ გუნდში ზედმეტი უცხოელი თამაშობდა. ზიდანიკი თვლიდა, რომ ეს ნაკრები ყველაზე ძლიერი იყო და ლე პენის საუბარს სისულელეს ეძახდა.
“ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს. ღა მნიშვნელობა აქვს თუ რა ეროვნებისავართ ჩვენ? თამაშის დროს ჩვენ არასოდეს გვიფიქრია ამაზე, ჩვენ მუდამ საფრანგეთის სახელს ვიცავდით”- აცხადებდა ზიდანი.
ის დაიბადა მარსელში, ყველაზე ღარიბ უბანში-კასტელანში. ის დღესაც ჩადის მანდ და იხსენებს თავის ბავშვობას. მას ყავს ცოლი და სამი შვილი და არაერთხელ დაუმტკიცებია საზოგადოებისათვის, რომ ოჯახი მისთვის ყველაზე მთავარი იყო და არის. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, მაშინ როდესაც ყველანი აღსანიშნავად ემზადებოდნე, ის თავის პატარა ბავშვს დასაძინებლად ამზადებდა. წვეულებაზე რათქმაუნდა მოვიდა, მაგრამ დიდი ხნით არდაყოვნდა და მალევე წავიდა, ხოლო რამოდენიმე დღეში ცოლთან ერთად იბიცაში წავიდა დასასვენებლად, ვინაიდან ფანების მოსვლას და მილოცვებს ვეღარ აუდიოდა.
ათი ან თუნდაც ხუთი წლის წინათ ვინმეს ჩემზე რომ ეთქვა, რომ მე მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებდი და ევროპის ნაკრების მაისურსაც მოვირგებდი, მე უბრალოდ არდავუჯერებდი…. ამბობდა ზიდანი, როდესაც მას გულთბილი დახვედრა მოუწყვეს მარსელში, ველოდრომის სტადიონზე მისმა გულშემატკივრებმა. იმ საღამოს ევროპის ნაკრები დანარჩენი მსოფლიოს წინააღმდეგ თამაშობდა, ევროპის ნაკრების კაპიტანი ზიდანი იყო, ეს ხდებოდა მსოფლიო 98 წლის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის კენჭისყრის წინ. ის წელიწადი ზიდანისთვის ასევე სადღესასწაულოდ გაგრძელდა, 1997 წლის დეკემბერში ის დასახელდა ევროპის მესამე ფეხბურთელად, მის წინკი იდგნენ რონალდო და მიატოვიჩი, ხოლო ფრანგულმა გაზეთმა L’Eქუიპე_მ ის საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
….ზიდანი დაიბადა და გაიზარდა ლა კასტელანში, მარსელის ჩრდილოეთ რაიონში, სადაც როგორც წესი ფანჯრები რკინის გისოსებით იყო ამოყვანილი, ხოლო ბავშვები ბეტონიეს ასფალტზე თამაშობდნენ ფეხბურთს. მისი მშობლები ისმაელი და მალიკა – ალჯირის მკვიდრები იყვნენ. მამა მუშაობდა უნივერმაგში დამფასოებლად. ზიდანის ბავშვობამ მარსელით ერთ პატარა ბინაში გაიარა. მის გარდა ოჯახში კიდევ ოთხი ბავშვი იყო, და ლილა, ძმები ჯამელი, ფარიდი და ნურიედი. მისი ბურთის ფუნქცია შეასრულა პლასტიკურმა ბოთლმა. მას აგრეთვე სხვა გართობის წყაროც ჰქონდა, ისეთი როგორიცაა ველოსიპედი და ძიუდო.
