ფერნანდო რედონდო

სრული სახელი და გვარი: ფერნანდო კარლოს რედონდო ნერი
დაბადების თარიღი: 1969 წლის 6 ივლისი
დაბადების ადგილი: ბუენოს აირესი, არგენტინა
სათამაშო პოზიცია: საყრდენი ნახევარმცველი
კარიერა: 1985-1990 არგენტინოს ხუნიორსი 75(1)
1990-1994 ტენერიფე 103(8)
1994-2000 რეალი 155(4)
2000-2004 მილანი 20(1)
1992-1999 არგენტინის ნაკრები 29(1)


სრული სახელი და გვარი: ფერნანდო კარლოს რედონდო ნერი
დაბადების თარიღი: 1969 წლის 6 ივლისი
დაბადების ადგილი: ბუენოს აირესი, არგენტინა
სათამაშო პოზიცია: საყრდენი ნახევარმცველი
კარიერა: 1985-1990 არგენტინოს ხუნიორსი 75(1)
1990-1994 ტენერიფე 103(8)
1994-2000 რეალი 155(4)
2000-2004 მილანი 20(1)
1992-1999 არგენტინის ნაკრები 29(1)
———————საკლუბო კარიერა—————————-
რედონდოს ესპანურ ფეხბურთში დებიუტი ტენერიფეს რიგებში ჰქონდა, რომელსაც მაშინ რეალის ყოფილი ფეხბურთელი, ხორხე ვალდანო წვრთნიდა. ამ პერიოდში რეალმა ორჯერ დაუთმო ლა ლიგის თასი ბარსელონას. მადრიდული გრანდი ორივე შემთხვევაში ტენერიფემ დაამარცხა, თანაც ბოლო ტურში. მაშინ, როდესაც ვალდანო გახდა რეალის მთავარი მწვრთნელი, მისი ინიციატივით რეალმა გადაიბირა რედონდო.

სწორედ რეალში აქვს გატარებული კარიერის საუკეთესო წლები არგენტინელ ფეხბურთელს. მან მადრიდულ გრანდთან ერთად 2-ჯერ მოიგო ლა ლიგა(1995 და 1997) და 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა(1998, 2000) და ასევე სხვა ტიტულები. მისი დიდებული ფინტი 1999-2000 წ.წ. ჩემპიონთა ლიგაში ოლდ ტრაფორდზე, მანჩესტერის
წინააღმდეგ კიდევ დიდხანს დარჩება რეალისა და მანჩესტერის ფანების მეხსიერებაში. რეალმა ის თამაში 3:2 მოიგო. რედონდო კი იყო იმ მატჩის საუკეთესო მოთამაშე. რაც შეეხება მის ჯადოსნურ ფინტს, არგენტინელმა ქუსლით ფეხებს შორის გაუტარა ბურთი მანჩესტერის მცველს, ჰენინგ ბერგს და რაულს საგოლე გადაცემა გაუკეთა. რედონდოს თამაშით ოლდ ტრაფორდზე აღფრთოვანებული იყო 1990-იანი წლების კიდევ ერთი ლეგენდა, როი კინი, რომელიც იმ მატჩში მანჩესტერის ღირსებას იცავდა. ფინალში ვალენსიას დამარცხების შემდეგ(3:0), რედონდო აღიარეს 1999-2000 წ.წ. ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ. სწორედ ფერნანდო იყო რეალის კაპიტანი იმ სეზონში და პარიზში მოგებული ფინალის შემდეგ, მანვე აღმართა ჩემპიონთა თასი.
2000 წელს, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, რედონდო საკმაოდ დიდ თანხად გადაბარგდა მილანში. ამან რეალის ფანების უკმაყოფილება გამოიწვია. მილანში გადასვლის შემდეგ, ფერნანდომ მიიღო სერიოზული ტრავმა და 2 წლის განმავლობაში ის ბურთს ვერ ეკარებოდა. მან მილანის ხელმძღვანელებს უთხრა, რომ არ გადაეხადათ მისთვის ხელფასი, რადგან ტრამვის გამო თამაშების უმეტესობაში ის მონაწილეობას ვერ იღებდა. მილანში თამაშის შემდეგ მან კარიერა დაასრულა.
——————სანაკრებო კარიერა——————————–
რედონდომ არგენტინის ნაკრებში 29 შეხვედრა ჩაატარა. ამ თამაშების უმეტესობა მოდის 1992-1994 წლებზე, როდესაც ნაკრებს წვრთნიდა ალფიო ბასილე. კარლოს ბილარდოს მწვრთნელობის დროს, რედონდომ უარი განაცხადა 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე. ფერნანდომ განაცხადა, რომ მას უნდა ჩაებარებინა გამოცდები უნივერსიტეტში და ამიტომ თქვა უარი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე. რედონდომ მიიღო ნაკრებში გამოძახება 1994 წელს და იყო კიდეც მუნდიალზე.

