დევიდ ბექჰემი

ალბათ ცოტას თუ აქვს დევიდ ბექჰემის მსგავსი მოედნის ხედვა. ინგლისელი ფეხბურთელი მთელი შეხვედრის მანძილზე უამრავ პასს აკეთებდა, უმეტესობას შორ დისტანციაზე, თუმცა მისი არაზუსტი პასების რაოდენობა მაინც ძალიან მცირეა. სტატისტიკოსებს თუ დავუჯერებთ, ერთ მატჩში ბექჰემი საშუალოდ 3-4 არაზუსტ პასს აკეთებდა. რაც დიდებული შედეგია. დღეს ჩვენ სწორედ ინგლისის ნაკრების ყოფილ კაპიტანზე ვისაუბრებთ.


ალბათ ცოტას თუ აქვს დევიდ ბექჰემის მსგავსი მოედნის ხედვა. ინგლისელი ფეხბურთელი მთელი შეხვედრის მანძილზე უამრავ პასს აკეთებდა, უმეტესობას შორ დისტანციაზე, თუმცა მისი არაზუსტი პასების რაოდენობა მაინც ძალიან მცირეა. სტატისტიკოსებს თუ დავუჯერებთ, ერთ მატჩში ბექჰემი საშუალოდ 3-4 არაზუსტ პასს აკეთებდა. რაც დიდებული შედეგია. დღეს ჩვენ სწორედ ინგლისის ნაკრების ყოფილ კაპიტანზე ვისაუბრებთ.

დევიდი ლონდონში დაიბადა. მას 2 და ჰყავს. ბექჰემი მშვიდი ბავშვი იყო, სწავლა არ უყვარდა, თუმცა არც სხვებს უშლიდა ამაში ხელს. მისი ერთადერთი საფიქრალი ფეხბურთი იყო. გაკვეთილების შემდეგ კი სახლში მისვლას მეგობრებთან ერთად ბურთის გორება ერჩივნა. მალე კარგი თამაშით სახელი ისე გაითქვა, რომ მასზე უფროს ბიჭებსაც მიჰყავდათ ფეხბურთის სათამაშოდ. რამდენიმე თვეში ფეხბურთელის მამამ, ტედმა გადაწყვიტა დევიდის საფეხბურთო სკოლაში მიყვანა, რადგან მისი სპორტული ნიჭი არ დაკარგულიყო. მალე ბექჰემი მანჩესტერის აგენტებმაც აღმოაჩინეს და სერ ალექს ფერგიუსონის სურვილით, ის ოლდ ტრაფორდელებში ჩაირიცხა. ახალგაზრდულ გუნდებში ბექჰემი გამორჩეული გახლდათ. ინგლისელი ფეხბურთელი მრავალჯერ დააჯილდოვეს სხვადასხვა პრიზებით, რომელიც საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის იყო განკუთვნილი. 1992 წელს კი დევიდისთვის სანატრელი დღე დადგა. ის იუნაიტედის პირველ გუნდში გადაიყვანეს.

სანამ მისი კარიერის პერიპეტიებს მიმოვიხილავდეთ, ფეხბურთელის დოსიეს გაეცანით:

სრული სახელი და გვარი: დევიდ რობერტ ჯოზეფ ბექჰემი

დაბადების თარიღი: 1975 წლის 2 მაისი

პოზიცია: მარჯვენა ნახევარმცველი:

კარიერა: 1992-2003 მანჩესტერ იუნაიტედი 394 (81)

1995 პრესტონი(არენდა) 5 (2)

2003-2007 რეალი 153 (19)

2007- ლოს ანჯელესი 19 (6)

ეროვნული ნაკრები: 1994-1996 ინგლისი(21-წლამდ.) 9 (0)

1996- ინგლისი 100 (17)