მიუხედავად ყველაფრისა ზინედინ ზიდანის მთავარი ლტოლვა მაინც ფეხბურთისკენ იყო მიპყრობილი. მაშინ მას მხოლოდ ერთი რამ უნდოდა, მოეტყუებინა ყველა, ვინცკი მას გზაზე გადაეღობებოდა. სამაგიეროდ დღეს ის უხვად ამარაგებს თანაგუნდელებს პასებით - “მე ყოველთვის მეუბნებოდნენ,რომ თამაში ჩემს თავზე ამეღო და მე უფრო ხშირად მინდოდა გოლის გატანა, მაგრამ ალბათ ჩემი ბედი ყოფილა თანაგუნდელების პასებით მომარაგება.” მისი პარტნიორი იუვენტუსისა და ნაკრების გუნდებში დიდიე დეშამი თვლიდა, რომ “მას სათანადო დონეზე არჰქონდა ეგოიზმის გრძნობა და მუდამ თავის გოლს ამჯობინებდა სხვაზე მიცემულ ზუსტ გადაცემას,მიუხედავად იმისა, რომ მას ორივე ფეხით შესანიშნავი დარტყმა ჰქონდა.” 14წლის ასაკში ზიდანმა თავისი თამაშით მიიპყრო კანის სელექციონერების ყურადღება. ერთკვირიანი დაკვირვების შემდეგ, მისი მშობლები დაარწმუნეს იმაში, რომ ბავშვი კანის ბავშთა გუნდში გაეშვათ. 2 წლის შემდეგ, 1989 წლის 20 მაისს, მაშინ როდესაც ზიდანი ჯერ კიდევ 17ის არიყო შედგა მისი დებიუტი საფრანგეთის ეროვნულ ჩემპიონატში. ეს მოხდა “ბოჯუარის” სახელობის სტადიონზე ნანტთან თამაშის დროს. იმ დროისათვის კანი მწვრთნელი იყო ლუის ფერნანდესი.
1992 წელს ზინედინ ზიდანი გადადის ბორდოში, ხოლო ევროპის 96 წლის ჩემპიონატის შემდეგ იუვენტუსში. თავიდან მას გაუჭირდა იუვენტუსში, მაგრამ შემდეგ ის გუნდის დირიჯორი გახდა და შეუცვლელი ფეხბურთელი. ღა მისცა იტალიამ ზიდანს? “ის საბოლოო გამელოტდა _ იცინის დეშამი ხოლო სერიოზულად მან ძალიან მოუმატა ტაქტიკური მხარით და ფსიქოლოგიურითაც,ადრე უფრო მორცხვი იყო,ეხლაკი თავის თავში დარწმუნებული. რაც შეეხება თამაშს, აქ ზიდანს დაკისრებული აქვს შეტევის დაწყება და როცა მას თამაში წაუვა, მაშინ იუვეს შეჩერება პრაკტიკულად შეუძლებელია. ძლიერმა ფეხბურთელმა თავისი თავი რთულ მომენტებში უნდა გამოავლინოს, ზიდანმა ეს შეძლო.”
1994 წლის 14 აგვისტოს შედგა ზიდანის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში, მაშინ ის შეცვლაზე შემოვიდა, საფრანგეთი ჩეხეთის ნაკრებს ეთამაშებოდა, ანგარიში 0-2 იყო ჩეხების სასარგებლოდ, ხოლო თამაშის დასრულებამდე 5 წუთი რჩებოდა, როდესაც ზიდანმა თავისი ცნობილი ცაციათი ჯერ ერთი, ხოლო ორ წუთში თავით გაუტანა ჩეხებს და თავის გუნდს ფრე მოუტანა. ერთი წლის შემდეგ მას პლატინიმ უთხრა – “მეამაყება,რომ ათ ნომრიანი მაისური შენ გაცვია.” შემდეგ ჯურნალისტებმა მას ჰკითხეს – მიიჩნევთ თუ არა თავს პლატინის ღირსეულ შემცვლელად? ზიზუმ უპასუხა – “პლატინი უძლიერესი ფეხბურთელი იყო, ის სამჯერ ზედიზედ დასახელდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად,მას საფრანგეთში,იტალიასა და მთელს მსოფლიოში იცნობენ, მეკი უბრალოდ ვცდილობ შევასრულო ჩემზე დაკისრებული მოვალეობა.
