ლუიშ ფიგუ

სრული სახელი და გვარი: ლუიშ ფილიპე მადეირა კაეირო ფიგუ
დაბადების თარიღი: 1972 წლის 4 ნოემბერი
სიმაღლე: 180 სმ.
სათამაშო პოზიცია: მარჯვენა/მარცხენა ნახევარმცველი
ამჟამინდელი კლუბი: ინტერი(მე-7 ნომერი)
ახალგაზრდული კლუბები: პასტიჰასი, სპორტინგი
კარიერა: 1989-1995 სპორტინგი 137(16)
1995-2000 ბარსელონა 172(30)
2000-2005 რეალი 165(36)
2005- ინტერი 72(8)
ნაკრები: 1991-2006 პორტუგალია 127(32)


სრული სახელი და გვარი: ლუიშ ფილიპე მადეირა კაეირო ფიგუ
დაბადების თარიღი: 1972 წლის 4 ნოემბერი
სიმაღლე: 180 სმ.
სათამაშო პოზიცია: მარჯვენა/მარცხენა ნახევარმცველი
ამჟამინდელი კლუბი: ინტერი(მე-7 ნომერი)
ახალგაზრდული კლუბები: პასტიჰასი, სპორტინგი
კარიერა: 1989-1995 სპორტინგი 137(16)
1995-2000 ბარსელონა 172(30)
2000-2005 რეალი 165(36)
2005- ინტერი 72(8)
ნაკრები: 1991-2006 პორტუგალია 127(32)
————–სპორტინგი—————————-
ფიგუს საფეხბურთო კარიერა სპორტინგში დაიწყო. კლუბში, რომელმაც მის გარდა კიდევ ბევრი დიდი ფეხბურთელი გაზარდა. 1991 წელს ფიგუმ სპორტიგთან ერთად პორტუგალიის იუნიორთა ჩემპიონატი მოიგო. ამას გარდა, ის დაეუფლა 20- და 16-წლამდელთა ევროპის თასს. ფიგუ მის თანატოლ, რუი კოშტასთან ერთად ახალგაზრდულ ნაკრებებში და შემდეგ ეროვნულ გუნდშიც საოცარ ტანდემს ქმნიდა. ეს ფეხბურთელები ახლაც კარგი მეგობრები არიან.
1994-1995 წელს სპორტინგმა პორტუგალიის თასი მოიგო. ფიგუ კი გუნდის ერთერთ ლიდერად მოგვევლინა. ის გამოირჩეოდა სისწრაფით, ტექნიკით, მოედნის კარგი ხედვით. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ფიგუ მიიჩნეოდა ამომავალ და არა ჩამოყალიბებულ ვარსკვლავად, ერთმა პორტუგალიელმა ჟურნალისტმა თქვა: “ფიგუ ყველა ფეხბურთელზე წინ დგას 1 თვისებით, - მას აქვს უნიკალური უნარი ფეხბურთელების მოტყუების, ყველა ბრაზილიელზე მეტი. ამ მხრივ, მასთან ვერც გარინჩა მივა და ვერც მარადონა. აი, პელესთან ფიგუს შედარებაზე კი მაშინ ვისაუბროთ, როცა ლუიში კარიერას დასრულებს.” ისე, ძალიან საინტერესო იქნება ახლა ხსენებული ჟურნალისტის მოსაზრება ფიგუს შესახებ.
ისევ სპორტინგს დავუბრუნდეთ. ფიგუ ძალიან ეცადა, თუმცა ვერ მოიგო პორტუგალიის პირველობა. მისი სპორტინგი ქვეყნის ჩემპიონატში არასტაბილურ ფეხბურთს თამაშობდა. ზოგჯერ, ფიგუს თანაგუნდელები ცხრილის სათავეში მოექცეოდნენ და ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტები იყვნენ, მეორე წელს კი ამაზრზენად ასპარეზობდნენ და გადარჩენისათვის უწევდათ ბრძოლა. დამეთანხმებით, გუნდი საკუთარ ჩემპიონატში ასეთ ფეხბურთს არ უნდა თამაშობდეს, თუ ის ქვეყნის მაშტაბით აღიარებული გრანდია. მოკლედ, ფიგუმ სპორტინგთან ერთად მხოლოდ 1 ტიტული მოიგო, 1994/1995 წ.წ. პორტუგალიის თასი.
ფიგუ სხვათაშორის სპორტინგის სხვა აღზრდილებისაგან იმით განსხვავდება, რომ მშობლიურ კლუბში შედარებით დიდი ხანი თამაშობდა. განსხვავებით, კრისტიანო რონალდოსა და რიკარდო კვარეზმასაგან, რომლებმაც მაშინვე დატოვეს კლუბი, როგორც კი მთავარ გუნდში დებიუტი ჰქონდათ. ფიგუს არაერთხელ შესთავაზეს სხვა პორტუგალიულმა კლუბებმა საკუთარ რიგებში გადასვლა, თუმცა ის მუდამ აღნიშნავდა, რომ პორტუგალიის მაშტაბით მხოლოდ სპორტინგში ითამაშებს და არა რომელიმე სხვა პორტუგალიულ კლუბში. გარდა ამისა, ლუიში სპორტინგის მიერ მისთვის გაწეულ ღვაწლს არ ივიწყებს. როდესაც პორტუგალიელი კარიერის პიკზე იყო და ინდივიდუალურ თუ საკლუბო ტიტულებს მიყოლებით იგებდა, ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ამაში ყველაზე დიდი დამსახურება სპორტინგს მიუძღვის.