დევიდი დებიუტი მანჩესტერში 1992 წელს შედგა, მან გოლის გატანაც მოახერხა, ინგლისის თასის 1/4-ფინალში. ხოლო ფინალში კრისტალ პალასი წინააღდმეგ მოედანზე ერთერთი გამორჩეული გახლდათ. ბექჰემი უკვე მანჩესტერის ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად იბრძოდა, როცა ალექს ფერგიუსონმა ერთი შეხედვით მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ბექჰემი პრესტონში გაუშვა, არენდით. “მაშინ ამ გადაწყვეტილებას უკმაყოფილო გრძნობით შევხვდი. ახლა კი არაფერს ვნანობ. მე საშუალება მომეცა პრესტონში მეთამაშა. ამ გუნდის ფანები ყოველთვის დიდ პატივს მცემდნენ და მეც ისეთივე გრძნობით ვუპასუხე. პრესტონში გატარებულმა ერთმა თვემ ძალიან დიდი სამსახური გამიწია,” - ეს დევიდის სიტყვები გახლდათ, რომელმაც პრესტონში ერთი თვე დაჰყო და 2 გოლის გატანა მოახერხა. იჯარის გასვლის შემდეგ კი ფეხბურთელი მანჩესტერში დაბრუნდა, სადაც ფერგიუსონმა ერთი სეზონი აცალა და მეორე წელს უმალ ძირითადში უკრა თავი. დევიდმა გოლების გატანაც დაიწყო. მან ინგლისის თასზე გამოიჩინა თავი. პრემეირლიგაში კი სადებიუტო გოლი ასტონ ვილას გაუტანა. პირველივე სეზონში 7 გოლი, ახალბედასთვის კარგი შედეგი გახლდათ. თანაც დევიდი იმხანად ძირითადად შეცვლებზე ასპარეზობდა.


დროებით სანაკრებო კარიერაზეც გადავინაცვლოდ. დევიდი ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში ასპარეზობდა, სადაც 9 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. 1996 წლის 1 სექტმბერს კი მისი დებიუტი უკვე ეროვნულ გუნდში შედგა, მოლდოვის ნაკრების წინააღდმეგ. თუმცა მანამდე ინგლისელმა ფეხბურთელმა კიდევ ერთი შედევრი აჩუქა საფეხბურთო სამყაროს. 1996 წლის 17 სექტემებრს, პრემიერლიგის პირველივე ტურში დევიდმა უიმბლდონს ბურთი მოედნის ცენტრიდან გაუტანა. “მეტოქის მეკარე, ნილ სალივანი წინ იყო გამოსული. ვარჯიშებზე ასეთ დარტყმებს ყოველთვის ვაქცევდი ყურადღებას. ამიტომ მეც ავდექი და ცენტრიდან დავარტყი. რომც არ გამეტანა, ფერგიუსონი მაინც არ გამიბრაზდებოდა, რადგან ყოველთვის მეუბნებოდა, გამბედაობა გამოიჩინე და როცა თვლი, რომ გოლის გატანა შეგიძლია, კარში დაარტყიო. მეც დავარტყი და გოლიც გავიტანე. ჩემს კარიერაში ერთერთი ყველაზე ლამაზი ნამდვილად იქნებოდა.” - დევიდი თავის გოლს ასე იხსენებს.

1997 წლიდან კი ბექზი მანჩესტერში უკვე 7-ნომრიანი მაისურით ასპარეზობს. რადგან მაშინ გუნდი ერიკ კანტონამ დატოვა, რომელიც სწორედ ამ ნომრით თამაშობდა. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, 1996 წელს დევიდი ინგლისის ნაკრებთან ერთად, თბილისში იყო ჩამოსული. ბევრმა არ იცის, რომ მისი და ვიქტორია ადამსის სიყვარული სწორედ საქართველოს დედაქალაქიდან დაიწყო. ბექჰემი თავის მეგობართან, გარი ნევილთან ერთად, თბილისის ერთერთ სასტუმროში მოკალათებულიყო, როცა ტელევიზორში სპაის გერლსის სიმღერამ გაიჟღერა. ფეხბურთელმაც თავისი სიმპათიები ნევილს გაანდო და უთხრა, რომ ვიქტორია მოსწონდა და სამშობლოში მას უფრო ახლოს გაიცნობდა. ინგლისში დაბრუნების შემდეგ კი დევიდმა “გეგმა ბე” აამუშავა და გარდა იმისა, რომ ადამსი უფრო ახლოს გაიცნო, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მანჩესტერის მორიგ თამაშზე დაპატიჟა. მათი სიყვარულიც დაიწყო. ყოველ გატანილ გოლს დევიდი მის შეყვარებულს უძღვნიდა. ამ ამბავმა მალე ჟურნალისტების ყურამდეც მიაღწია და წყვილის პოპულარობა თანდათან უფრო გაიზარდა.