ზიდანის ოცნება: “ყველაზე დიდი ოცნება მიღწეულია, მე მყავს შესანიშნავი მეუღლე და ოჯახი. შეიძლება ითქვას, რომ უკეთესი არაფერი გინდა, მაგრამ ადამიანი არ პროგრესირებს, თუ მას არააქვს ოცნება, ეხლაკი ჩემი ოცნებაა, წარმოიდგინეთ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალია, 90ე წუთი,ანგარიში 0-0, ბურთს მე ვიღებ და გოლი გამაქვს, ეს დიდებული რამ იქნებოდა და ამის შემდეგ მე თავისუფლად წავიდოდი ფეხბურთიდან” _ ამბობს ზიდანი, მაგრამ რა იცოდა თუ რა მოუმზადა მას განგებამ…. …
2001 წლის 9 ივლისი, რეალის ფანებისათვის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი დღე. ამ დღეს რეალის საპატიო პრეზიდენტმა ალფრედო დი სტეფანომ ჟურნალისტების თანდასწრებით ზინედინ ზიდანს გადასცა 5 ნომრიანი მაისური. “ეს დიდი პატივია ჩემთვის” – მისთვის ცნობილი მოკრძალებით აღნიშნა ზიდანმა, იმ დროისათვის უკვე ყველაზე ძვირათღირებულმა ფეხბურთელმა მსოფლიოში. რეალმა იმ დღესვე დაიწყო ზიდანზე გაცემული თანხის ამოღება, მიუხედავად იმისა რომ რეალის მაისური ღირდა 80 დოლარი, ხუთ ნომრიანი მაისურები მაღაზიებში პრაკტიკულად აღარ იშოვებოდა. რეალ მადრიდმა ერთი მილიონი დოლარი მხოლოდ იმიტომ მიიღო ერთ-ერთი სატელევიზიო არხიდან, რომ ზიდანის პრეზენტაცია ეჩვენებინა, ასე რომ ისევე როგორც საფეხბურთო, ასევე ფინანსური თვალსაზრისითაც ზიდანის გადმობირება რეალში დადებითად შეფასდა.
მაშინ როდესაც შარშან 54 წლის ფლორენტინო პერეს მადრიდის რეალი გადაეცა პრაკტიკულად გაკოტრებული, მისი ვალები კოლოსალურ ციფრებს აღწევდა 300 მილიონი დოლარი, მან შეუძლებელი შეძლო და პრაკტიკულად გაკოტრებული გუნდი, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ კლუბად აქცია. პირველი რაც მან გააკეთა იყო ის, რომ გაყიდა ძველი სავარჯიშო ბაზა 600 მილიონ დოლარად, იმ ადგილასკი აშენდება ოთხი ცათამბრჯენი,საიდანაც ერთი მადრიდის რეალის საკუთრება იქნება. ქალაქგარეთ პერესმა იყიდა 120 ჰექტარი მიწა, სადაც ულტრათანამედროვე ბაზა აშენდა, ეს ყველაფერი მას 85 მილიონი დაუჯდა. დანარჩენი ფულით მან იყიდა ისეთი ვარსკლავები, როგორებიც არიან, ფიგუ, ზიდანი, რონალდო, ბექჰემი….. რეალის აბონენტების საყიდლად უსასრულო რიგები შეიქმნა, პუბლიკა საოცარ თამაშებს ელოდა, სადაც ყველა ეს ვარსკლავი მიიღებდა მონაწილეობას.
ზიდანი შესანიშნავად შეეწყო მადრიდის რეალს, ყოველი მისი თამაში გულშემატკივრისათვის სპეკტაკლის დადგმას გავდა, ხოლო ის რაც ზიდანმა გააკეთა 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში დღესაც დაუვიწყარია თითოელი გულშემატკივრისათვის. იმ დღეს ერთმანეთს რეალი და ლევერკუზენის ბაიერი დაუპირისპირდნენ, მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოგა, იმ დროს როდესაც ანგარიში 1-1 იყო, რობერტო კარლოსის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ზიდანმა ენითაღუწერელი სილამაზის გოლი გაიტანა და კიდევ ერთხელ დაარწმუნა მთელი მსოფლიო, რომ ის საუკეთესო იყო საუკეთესოთა შორის.