————–ბარსელონა—————–
ფიგუს კარგი თამაში კარგ გუნდებს არ გამოპარვიათ. 1995 წელს, მან გრანდში გადასვლა გადაწყვიტა. მას 2 კლუბმა მიმართა ოფიციალური წინადადებით: იუვენტუსმა და პარმამ, რომელიც იმხანად ნამდვილად გრანდთა რიცხვში შედიოდა. ფიგუს ორივე კლუბთან ჰქონდა წინასწარი ხელშეკრულება გაფომებული ამ პირობით: ფიგუ ჯერ პარმაში გადავიდოდა 2 წლით და შემდეგ, თუ პარმა მოისურვებდა, მას თავისთან დაიტოვებდა და იუვენტუსს გარკვუელ თანხას გადაუხდიდა, თუ არადა, იუვენტუსში გაუშვებდა. თუმცა კონტრაქტში სხვა მუხლიც იყო ჩადებული, კერძოდ, იუვენტუსს ნებისმიერ დროს შეეძლო ფიგუს ყიდვა, პარმას მიერ მოთხოვნილ თანხად. მოკლედ, ყველაფერი მოგვარებული იყო, თუმცა მოულოდნელად სპორტინგის პრეზიდენტმა ტრანსფერი დაბლოკა. და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ ფიგუში უფრო დიდ თანხას ერთი გუნდი იხდიდა და თუ მისი წინადადება მოეწონებოდა. ფიგუს სწორედ ზემოთხსენებულ კლუბში გაუშვებდა. ეს გუნდი ბარსელონა აღმოჩნდა… კატალონიელთა მაშინდელ მწვრთნელს, იოჰან კრუიფს ძალიან სურდა ახლაგაზრდა პორტუგალიელის გადაბირება. შედეგად, ფიგუსა და ბარსელონას გზები გადაიკვეთა.
პორტუგალიელმა კატალონიაში 5 წელი გაატარა და ტიტულებიც მოიგო. ის ფანების ნამდვილი კერპი გახდა. ბარსელონაში არის ამ გუნდის ყველა ლეგენდალური ფეხბურთელის ფან-კლუბი. დაარსდა ფიგუს ფან-კლუბიც. თუმცა 2000 წელს, ის სრულიად გასაგები მიზეზების გამო გააუქმეს.
ფიგუ ბარსელონას ნამდვილ ლიდერად იქცა. მისი უახლესი მეგობარი გუნდში იყო ხოსეპ გვარდიოლა. პორტუგალიელი თამაშიდან თამაშამდე უმატებდა. ესპანიოლთან მატჩში, კატალონიურ დერბში, ფიგუმ ბრწყინვალედ ითამაშა. ის საკუთარ მეურვეებს სხვადასხვა ცრუ მოძრაობებით ცდებოდა. ერთერთ ეპიზოდში პორტუგალიელმა ერთი მოძრაობით ერთდროულად 2 ფეხბურთელს გაუტარა ბურთი ფეხებს შორის. “ნამდვილი გმირი”, “ლეგენდა”, “შეუჩერებელი პორტუგალიელი” და უამრავი ასეთი სათაური კატალონიურ პრესაში ფიგუს მიმართ სიყვარულის გამოსახატავად. ფიგუს ერთი რეკორდიც აქვს, - ის გახდა პირველი არაკატალონიელი ფეხბურთელი, რომელმაც ბარსელონას კაპიტნის სამკლავური მოირგო. მისი თამაშით აღფრთოვანებას ვერ მალავდა სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც ერთი ხანობა ფიგუს გადაბირებასაც აპირებდა, თუმცა არაფერი გამოუვიდა, სამაგიეროდ გამოუვიდა ფლორენტინო პერესს…