ამასობაში დევიდი მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრა, სადაც უდიდესი იმედგაცრუებით დაბრუნდა. მართალია მან გოლი გაიტანა, კოლუმბიის ნაკრების წინააღდმეგ, თუმცა არგენტინასთან გადამწყვეტ შეხვედრაში დიეგო სიმეონეს პროვოკაციას აჰყვა და მოედნიდან გააძევეს. ამის შემდეგ დაიწყო მისი კრიტიკა. “როდესაც ფეხბურთის თამაშს ვიწყებდი, მწვრთნელები სულ მეუბნებოდნენ, რომ პროვოკაციას არ ავყოლოდი და პირადი უთანხმოება თამაშის მერე მომეგვარებინა. სამწუხაროდ, მე ამას ვერ ვახერხებდი. არგენტინის ნაკრების წინააღმდეგაც ასე მოხდა. სიმეონეს პროვოკაციას ავყევი და გამეძევეს კიდეც. მაშინ უბრალოდ გაოგნებული ვიყავი არგენტინელების ქმედებით. თითქმის მთელი გუნდი ჩემზე მიანიშნებდა და ჩემს გაძევებას ითხოვდა. თქვენ წარმოიდგინეთ, არც ინგლისელმა ფანებმა დამინდეს. ეს ჩემთვის ყველაზე ცუდი რამ იყო. არაფრის სურვილი მქონდა. ვიქტორიას სახეც თვალწინ წარმომიდგა. მე მაშინ ბევრი ვინმე დავაღალატე, თუმცა შეცდომების გამოსწორება მისი დაშვების შემდეგ შეიძლება და არა მანამდე.” 1998-1999 სეზონის ბოლოს ბექჰემის მიმართ სამდურავი უკვე არავის ჰქონდა. რადგან ინგლისელმა კარგი თამაშით მანჩესტერს დიდი სამსახური გაუწია და ერთდროულად სამ ტიტუსლაც დაეუფლა. მათ შორის ჩემპიონთა ლიგას, რომლის საოცარი ფინალი ბაიერნის წინაღდმეგ, დღესაც სალაპარაკო თემაა საფეხბურთო გურმანებს შორის და სასიამოვნო მოსაგონარი მანჩესტერის ფანებისთვის.

1999 წელს კი დევიდს პირველი ბიჭიც შეეძინა, რომელსაც ბრუკლინი დაარქვეს. იმავე წელს დევიდს სულ ცოტა დააკლდა მსოფლიოს საუკეთესო ფებხურთელი გამხდარიყო, ამ ნომიანციაში ის მეორე ადგილზე გავიდა. ისევე როგორც ფრანს ფუტბოლის გამოკითხვაში, ოქროს ბურთის მოსაპოვებლად. 1999-2000 წლების სეზონი ბექჰემის წარმატებული გახლდათ. რასაც მის კლუბზე ვერ ვიტყვით, - მანჩესტერი ჩემპიონთა ლიგას ნაადრევად დაემშვიდობა. მადრიდის რეალთან შეხვედრაში ბექჰემმა საოცარი გოლი გაიტანა. მან გზად 4 ფეხბურთელი მოატყუა და იკერ კასილასი ხახამშრალი დატოვა. მიუხედავად ამისა, ეს საკმარისი არ გამოდგა. ინგლისურმა გუნდმა 2-3 წააგო. მომდევნო სეზონში დევიდი პრემირლიგას დაეუფლა.

2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებმა სრული კრახი განიცადა. ალბიონელები ჯგუფში ჩარჩნენ. 2000-2001 წლებში დევიდი ინგლისის ჩემპიონი გახდა. თუმცა იმ სეზონში მისთვის ერთი სანაკრებო მატჩი ნამდვილად დაუვიწყარია. საქმე იმაშია, რომ მსოფლიოს შესარჩევში ინგლისი საბრძნეთს ხვდებოდა, და ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში ანგარიშით 1-2 მარცხდებოდა, მაშინ როდესაც ბრიტანელებს მუნდიალზე გასასვლელად ფრეც ჰყოფნიდათ. 92-ე წუთზე ბერძენთა კარში საჯარიმო დაინიშნა. ბურთთან კაპიტანი დევიდ ბექჰემი მივიდა და შესანიშნავი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. ეს ერთგვარი პასუხი გახლდათ ინგლისელი ფანებისთვის, რომლებსაც 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს ბექჰემის არგენტინასთან გაძევება ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დავიწყებული. მუნდიალზე ინგლისის ნაკრებმა კარგად იასპარეზა, თუმცა 1/4-ფინალში ბრაზილიასთან დამარცხდა. მანამდე არგენტინასთან მატჩში ბექჰემმა გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი გაიტანა. შეხვედრის დაწყებამდე კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ფაქტი მოხდა, - დიეგო სიმეონემ ბექჰემს ხელი ჩამოართვა. ამ სურათმა მეორე დღეს მთელი მსოფლიო მოიარა.

