!!!1999-2003 სტივ მაკმანამანი!!!

სრული სახელი და გვარი: სტივ მაკმანამანი
დაბადების თარიღი: 1972 წლის 11 თებერვალი
დაბადების ადგილი: ლივერპული, ინგლისი
სიმაღლე: 183 სმ.
სათამაშო პოზიცია: ნახევამრცველი
ახალგარზდული კლუბები: ლივერპული
კარიერა: 1989-1999 ლივერპული 364(66)
1999-2003 რეალი 101(14)
2003-2005 მანჩესტერ სიტი 44(0)


!!!1999-2003 სტივ მაკმანამანი!!!

სრული სახელი და გვარი: სტივ მაკმანამანი
დაბადების თარიღი: 1972 წლის 11 თებერვალი
დაბადების ადგილი: ლივერპული, ინგლისი
სიმაღლე: 183 სმ.
სათამაშო პოზიცია: ნახევამრცველი
ახალგარზდული კლუბები: ლივერპული
კარიერა: 1989-1999 ლივერპული 364(66)
1999-2003 რეალი 101(14)
2003-2005 მანჩესტერ სიტი 44(0)

ეროვნული ნაკრები: ინგლისის 21-წლამდელთა 7(1)
1994-2001 ინგლისის ეროვნული ნაკრები 47(6)



--------------------------------------საკლუბო კარიერა----------------------------------------------
1990 წლის 19 თებრვალს სტივ მაკმანამანმა თავისი პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა ლივერპულთან. 8 დღით ადრე ის გახდა 17 წლის. მაკმანამანმა კენი დალგლიშის
მწვრთნელობის ქვეშ დაიწყო ვარჯიში.
1990 წლის 15 დეკემბერს შედგა მაკას(მაკმანამანის ზედმეტსახელია) დებიუტი ლივერპულის
რიგებში, შეფილდ იუნაიტედის წინააღდეგ. ლივერპულმა 2-0 მოიგო. რაც შეეხება პირველ გოლს, სტივმა ის გაიტანა 1991 წლის 21 აგვისტოს, მანჩესტერ სიტისთან მატჩში. მაკმანამანი
75-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და გარდა იმისა, რომ გოლი გაიტანა, 82 წუთზე პენალტიც მოი-
პოვა, რომელიც დინ სანდერსმა გააფუჭა.
1991-1992 წ.წ. ლივერპულის ლიდერებს სათავეში იან რაში ჩაუდგა, რომელიც გოლს გოლზე
იტანდა. მიუხედავად პატარა ასაკისა და სახელოვანი თანაგუნდელებისა, მაკმანამანი მაინც არ დაიკარგა. 1992 წლის ინგლისის ლიგის თასის ფინალში მაკმანამანმა ფენომენალური გადაცემა
გაუკეთა მაიკლ ტომასს, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია. სტივი ძირითადს თანდათ-
ან უშინაურდებოდა. მაყურებლები მასში ამომავალ ვარსკვლავს ხედავდნენ. თამაშის მანერით
მაკმანამანს რაიან გიგზს ადარებენ. 1995 წელს სწორედ ეს 2 ფეხბურთელი დაუპირისპირდა ერთმანეთს ინგლისის ლიგის თასის 1/2-ფინალში. ხოლო ფინალში, რომელშიც ლივერპულმა 2-1 დაამარცხა ბოლტონი, მაკმანამანის ანგარიშზე დუბლია.
1997 წელს მაკმანამანით ბევრი სახელოვანი გუნდი გამოთქვამდა დაინტერესებას. მათ შორის
, ბარსელონა და იუვენტუსი. მაკმანამანის სატრანსფერო ფასი 12.5 მილიონ დოლარს შეადგენდა. ბარსელონა ძალიან ახლოს იყო გადაებირებინა სტივი, თუმცა საბოლოოდ ინგლისელმა ნახევამრცველმა მშობლიურ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა. არც უნანია, ის ლივერ-
პულის ლიდერი გახდა. თანაც შემტევი ნახევარმცველის პირობაზე საკმაოდ შედეგიანად ირჯებოდა. ერთერთი მატჩის შემდეგ, მიდლსბროს იმჟამინდელმა თავკაცმა, ბრაიან რობსონმა
თქვა: “პრემიერლიგაში ყველამ იცის, რომ თუ გააჩერებ მაკმანამანს, მაშინ გააჩერებ ლივერპულს.”
იყო დრო, როცა მაკმანამანი რობი ფაულერთან ერთად ლივერპულს წინ მიუძღოდა. უეფას
თასზე, სელტიკთან მატჩში, მაკმანამანმა, რომელსაც ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა, საოცარი დრიბლინგი შეასრულა. მან ირბინა 75 მეტრი, გზად სელტიკის 6(!!!) ფეხბურთელს აუ-
არა გვერდი და საჯარიმოს გარედან მოჭრილი დარტყმით საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა.
საკუთარი თამაშით, მაკმანამანი აღიარეს ლივერპულის ლეგენდად და შეიყვანეს ე.წ. “100 მო-
თამაშე, ვინაც ენფილდი დაშოკა” სიაში. ამ სიაში შეყვანილია ლივერპულის ყველა დროის ლეგენდები. მაკმანამანი კი ამ სიაში 22-ე ადგილზე იმყოფება.