—————-მადრიდის რეალი——————–
2000 წელს გაიმართა რეალის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ფავორიტმა, ფლორენტინო პერესმა მოიგო. პერესი ერთერთი ყველაზე ცნობილი ესპანური საამშენებლო ფირმის პრეზიდენტი გახლდათ. არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, წინასაარჩევნო დებატებში პერესმა ასეთი რამ თქვა: “მე მსურს გავხდე რეალის პრეზიდენტი და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. გაინტერესებთ ჩემი წინასაარჩევნო დაპირება? თუ პრეზიდენტი გავხდი, მადრიდში ლუიშ ფიგუს ჩამოვიყვან. ჩემს დანაპირებს აუცილებლად შევასრულებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეალის 55 000(!!!) ფანს სამუდამო(!!!) აბონიმეტებს მივცემ”. ეს უკვე სერიოზული განაცხადი იყო. ფიგუ ან უთვალავი აბონიმენტი, თანაც სამუდამო… პერესმა არჩევნები მოიგო. სიტყვაც შეასრულა, ბარსელონაში ჩავიდა და ლუიშ ფიგუ მადრიდში ჩამოიყვანა. 65 მილიონი ევრო - აი ამ ტრანსფერის ღირებულება. ეს გახდა ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი. პერესმა კი მომდევნო წელს, ზიდანის ყიდვით თავისივე დამყარებული სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესა.
ფიგუმ რეალშიც კარგად წარმოაჩინა თავი. პორტუგალიელი გუნდის ლიდერი გახდა. მართალია, ბარსელონას ფანებმა ის ძალიან შეიძულეს, მაგრამ სამაგიეროდ, მადრიდში შეუყვარდათ ძალიან. ფიგუს გოლებიც საკმარისი რაოდებით გაჰქონდა. 2001 წელს ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელეს.
ფიგუს დებიუტი რეალის რიგებში, ლა ლიგაში შედგა 2000 წლის 9 სექტემბერს, ვალენსიას წინააღმდეგ. პორტუგალიელმა იმ მატჩში გადამწყვეტი გოლი გაიტანა, 85-ე წუთზე და ანგარიში 2-1 გახადა. საბოლოოდ, რეალმა ამ ანგარიშით გაიმარჯვა. ფიგუმ სადებიუტო სეზონში 34 მატჩში 9 გოლის გატანა მოახერხა.
რეალში გადასვლის შემდეგ, ფიგუ ნოუ-კამპზე არაერთხელ დაბრუნდა. ამ მხრივ, ყველაზე სკანდალური 2002 წლის ელ-კლასიკო გამოდგა, როცა ფიგუს სხვადასხვა საგნები ესროლეს(მობილური ტელეფონები, ლუდის ბოთლები, შემწვარი ღორის თავიც კი…). ფიგუ ყველაფერს მშვიდად ხვდებოდა. ის თავის თამაშს აგრძელებდა და რეალისთვის სარგებელი მოჰქონდა.
2001-2002 წ.წ. ფიგუმ ტრავმა მიიღო. ლიდერის გარეშე მოთამაშე რეალი ერთხანს, საკუთარ თავს არ ჰგავდა და რომ არა ზინედინ ზიდანი, ალბათ უტიტულოდაც დარჩებოდა. გენიალურმა ფრანგმა მისთვის დამახასიათებელი დიდებული თამაშით, რეალი ამ დროებითი კრიზისიდან გამოიყვანა. ამასობაში, ფიგუც დაბრუნდა. რეალმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ფიგუ და ზიდანი ამ ტრიუმფის ერთერთი მთავარი შემოქმედები იყვნენ.
კატალონიაში კი პორტუგალიელი უფრო და უფრო სძულდებოდათ. ევრო 2004-ზე, საბერძნეთთან მატჩის დროს, მოედანზე ბარსელონას ფანი შევარდა და კატალონიური გუნდის დროშით ფიგუს წინ ჩაურბინა.
მიუხედავად ყველაფრისა, ფიგუ ფსიქოლოგიურად არ გატყდა. ამასთანავე აღსანიშნავია მისი კარგი ადამიანური თვისებები. ლუიში მუდამ მხარში ედგა და ეხმარებოდა სტივ მაკმანამანსა და სანტიაგო სოლარის, ფეხბურთელებს, რომლებიც მის გამო სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ.
ფიგუს ცუდი თავისებებიც ჰქონდა, მაგალითად, 2001 წელს, როცა ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მან ეგოიზმი და არადიპლომატირუობა გამოიჩინა. კერძოდ, ფიგუს ჰკითხეს, თუ ვის გადასცემდა ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს. რაზეც პორტუგალიელმა უპასუხა, ამ პრიზს ჩემს თავს გადავცემდი, რადგან ამას სხვებზე მეტად ვიმსახურებდიო.
ფიგუ არის ე.წ. “გალაქტიკოსების” პირველი თვალსაჩინო წარმომადგენელი. ის იყო ფლორენტინო პერესის პირველი ხმაურიანი ტრანსფერის მთავარი შემოქმედი. მას მოჰყვა ზიდანი, რონალდო, ბექჰემი, ოუენი. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელს ყველა “გალაქტიკოსთან” კარგი დამოკიდებულება ჰქონდა.
2002-2003 წელი ფიგუსთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ლა ლიგაში 10 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა, რაც ნახევარმცველისთვის ნამდვილად კარგი შედეგია. თუმცა ლუიშმა საკუთარი გუნდი ჩემპიონთა
ლიგაში დააღალატა, როცა ნახევარფინალში, იუვენტუსის წინააღმდეგ, გადამწყვეტი პენალტი გააფუჭა და რეალის ფინალს მიღმა დატოვა. სხვათაშორის, ფიგუს ჩემპიონთა ლიგაში პენალტების გადამწყვეტი პენალტების გატანა უჭირს ხოლმე. გარდა ზემოთნახსენები თერთმეტმეტრიანისა, ფიგუმ პენალტი 2004-2005 წ.წ. სეზონშიც გააფუჭა, ჯგუფურ ეტაპზე, ლევერკუზენის ბაიერის წინააღმდეგ. ის მატჩი 1-1 დასრულდა, რეალი მეორე ადგიზლე გავიდა და 1/8-ფინალში იუვენტუსთან დამარცხდა.
სწორედ, 2004-2005 წ.წ. სეზონი გამოდგა უკანასკნელი ფიგუს მადრიდულ კარიერაში. იანვარში რეალის თავკაცად ბრაზილიელი ვანდერლეი ლუშემბურგო დაინიშნა. სკანდალური რეპუტაციით ცნობილმა ბრაზილიელმა სპეციალისტმა ფიგუს სრული იგნორირება გაუკეთა და სეზონის ბოლოს ტრანსფერზე დააყენა.
ფიგუ 2005 წლის ზაფხულში ინტერმა შეიძინა. პორტუგალიელმა რეალი ნამდვილად თავაწუელმა დატოვა. მოიგო ყველა დიდი მნიშვლელობის გუნდური თუ ინდივიდუალური ტიტული ამ გრანდის შემადგენლობაში. 2005 წლის 5 აგვისტო, - სწორედ ამ დღეს გადაბარგდა ფიგუ ინტერში. ცნობისთვის, ინტერის გარდა, მას ლივერპულიც ეპატიჟებოდა.

