ფლორენტინო პერესი: "ოზილი მსოფლიოში საუკეთესო გახდება"

ხედირა გინდა, ოზილი თუ ამჟამად უკვე "Hochtief"–ი: ფლორენტინო პერესს არ აშინებს რამენაირი ინვესტიციის ჩადება იმისთვის, რომ იყოს ნომერ პირველი. "Welt am Sonntag"–თან ინტერვიუში პერესმა ისაუბრა იმაზე, თუ რატომ სურს უმსხვილესი გერმანული სამშენებლო კონცერნის შეძენა.


ის მიეკუთვნება ყველაზე ჯიუტ და წარმატებულ ბიზნესმენთა რიცხვს ევროპის მასშტაბით, მან თუ მიზნად რამე დაისახა, მას აუცილებლად აასრულებ: ფლორენტინო პერესი–"მადრიდის რეალის" პრეზიდენტი,ამავდროულად კი, როგორც მოგეხსენებათ, არის უმსხვილესი ესპანური სამშენებლო კომპანიის ACS–ს ხელმძღვანელი. კომპანიის მენეჯმენტისა და გერმანელი თანამშრომლების პროტესტის მიუხედავად, ამჟამად პერესმა მიზნად დაისახა იყიდოს გერმანული სამშენებლო კონცერნ Hochtief AG–ის საკონტროლო პაკეტი. ამდრომდე "მადრიდის რეალის" პრეზიდენტი საკუთარ სურვილს საიდუმლოდ ინახავდა. არსად, არც გერმანულ, ესპანურ და ინგლისურ ჟურნალ–გაზეთებისთვის მიცემულ ინტერვიუში მას ამის შესახებ არ უსაუბრია.

პარასკევს მან გამონაკლისი დაუშვა "Welt am Sonntag"–სთვის: მან საკუთარი თავი მთელი ორი საათის მანძილზე დაუთმო რეპორტიორებს, კერძოდ კი იორგ აიჰენდორფს, უტე მიულერს და ჰაგენ ზაიდელს.


- თქვენ იყიდეთ სამი ხედირა და მესუთ ოზილი, ამჟამად კი ცდილობთ ხელში ჩაიგდოთ ჩვენი სამშენებლო ბიზნესის ნამდვილი მარგალიტი–Hochtief–ი, მაინც რა მოგეწონათ ჩვენში , გერმანელებში?

- პირადა მე , გერმანელებში მომწონს ყველაფერი. . ესაა ერი, რომელიც საკუთარ საქმეს უბადლოდ ასრულებს. მე ვიცი, თუ რას ვამბობ. ვინაიდან მე ჩემს შვებულების უმეტეს ნაწილს მალიორკაზე ვატარებ, ხოლო ეს კუნძული კი თითქმის მთლიანად გერმანელების ხელშია, შესაბამისად მე ბევრი გერმანელი მეგობარი მყავს.

- აუცილებელია თუ არა, რომ ყოველთვის მილიონერი ფეხბურთელების და მილიარდიანი კომპანიის ყიდვა წარმატების მისაღწევად?

– ხედირა და ოზილი–შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, რომლებიც მომავალზე არიან გათვლილები. ანალოგიური მდგომარეობაა Hochtief–ის შემთხვევაში. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას. მხოლოდ ფულის ინვესტირებას როდი შეუძლია წარმატების მოტანა. წარმატების მისაღწევად თავდაუზოგავი მუშაობა, შემოქმედებითობა და სიმტკიცეა საჭირო.

- თქვენი "რეალში" მუშაობა ბევრ სენაციასთანაა დაკავშირებული, მაგრამ თავად კლუბი , ასეა თუ ისე, ვერ პოულობდა/პოულობს საკუთარ თავს...