ბექჰემის ბოლო მანჩესტერული სეზონი სკანდალურად დაიწყო. ინგლისელს ფერგიუსონმა გასახდელში არც მეტი არც ნაკლები ბუცი ესროლა და წარბი გაუხეთქა. ბექჰემმა მწვრთნელისაკენ გაიწია კიდეც, თუმცა თანაგუნდელებმა შეაჩერეს. ამის შემდეგ ინგლისის ნაკრების კაპიტანი თავიდან ყრუ რეზერვში იყო. შემდეგ კი მანჩესტერსაც გაუჭრიდა და ფერგიუსონსაც სხვა გზა არ ჰქონდა, - ბექჰემი მთავარ გუნდში დააბრუნა. დევიდის “გედის სიმღერად” ალსიფერ ეშმაკებში რეალთან თამაშია მიჩნეული. მაშინ ინგლისური გუნდი რონალდოს გენიალური თამაშის წყალობით ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, რეალთან, ოლდ ტრაფორდზე 2-3-ს აგებდა. ბექჰემი მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა და ათიოდე წუთში იკერ კასილასს გენიალური საჯარიმო გაუტანა. შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი თავი ისევ გამოიჩინა და ანგარიში 4-3 გახადა. ზაფხულში დევიდმა უკვე მკვეთრად დააფიქსირა თავისი შეხედულება, - მანჩესტერიდან წასლის დრო მოსულიყო.

2003 წელს 1 ივლისს ბექჰემი მადრიდის რეალში გადავიდა. ინგლისელის ტრანსფერმა ზაფხულის სხვა მნიშნელოვანი საფეხბურთო მოვლენები მკვეთრად დაჩრდილა. ბექჰემმა სადებიუტო გოლი პირველივე მატჩში გაიტანა, ბეტისის წინააღმდეგ. ასევე მის ანგრაიშზეა გოლი ესპანეთის სუპერთასზე. ბექჰემმა პირველი სეზონი დამაჯერებალდ ჩაატარა, თუმცა მისმა გუნდმა სეზონის დასვით ნაწილში აურია და საბოლოო ჯამში პრიმერაში მეოთხე ადგილზე გავიდა. ჩემპიონთა ლიგას კი 1/4-ფინალიდან დაემშვიდობა. ევრო 2004-ზე ბექჰემმა 2 პენალტი გააფუჭა. ერთი საფრანგეთთან, ერთიც პორტუგალიასთან. მიუხედავად ამისა ინგლისელ ფანებს მისი მისამართით სასაყვედურო არც ამჯერად ჰქონიათ. რადგან სხვა შეხვედრებში დევიდმა გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 2006 წელს ბექჰემმა მსოფლიო ჩემპიონატზე დიდებულად იასპარეზა და ინგლისის ნაკრები მარტომ გაიყვანა 1/4-ფინალში. ჯერ პარაგვაისთან გაიტანა, შემდეგ ტრინიდადნთან 2 საგოლე პასი გაკეთა. 1/8-ფინალში კი ეკვადორს დიდებული ჯარიმა გაუტანა. შემდეგ მატჩში პორტუგალიასთან დევიდმა ტრავმა მიიღო და შეხვედრის ნაადრევად დასრულება მოუწია, ისევე როგორც მის გუნდს გათამაშების.