—————–ინტერი———————-
ინტერში ფიგუ ისევ კარგად ათამაშდა. გუნდის ლიდერიც გახდა. მან 2 სკუდეტოც მოიგო. 2007 წლის 5 იანვარს, “ლა გაძეტა დელო სპორტმა” გვამცნო, რომ ფიგუ სეზონის ბოლოს არაბულ “ალ-იტიჰადში” გადავა. თავიდან ეს ინფორმაცია ფიგუმაც დაადასტურა, თუმცა ზაფხულში წასვლა გადაიფიქრა და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2008 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. როგორც ამბობენ, ფიგუ ინტერთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ამერიკაში წავა ფეხბურთის სათამაშოდ, როგორც მისი ერთერთი უახლოესი მეგობარი, დევიდ ბექჰემი.
————–სანაკრებო კარიერა————
ფიგუს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც “პორტუგალიის ოქროს თაობის” ლიდერს. 90-იან წლებში ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე მისი წარმატებით გამოსვლის შესახებ, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. ფიგუს დებიუტი ეროვნულ გუნდის რიგებში 1991 წლის 16 ოქტომბერს შედგა, ლუქსემბურგის წინააღმდეგ, მაშინ ლუიში 18 წლის იყო. ფიგუმ იასპარეზა 2 ევროპის ჩემპიონატზე და ამდენივე მუნდიალზე.
ევრო 2000-ზე ის დიდებულად გამოიყურებოდა. დაუვიყარია მისი გოლი ინგლისის ნაკრების კარში - ლუიშმა კონტრშეტევა წამოიწყო, გზად 2 ფეხბურთელს გასცდა და შორეული დარტყმით ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. შეიძლება ითქვას, რომ ფიგუ და მისი “ოქროს თაობა” უტიტულოდ ზინედინ ზიდანმა დატოვა. ფრანგმა ჯერ 2000 წელს გაუტანა ფიგუს პორტუგალიას გადამწყვეტი პენალტი, შემდეგ იგივე მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზეც გააკეთა. ევრო 2004-ზე კი პორტუგალია ზინედინ ზიდანის “დახმარების გარეშე” დამარცხდა. ევროპის ჩემპიონატის ფინალში პირენეელები საბერძნეთმა დაამარცხა.
ფიგუ ნაკრებიდან 2004 წლის 18 აგვისტოს, ევრო 2004-ის შემდეგ წავიდა. თუმცა 2005 წლის აპრილში ლუიშ ფელიპე სკოლარის დიდი თხოვნის შემდეგ, ეროვნულ გუნდს კვლავ დაუბრუნდა. ფიგუმ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა, სადაც 1/2-ფინალში გავარდა, ამ გავარდნაში “დამნაშავე ზემოთ ვამხილეთ”. ზიდანმა მართლაც საოცრად ითამაშა და არა მხოლოდ ზიდანმა, საერთოდ საფრანგეთის ნაკრებმა, რომელმაც სრულიად დამსახურებულად, ზედმეტი დაძაბვის გარეშე მოუგო პორტუგალიის ეროვნულ გუნდს.
მიუხედავად იმისა, რომ ზიდანმა ფიგუ არაერთხელ გაამწარა, ამ ფეხბურთელებს შორის მაინც მეგობრული დამოკიდებულებაა. ისინი ახლაც ხშირად იკრიბებიან და საქველმოქმედო თამაშებს აწყობენ.