---------------------------------მადრიდის რეალი----------------------------------------------

1999 წლის 1 ივლისს, რეალის პრეზიდენტმა, ლორენსო სანსმა, სტივ მაკმანამანი რეალში გადმოიყვანა. მაშინ მადრიდულ გრანდს გუუს ჰიდინკი წვრთნიდა. სტივი გახდა მეორე ინგლისელი ფეხბურთელი, ლოური კანინგემის შემდეგ, რომელმაც რეალის მაისური მოირგო.
მაკმანამანის დებიუტი რეალის შემადგენლობაში შედგა, 1999 წლის 22 აგვისტოს, მალიორკას
წინააღმდეგ. ერთი კვირის შემდეგ, 29 სექტემბერს კი სტივმა პირველი გოლიც გაიტანა, ნუმანსიასთან 4-1 მოგებულ შეხევდრაში.
მაკმანამანი სრულად გაიხსნა, მაშინ, როცა კლუბში მოვიდა ვისენტე დელ ბოსკე. 2000 წლის
ჩემპიონთა ლიგის ფინალში, პარიზში, ვალენსიას წინააღმდეგ, ინგლისელმა ფეხბურთელმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა. მან რობერტო კარლოსის აუტიდან ჩაწოდებულ ბურთს შეუჩერებლივ დაარტყა და ვალენსიას კარში მეორე გოლი გოლი გაიტანა. რეალმა იმ წელს
ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სტივი კი გახდა პირველი ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც ეს ტიტული არაინგლისური კლუბის შემადგენლობაში მოიგო.
2000 წელს რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გახდა და დაიწყო ე.წ. “გალაქტიკოსის
ერა”. 2 წელიწადში ლუიშ ფიგუ და ზინედინ ზიდანი, მაშინ მსოფლიოს 2 საუკეთესო ფეხბურთელი. ასტრონიომიული თანხები... მაკმანამანი სახელოვანი თანაგუნდელების გვერდით
დაიკარგა კიდეც. დელ ბოსკე მას ძველებურად აღარ ენდობოდა. ან როგორ შეეძლო დელ ბოსკეს ინგლისელს ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაპირებოდა. გუნდში მის პოზიციაზე
ხომ ფიგუ და ზიდანი ირჯებოდნენ. სტივი თავის შანსს ელოდა. ერთი ხანობა გუნდის დატოვებაზეც ფიქრობდა, მაგრამ კლუბში მისმა უახლოესმა მეგობარმა, ლუიშ ფიგუმ ეს გადაწყვეტილება გადააფიქრებინა. შანსი მაკმანამანს ოვიედოსთან მატჩში მისცეს, 2001-02 წ.წ.
სეზონში. ინგლისელმაც თავის მადრიდულ კარიერაში საუკეთესო გოლი გაიტანა. მისი გოლი დაასახელეს 2001 წლის საუკეთესო გოლად. კუთხურის ხაზთან ახლოს რობერტო კარლოსმა
ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა და მაკმანამანმა ბურთი მიიღო, ახტა და ბურთი ჰაერიდან გადაგზავნა ოვიედოს კარში. სტივმა თამაში დაიწყო, ძირითადსაც გაუშინაურდა. თუმცა 2001/02
წელი რეალისთვის ძალიან ცუდად დამთავრდა. მართალია კლუბმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თუმცა... რეალის დაბადების დღის 100-წლისთავზე სამეფო კლუბმა სამეფო თასის ფინალში წააგო დეპორტივოსთან, 1-2, თანაც სანტიაგო ბერნაბეუზე. მატჩში რამდენიმე “გალაქტიკოსიც”
იღებდა მონაწილეობას. სწორედ, მაშინ გააკრიტიკეს პერესი და მისი სატრანსფერო პოლიტიკა.
ზიდანს ხალხი უსტვენდა, თუმცა ფრანგმა გენიოსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში საოცარი გოლი გაიტანა და კრიტიკოსებიც დაადუმა. რაც შეეხება სტივს, მან 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფიგუ შეცვალა.
2002 წელს, როცა მაკმანამანს რეალიდან წასვლის სერიოზული საფრთხე დაემუქრა, ფლორე-
ნტინო პერესმა თქვა: “მაკმანამანი არის ადამიანი, რომლის ადგილი კლუბში მუდამ იქნება”.
ესპანური პრესა მუდამ აღნიშნავდა, რომ მაკმანამანი და კიდევ ზოგიერთი სხვა ფებურთელი
“გალაქტიკოსის მსხვერპლი” შეიქმნა, რასაც ძნელია არ დაეთანხმო. ზოგჯერ ხსენებული ფეხბურთელები ფორმის პიკს აღწევდნენ, თუმცა სახელოვანი თანაგუნდელების გამო, ძირითად-
ში მაინც ვერ თამაშობდნენ. ასე დაემართა სტივსაც, რომელმაც თავისი მადრიდული კარიერა
დაწვრილებით აღწერა ავტობიოგრაფიულ წიგნში “რეალის დისნეიფიკაცია”(ვალტ დისნეის მიხედვით წოდებული ეს სათაური ბევრ რამეს უნდა ეუბნებოდეს რეალის ფანებს). წიგნი 2004
წელს გამოვიდა და საკმაოდ დიდი ტირაჟით გაიყიდა ინგლისში და მის ფარგლებს გარეთაც.
2000 წელს, ჟურნალმა “ფორბსმა” გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელებ-
ის სია, რომელშიც მაკმანამანი მე-6 ადგილზე იყო. სეზონში მისი ხელფასი შეადგენდა 15 მილიონ ევროს ანუ 10 250 000 დოლარს.
2003 წელს მაკმანამანი მანჩესტერ სიტიში გადავიდა, სადაც 2 წელი იასპარეზა და კარიერაც
დაასრულა. სხვათა შორის, 2003 წელს რეალიდან ფეხბურთელების ინგლისში მიგრაცია სწორედ სტივის სიტიში გადასვლით დაიწო. მას მოჰყვა კლოდ მაკელელე(ჩელსიში) და ფერნან-
დო იერო(ჯერ ყატარში და შემდეგ ბოლტონში). მოგვიანებით კი მათ რიგებს ფერნანდო მორიენტესიც შეემატა.