შემდეგი წლები ზიდანი რეალთან ერთან შესანიშნავად თამაშობდა, 2003 წელს ის ესპანეთის ჩემპიონი ხდება. შემდეგ რეალის ჩავარდის დროება იწყება,რაც ერთის მხრივ გამოწვეული იყო, პერესის შეცდომით, მან მწვრთნელი დელ ბოსკე დაითხოვა და გუნდიდან ყველანაირი ახსნა-განმარტების სანაცვლოდ გაუშვა რეალის იმ დროინდელი კაპიტანი იერო.
2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ზიდანისა და მისი კომპანიისთვის კრახით სრულდება, მაშინ ზიდანმა გადაწყვიტა წასულიყო ნაკრებიდან,მაგრამ საბოლოოდ ის დაუბრუნდა ნაკრებს, დაუბრუნდა რათა კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა მსოფლიოსთვის რომ ის გენიალური ზიზუ იყო.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ზიდანი 34 წლის იყო, ალბათ ყველას ემახსოვრება თუ როგორ მოიგო მარტოდ მარტომ ზიდანმა იმ დროისათვის უპირობო ფავორიტს ბრაზილიის ნაკრებს. საფრანგეთი ზიდანის შესანიშნავი თამაშით ფინალს უწია, სადაც მას იტალიის ნაკრები შეხვდა. ის რაც აქამდე არიკადრა არცერთმა ნაკრების ფეხბურთელმა თავის თავზე აიღო მატერაციმ, რომელიც მანამდეც შემჩნეული იყო ბინძური თამაშით, შემდეგკი მოხდა ის, რაც ყველას კარგად მოეხსენება, ზიდანი მატერაცისტან “უხეშობისათვის” მინდვრიდან გაზევებულ იქნა, ხოლო საფრანგეთის ნაკრებმა ის ფინალი თერთმეტრმეტრიანებში დათმო.
ალბათ იტყვიან, რომ მას ეს არუნდა გაეკეთებინა და საკმაოდ ბევრმაც გააკრიტიკა იმისათვის, რომ მან პირადი გრძნობები წინ დააყენა ვიდრე გუნდის ინტერესები, მაგრამ არდაგავიწყდეთ რომ მას პროვოკაცია მოუწყო მატერაციმ, იმ მატერაციმ რომელიც მანამდეც როგორც ავღნიშნე ართაკილობდა მსგავს ქმედებებს.
ზიდანი ფეხბურთიდან წავიდა….. წავიდა თავ აწეული და წავიდა როგორც ფეხბურთის გენია, ის სამჯერ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად და ორჯერ ევროპის, ასეთივე შედეგი მხოლოდ ბრაზილიელ რონალდოს აქვს.
ფეხბურთი დაემშვიდობა კიდევ ერთ დიდ ვარსკლავს, კიდევ ერთ დიდ გენიას, რომლის გამოც გვიყვარს ეს სპორტი, ფეხბურთიდან წავიდა ზინედინ ზიდანი – ფრანგი გენიოსი. dle 10.1

  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 12557
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

რეკლამა

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 რონალდუ 0
2 მესი 0
3 სუარესი 0
4 გრიზმანი 0

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 ტოტენჰემი 6 5 1 0 16
2 რეალი 6 4 1 1 13
3 დორტმუნდი 6 0 2 4 2
4 აპოელი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

უნდა დარჩეს თუ არა ბენზემა მადრიდის „რეალში?

დიახ
არა



მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2018 (219)
ივნისი 2018 (296)
მაისი 2018 (374)
აპრილი 2018 (359)
მარტი 2018 (445)
თებერვალი 2018 (371)