——————პირადი ცხოვრება————
ლუიშ ფიგუ დაქორწინებულია შვედ მოდელ, ჰელენ სვედინზე. ისინი ერთმანეთს პირველად ფლამენკოს ფესტივალზე შეხვდნენ. ახლა ლუიშსა და ჰელენს 3 ქალიშვლილი ჰყავთ: დანიელა(დაბ. 1999 წლის მარტში), მარტინა(დაბ. 2002 წლის აპრილში) და სტელა(დაბ. 2004 წლის 9 დეკემბერს).
ლუიში ძალიან მორწმუნე პიროვნებაა. ის კათოლიკეა. 2002 წელს ის შეხვდა რომის პაპს, ეს ოფიციალური ვიზიტისას მოხდა. საქმე იმაშია, რომ რეალს ჩემპიოთა ლიგის მატჩი უნდა გაემართა, რომას წინააღმდეგ. მადრიდელებმა რომის პაპიც ინახულეს. ფლორენტინო პერესმა კი იოანე-პავლე მეორე რეალი ფან-კლუბში ოფიციალურად გააერთიანა. გადასცა რა მას რეალის ფან-კლუბის ოფიციალური ბარათი.

—————ტიტულები——————
სპორტინგში თამაშისას:
პორტუგალიის თასი: 1994/95
ბარსელონაში თამაშისას:
ლა ლიგა: 1997/98, 1998/99
ესპანეთის თასი: 1996/97, 1997/98
ესპანეთის სუპერთასი: 1996
თასების მფლობელთა თასი: 1996/1997
ევროპის სუპერთასი: 1997
რეალში თამაშისას:
ლა ლიგა: 2000/01, 2002/03
ესპანეთის სუპერთასი: 2001, 2003
ჩემპიონთა ლიგა: 2001/02
საკონტინენტთაშორისო თასი: 2002
ევროპის სუპერთასი: 2002
ინტერთან ერთად:
სკუდეტო: 2005/06, 2006/07
იტალიის თასი: 2005/06
იტალიის სუპერთასი: 2005, 2006
ინდივიდუალური ტიტულები:
ოქროს ბურთი: 2000
ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული: 2001
წლის საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი: 1995, 1996, 1997, 1998, 1999, 2000. dle 10.1

  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 8088
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

რეკლამა

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 რონალდუ 0
2 მესი 0
3 სუარესი 0
4 გრიზმანი 0

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 ტოტენჰემი 6 5 1 0 16
2 რეალი 6 4 1 1 13
3 დორტმუნდი 6 0 2 4 2
4 აპოელი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

უნდა დარჩეს თუ არა ბენზემა მადრიდის „რეალში?

დიახ
არა



მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2018 (219)
ივნისი 2018 (296)
მაისი 2018 (374)
აპრილი 2018 (359)
მარტი 2018 (445)
თებერვალი 2018 (371)