------------------------------------სანაკრებო კარიერა-----------------------------------------------------

1993 წლის თებერვალში მაკმანამანმა ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატა-
რა და გოლიც გაიტანა, სამ მარინოსთან 6-0 მოგებულ შეხვედრაში. 1994 წლის 16 ნოემბერს კი
შედგა მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში, ნიგერიასთან მატჩში. მაკმანამანმა ჩაანაცვლა ნიუკასლის მცველი რობერტ ლი. პირველი სანაკრებო გოლი კი სტივმა 1999 წელს გაიტანა,
უემბლიზე, ლუქსემბურგთან 6-0 მოგებულ შეხვედრაში.
1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე კი, პელემ, რომელსაც ბი-ბი-სის კომენტატორის სტატუსით
ჩემპიონატის მატჩები მიჰყავდა, მაკმანამანი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
ევრო 2000-ზე კი პორტუგალიის წინააღმდეგ, მაკმანამანმა გაიტანა თავისი ბოლო გოლი ნაკრების რიგებში.
ახალი მწვრთნელი სვენ გორან ერიქსონი კი მას უკვე აღარ ენდობოდა. ნაკრებში უკანასკნელ-
ად სტივმა 2001 წელს ითამაშა.


----------------------------------------პირადი ცხოვრება----------------------------------------
მაკმანამანი დაქორწინებულია თავის დიდი ხნის გერლ-ფრენდზე, ვიქტორია ედვარდსზე.
მათი ქორწილი გაიმართა 2002 წლის 6 ივნისს მალიორკაში, პალმა კათედრალში. ახლა სტივსა
და ვიქტორიას ჰყავთ ერთი ქალიშვილი, სახელად ელა.