დანიელ პასარელას მწვრთნელობის დროს კი საყრდენი ნახევარმცველი კვლავ დარჩა მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა. პასარელას მოთხოვნა იყო, რომ უკლებლივ ყველა ფეხბურთელი მოკლე თმებით მისულიყო სანაკრებო შეკრებაზე. რასაც რედონდო არ დაეთანხმა და შედეგად 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა ფერნანდოს გარეშე ჩაიარა. 1999 წელს, მარსელო ბიელსას მწვრთნელობის პერიოდში რედონდო ნაკრებში გამოიძახეს ბრაზილიის ნაკრებთან სათამაშოდ. ეს შეხვედრა ამხანაგურ სტატუსს ატარებდა. მატჩი ბუენოს-აირესში გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 2:0. რედონდო კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ფერნანდომ ფეხი არ გაანძრევინა და თამაშიდან გამოთიშა ბრაზილიელთა ლიდერი რივალდო. ამის შემდეგ, რედონდო ნაკრებიდან წავიდა, რადგან სურდა მთელი თავისი ენერგია რეალისთვის დაეხარჯა.
ამ თამაშით დაასრულა თავისი სანაკრებო კარიერა ყველა დროის ერთერთმა საუკეთესო საყრდენმა ნახევარმცველმა.
2003 წელს კი მან განაცხადა, რომ ასრულებს საკლუბო კარიერასაც, მიღებული მძიმე ტრამვის გამო.
რედონდოს ბევრ არგენტინელ ფეხბურთელს ამსგავსებენ. მათ შორის, ხავიერ მასკერანოსა და ფერნანდო გაგოს.
————-პირადი ცხოვრება————————–
რედონდოს ცოლი ასევე რეალის ყოფილი ფებხურთელის, სანტიაგო სოლარის და ნატალიაა. ფერნანდოსა და მის მეორე ნახევარს 2 შვილი ჰყავთ. ქორწილი კი 1993 წელს ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ სწორედ რედონდოს რეკომენდაციით გადაიბირა რეალმა ახალგაზრდა სოლარი.

———-ტიტულები—————————
სამხრეთ ამერიკის 17-წლამდეთა ჩემპიონატი 1985
კონფედერაციის თასი 1992
კოპა ამერიკა 1993
ესპანეთის ჩემპიონატი 1995, 1997
საკონტინენტთაშორისო თასი 1998
ჩემპიონთა ლიგა 1998, 2000, 2003
იტალიის თასი 2003
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშე 2000 dle 10.1

  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 7256
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

რეკლამა

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 რონალდუ 0
2 მესი 0
3 სუარესი 0
4 გრიზმანი 0

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 ტოტენჰემი 6 5 1 0 16
2 რეალი 6 4 1 1 13
3 დორტმუნდი 6 0 2 4 2
4 აპოელი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

უნდა დარჩეს თუ არა ბენზემა მადრიდის „რეალში?

დიახ
არა



მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2018 (219)
ივნისი 2018 (296)
მაისი 2018 (374)
აპრილი 2018 (359)
მარტი 2018 (445)
თებერვალი 2018 (371)