- თქვენ მწარედ ცდებით. კითხეთ ჩვენს გულშემატკივრებს მთელს მსოფლიოში. "რეალი" ეს წარმატების ისტორიაა. 2002–დან 2006 წლამდე, როცა მე პირველად გავხდი კლუბის პრეზიდენტი, ჩვენ მოვიგეთ ესპანეთის ოთხი ჩემპიონატი და ორი ევროთასი. ჩვენ წამყვანი ადგილი გვიკავია, როგორც ეკონომიკური, ასევე სპორტული თვალსაზრისით. ჩვენ ყველაზე მომგებიანი და შემოსავლიანი კლუბი ვართ მსოფლიოში.

- გერმანიაში თქვენი მიღწევებით არც თუ ისე მოხიბლულები არიან. რამოდენიმე ხნის წინა , Hochtief–ის 2000–მა თანამშრომელმა პროტესტი გამოთქვა კომპანიის საკონტროლო პაკეტის ACS–სთვის შესაძლო მიყიდვის გამო.

- იქ ბევრი, რამე რის გაკეთებასაც ჩვენ ვაპირებთ არასწორად გაიგეს. მე მორიგი ტიტულები არ მინდა. ჩვენ ვთქვით, რომ გვსურს Hochtief–ის აქციათა პაკეტის 50%–ზე ოდნავ მეტის ყიდვა გვსურს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვაპირებთ ამ კომპანიისთვის დამოუკიდებლობის წართმევას. ფირმის ადგილმდებარეობა კვლავ ესიენში დარჩება, იგივე ეხება საბირჟო კოტირებასაც, რომელიც კვლავ ფრანკფურტში განხორციელდება. მმართველი რგოლები კი ისევე, როგორც ადრე, პასუხს აგებდნენ იქნება, კონტრაქტის გაფორმებებზე. ჩვენი წინადადება ყველანაირ ლოგიკაში ჯდება.

- თქვენი წარმოდგენა გერმანიაზე ხომ არ შეცვლილა ბოლო კვირეების მანძილზე? მიუხედავად ყველაფრის, თქვენი მმართველი კოლეგები, Hochtief–ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებიიძულებულნი იყვნენ პროტესტანტების მიერ მოწყობილ კორიდორში გაევლოთ და ათასგვარი "კარგი" სიტყვები მოესმინათ.

- ყველას აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. მსურს გერმანელ მუშებს შიშის გრძნობა გავუფანტო. მათ არაფრის არ უნდა ეშინოდეთ. ჩვენ ყოველთვის კარგად ვექცევით სკაუთარ თანამშრომლებს. უბრალოდ ფაქტებს გადაავლეთ თვალი. ჩვენი ბიზნესი 1983 წელს დაიწყო 70 თანამშრომლითა და 5 მლნ. პ[ესოთი–ეს დაახლოებით 30 ათასი ევროა. დღეისთვის ჩვენი ბრუნვა 16 მლრდ. ევროს შეადგენს, ხოლო დაქირავებულ მუშახელთა რაოდენობა კი 46 ათასს. ჩვენ გაერთიანებული ძალით უნდა მივაღწიოთ წარმატებებს. მომავალში ისინი, ვისაც მილიარდიანი პროექტები აქვთ, ვერ შეძლებენ ჩვენთვის გვერდის აქცევას.

- თქვენ ჯერ კიდევ 2009 წელს განაცხადეთ, რომ არ გსურდათ 30%–იანი ნიშნულის გადაცდომა...

- მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობა სავსებით შეიცვალა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უმსხვილესმა ფინანსურმა კრიზისმა მიგვიყვანა იქამდე, რომ კრედიტები ხელმიუწვდომელი გახდა. სახელმწიფოებს უკვე აღარ აქვთ საშუალებები, რომლებიც დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ჭირდება. ამიტომაც კერძო სამშენებლო კონცერნთან პარტნიორობა გარდაუვალია. ჩვენ კრედიტებით უნდა დავაფინანსოთ ეს პროექტები. ამ მხრივ კი კონცერნების ფინანსური სიძლიერე გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. Hochtief–ს ყოველთვიუს ვეუბნებოდით, რომ საბოლოო პოზიცია მხოლოდ ეკონომიკურ სიტუაციაზე იქნებოდა დამოკიდებული.