ბექჰემის ოჯახსაც დავუბდუნდეთ. მას 3 შვილი ჰყავს. რომეო 2002 წელს დაიბადა. კრუზი კი 2005 წელს. მიუხედავად ასეთი ოჯახისა, ბექჰემს ათასგავრი ჭორი მოუგონეს, რამაც ინგლისელი ფეხბურთელის რეპუტაცია მკვეთრად შელახა. თავად დევიდს მოვუსმინოით: “დაუჯერებელია, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა ამდენი ჭორი მოიფიქროს. ჩემს თავზე რა არ წამიკითხავს. ზოგჯერ ჩემს სექსუალურ ორიენტაციასც საეჭვოდ ეხებოდნენ, ზოგჯერ ცოლის ღალატშიც მდებდნენ ბრალს. ეს მხოლოდ სიბინძურეა და მეტი არაფერი. ჟურნალისტებს სურთ ამით ახალი სკანდალი გამოაცხონ და ფული ჩაიჯიბონ. ამ მესმის როგორ შეიძლება ადამიანი აქამდე დავიდეს. ამით მე კი არა, თავის თავს აყენებენ შეურაწყობას. სწორედ ჟურნალისტების ბრალია, რომ ბევრს ფეხბურთელი კი არა, მსახიობი ვგონივარ. სარეკლამო კომპანიებთან კონტრაქტები უამრავ ფეხბურთელს აკავშირებს, თუმცა მაინცდამაინც მე ვარ განტევების ვაცი.”

2006-2007 წლების სეზონი ბექჰემისთვის ცუდად დაიწყო. გარდა იმისა, რეალის ახალმა თავკაცმა ფაბიო კაპელომ აითვალწუნა, ნაკრებშიც აღარ იძახებდნენ. მიუხედავად ამისა, ბექჰემმა პროფესიონალიზმი კიდევ ერთხელ გამოავლინა და დაბრუნდა, თანაც როგორ… სოსიედადთან მატჩში, ბექჰემმა დიდებული ჯარიმა გაიტანა და კაპელოს დაუმტკიცა, რომ გუნდიდან გასაშვები ფეხბურთელი არ იყო. მანამდე დევიდს სევილიასთვის ჰქონდა ასეთივე სტილის გოლი გატანილი. იანვარში ბექჰმმა ლოს ანჯლესთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. დევიდი ამ ფაქტს ასე იხსენებს: “გალაქსისთან კონტრაქტს ხელი ნაჩქარევად მოვაწერე. კარიერის დასრულება რეალში მინდოდა. თუმცა ფაბიო კაპელომ მითხრა, რომ ჩემი ადგილი მის გუნდში არ იყო და მეც იძულებული ვიყავი გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მიმეღო. კაპელომ შემდეგ კი მითხრა, რომ შეცდა და ჩემი დაბრუნებაც მოინდომა, თუმცა უკვე გვიანი იყო.”


ბექჰემმა სეზონის ბოლომდე რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემებით ბლომად არიგა. მოკლედ, რეალის ჩემპიონობაში ლომის წვლილი შეიტანა. მაისში ნაკრებშიც დაბრუნდა. სამწუხაროდ, დევიდს ევროპის ჩემპიონატზე წასვლა არ მოუწია, რადგან ინგლისის ნაკრებმა ავსტრია-შვეიცარიის საგზური ვერ მოიპოვა. ბოლო მატჩში კი ბერნაბეუზე, მალიორკას წინააღმდეგ, ბექჰემს ფანები დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ და გაწეული სამუსაოსთვის ერთგვარი მადლობაც გადაუხადეს.

ახლა დევიდი ლოს ანჯელესში ასპარეზობს და ამ გუნდის კაპიტანიცაა. ბექჰემს “ძველი ხელობა” არც აქ დავიწყებია და ჯარიმებიც ხშირად გააქვს. ამას დაუმტეთ 63 მეტრიდან გატანილი გოლი, დუბლი და ძალიან მნიშვნელოვანი საგოლე პასები.


შეჯამების სახით შეიძლება ვთქვათ, რომ ბექჰემმა მსოფლიო ფეხბურთში თავისი კვალი დატოვა. ის ყველას დაამახსოვრდება ლამაზი საჯარიმოებით, გენიალური პასებით, შრომისმოყვარეობით და რაც მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანი გოლებით… dle 10.1

  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 10007
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

რეკლამა

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 რონალდუ 0
2 მესი 0
3 სუარესი 0
4 გრიზმანი 0

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 ტოტენჰემი 6 5 1 0 16
2 რეალი 6 4 1 1 13
3 დორტმუნდი 6 0 2 4 2
4 აპოელი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

უნდა დარჩეს თუ არა ბენზემა მადრიდის „რეალში?

დიახ
არა



მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2018 (219)
ივნისი 2018 (296)
მაისი 2018 (374)
აპრილი 2018 (359)
მარტი 2018 (445)
თებერვალი 2018 (371)