-----------------------------------ახლანდელი ცხოვრება-----------------------------------
2005 წლის 20 მაისს მაკმანამანმა თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა. მაკმანამანი ასევე იღებდა
მონაწილეობას საფეხბურთო ტრილოგიების “გოლი” და “გოლი 2” გადაღებაში. მოვუსმინოთ
თავად სტივს: “როდესაც მეორე ნაწილს ვიღებდით ანუ იმ ფილმს, სადაც მთავარი გმირი რეა-
ლში გადადის, დახმარება შემომთავაზეს. მეც დავთანხმდი. დავეხმარე რეჟისორებს ქორეოგრაფ-
იაში. გასახდელი ოთახი ისე მოვაწყვე, როგორც ჩემს დროს იყო ხოლმე. შეიძლება ითქვას, რომ ფილმის დირექტორმა, ჯეიმი კოლენტ სერამ, კამერის როლი დამაკისრა. გადაღებისას თუ რამე ექსცეზს შევნიშნავდი, მაშინვე უნდა აღმომეფხვრა. 2007 წლიდან მაკმანამანი ამ ფილმის პროდიუსერი გახდა.
2005-2006 წ.წ. მაკმანამანი მუშაობდა კომენტატორად სხვადასხვა ტელე-კომპანიებში. მიჰყავდა
ჩემპიონთა ლიგის მატჩები იტვ-სა ესპნ-ს ეთერში.
2006 წლის დეკემბერში ერთერთმა ჩინურმა გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ეწერა, რომ
მაკმანამანი ფეხბურთში ბრუნდება და ითამაშებს ჰონგ-კონგის “რეინჯერსის” შემადგენლობაში.
მოგვიანებით, მაკმანამანმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მას აწუხებს კოჭის ქრონიკუ-
ლი ტრავმა და ამიტომ ვერასდროს დაუბრუნდება ფეხბურთს მოთამაშის რანგში. აი მისი სიტყვებიც იმ პრესკონფერენციიდან: “რამდენიმე თვის წინ ვითამაშე ლივერპულის ვეტერანებისაგან დაკომპლექტებულ გუნდში, სადაც სელტიკს შევხვდით. მართლაც, ამ მატჩის-
განი დიდი სიამოვნება მივიღე. მომავალში მივიღებ მატჩებში მონაწილეობას, მაგრამ არა მოთამაშის რანგში. თამაშისთვის ვარჯიშია საჭირო. მე კი ამდენი უკვე აღარ შემიძლია. საერ-
თოდ, ახლა მივხვდი, რომ მოთამაშეობას გულშემატკივრობა სჯობია. ფეხბურთით ვცხოვრობდი
17 წლის ასაკიდან. ახლა კი უკვე ოჯახსაც უნდა დავუთმო ყურადღება. მთელ დროს ჩემს ცოლ-შვილთან დავხარჯავ”.
2007 წლის ივლისში მაკმანამანი გახდა ჰონგ-კონგური კომპანიის “გრანდტოპ ინტერნეიშენელ
ჰოლდინგის” დირექტორი. სურდა, მაგრამ არ შეიძინა საფეხბურთო კლუბი ბირმინგემ სიტი. სა-
მაგიეროდ, “სეტანტა სპორტმა” მიიწვია ანალიტიკოსად და ახლა სტივი პრემიერლიგის ყოველი ტურის მატჩებს აჯამებს.




-----------------------------------------------------ტიტულები----------------------------------------------------
ინგლისის თასი: 1992
ინგლისის ლიგის თასი: 1995(ფინალის საუკეთესო მოთამაშე)
ჩემპიონთა ლიგა: 2000, 2002
ლა ლიგა: 2001, 2003
უეფას სუპერთასი: 2002


-----------------------------------------სტატისტიკა----------------------------------------------------

ლივერპულის(1989-1999) შემადგენლობაში:
სულ---364 მატჩი(16 შეცვლაზე) - 66 გოლი - 134 საგოლე პასი

რეალის(1999-2003) შემადგენლობაში:
სულ-----101 მატჩი(51 შეცვლაზე) - 14 გოლი - 33 საგოლე პასი

მანჩესტერ სიტის(2003-2005) შემადგენლობაში:
სულ----44 მატჩი(14 შეცვლაზე) - 0 გოლი - 7 საგოლე პასი dle 10.1

  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 8975
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

რეკლამა

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 რონალდუ 0
2 მესი 0
3 სუარესი 0
4 გრიზმანი 0

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 ტოტენჰემი 6 5 1 0 16
2 რეალი 6 4 1 1 13
3 დორტმუნდი 6 0 2 4 2
4 აპოელი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

უნდა დარჩეს თუ არა ბენზემა მადრიდის „რეალში?

დიახ
არა



მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2018 (219)
ივნისი 2018 (296)
მაისი 2018 (374)
აპრილი 2018 (359)
მარტი 2018 (445)
თებერვალი 2018 (371)