- და რას ფიქრობთ, როგორია იმის შანსი, რომ თქვენ ამ პოლიტიკაში წარმატებას ვერ მიაღწევთ?

- თუ ჩვენ არ ვიქნებოდით დარწმუნებულნი ჩვენს წინადადებაში და სტატეგიაში, მაშინ ამას არ მოვეჭიდებოდით.

- კითხვა სხვანაირად დავსვათ: როგორი იქნება ეს სიტუაცია საფეხბურთო ენით:3:0 ACS–ს სასარგებლოდ და უკვე მე–80 წუთი?

- თამაშის მოგება შესაძლებელია პირველივე წუთებიდან, თუ ბევრს შრომობ, თამაშობ სუფთად და მიყვები შენს სტრატეგიას. სწორედ ამას ვაკეთებდით დღემდე. გარდა ამისა, მე უკვე ვხედავ Hochtief–ს და ACS–ს ერთ გუნდში. ჩვენ დიდი სხვაობით, კომპანიის უმსხვილესი აქციონერი ვართ.

- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი აზრით პოლიტიკური ზეგავლენა? თქვენ ხომ წარმოშობით ესპანური მთავრობიდან და პოლიტიკიდან ხართ?

- როცა ახალგაზრდა ვიყავი, მქონდა საშუალება მემუშიავა UCD–ში, პარტიაში, რომელიც სათავეში ედგა ესპანეთის დემოკრატიაში გადასვლას. მაგრამ უნდა ითქვას, რომ მე სტრუქტურაში პოლიტიკით არც თუ ისე დიდი დოზით ვიყავი დაკავებული. 1982 წელს მე კერძო ბიზნესში გადავედი და ერთ პესოდ ვიყიდე პატარა სამშენებლო ფირმა.დანარჩენი 27 წლის ისტორია თქვენ კარგად იცით. მაშინ მე ახალგაზრდა ვიყავი, ამჟამად ბაბუა ვარ. ACS–ჩემი ცხოვრების პროექტია.

- თქვენ სტრატეგიასა და სუფთა თამაშის წესზე საუბრობდით, მაგრამ ეს გარიგება თქვენთვის ძალიან ძვირი არ ჯდება, ვინაიდან Hochtief–ს საერთოდ არ აქვს ვალები, მაშინ როცა, თქვენ ის თავზე საყრელად გაქვთ.

- ჩვენი 9 მლრდ. ევროიანი ვალიდან ნახევარი მოდის ესპანურ ენერგო კონცერნ Iberdrola–ში ინვესტიციაზე, Abertis–ს გზის ექსპლუატაციის სამუშაოებზე და კიდევ ერთხელ Hochtief–ზე. ვალის მეორე ნახევარი კი წარმაოდგენს მიმდინარე პროექტებსა და ინვესტიციურ გარიგებებს. მიუხედავად ასეთი დატვირთვისა, ჩვენ ამა წლის პირველ 9 თვეში 1 მლრდ ევროზე მეტი მოგება მივიღეთ. ბოლო ათი წლის მანძილზე ჩვენ ჩვენი აქციონერებისთვის უფრო მეტი გამოვიმუშავეთ ვიდრე, ნებისმიერმა სხვა ესპანურმა კომპანიამ.

- თქვენ თქვენი ბიზნესმენის ალღოთი და ცოდნით გაახალგაზრდავეთ "მადრიდის რეალი". მშენებელმა ფლორენტინო პერესმა ისწავლა თუ არა რამე , საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესისგან?

- ფეხბურთი ეს სანახაობა და გულია. სამშენებლო ბიზნესში კი მნიშვნელოვანი კალკულაცია და წინასწარგანჭვრეტაა. ორივე მათგანის შერწყმა, აი რაშია შემოქმედებითობა.

- თქვენ ხედირა და ოზილი გულის კარნახით იყიდეთ თუ გონების?

- ჩვენ ვიყიდეთ ისინი, ვინაიდან ფანტასტიკური ფეხბურთელები არიან. ერთხელ ორივე მათგანი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. ჩემი ღრმა რწმენით, ოზილი საერთოდ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.

- თქვენ თქვენი შოპინგ–ტურებით ყველა მხრიდან თქვენი პერსონის მიმართ ზიზღს ნერგავთ–როგორც ფეხბურთში, ასევე ბიზნესში. ეს რამდენად გიშლით ხელს?

- რატომ? ეს ასე სულაც არაა. მადრიდში ხმათა 97%–ით მე მეორედ ამირჩიეს კლუბის პრეზიდენტად. ევროპულ ფეხბურთში მე ბევრი მეგობარი მყავს. თავად კარლ–ჰაინც რუმინგეს კითხეთ და საერთოდ, "შტუტგარდში", "ვოლფსბურგში" და "ბრემენის ვერდერში" ბევრი მეგობარი მყავს, მიუხედავად იმის, რომ ჩვენ ხედირა და ოზილი წამოვიყვანეთ.

- თქვენ მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანთა რიცხვში შედიხართ. არის თუ არა ისეთი პიროვნება, რომელიც თქვენში აღფრთოვანებას იწვევს?

– დიახ და არა ერთი. ესპანეთში გვყავს ერთი ფანტასტიკური ბანკირი–ემილიო ბოტინი, რომელიც Banco Santander–ში მუშაობს და Telefonica–ს უფროსი სეზარ ალიერტე. აგრეთვე ჩემში აღფრთოვანებას იწვევს Apple–ის და Microsoft–ის დამაარსებლები სტივ ჯობსი და ბილ გეიტსი. მათ ბიზნესში ბევრ რამეს მიაღწიეს.

- თქვენ, როგორც სამშენებლო მაგნატს გაქვთ, თუ არა საყვარელი შენობა?

- დიახ, მაგრამ ეს არ გაგიკვირდებათ. ესაა "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონი და ჩემი შტაბბინა.


წყარო:www.welt.de


ეს, რაც შეეხება ინტერვიუს, ეხლა კი მინდა მოკლედ გითხრათ, თუ რას წარმოადგენს კომპანია Hochtief. კომპანიის სრული სახელია Hochtief Aktiengesellschaft , დაარსებულია 1874 წელს ფრანკფურტში. მისი ძირითადი ოფოსი განლაგებულია ესენში, მაგრამ თავად კომპანია ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 2006 წლის მონაცემებით, კომპანიის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ორგანიზაცეიებში საერთო ჯამში დასაქმებული იყო 46 000 თანამშრომელი. კომპანიის შვილობილი ორგანიზაციები საქმიანობენ, როგორც ფინანსურ, ასევე სამშენებლო, ოპერატიულ და დაგეგმარების(პროექტების) სფეროში.2006 წელს კომაპნიამ შეასრულა 16,72 მლრდ. დოლარის ღირებულების სამუშაო, რომლიდანაც 80% მოდიოდა გერმანიის ფარგლებს გარეთ ოპრერირებიდან. კომპანიის აქციათა 30% იმყოფება ესაონური სამშენებლო გიგანტის ACS ჯგუფის ხელში. ამ უკანასკნელმა სექტემბრის თვეში მიმართა Hochtief Aktiengesellschaft–ს დამატებით 20%+ წილის შესყიდვის შესახებ.

კომპანიის მიერ მიღებული შეკვეთები 2010 წლის 6 თვის განმავლობაში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს მთელი 27,9 %–ით აღემატება. ეს მატება ძირითადად მოდის Hochtief–ის აზია–წყნარი ოკეანის განყოფილებაზე, რაც შეეხება თავად გერმანიაში მიღებულ შეკვეთებს, მათი რაოდენობა წინა წელთან შედარებით 4,7%–ითაა შემცირებულია.

2010 წლის პირველ და მეორე კვარტალში კომპანიამ შეასრულა 10,62 მლრდ. ევროს ღირებულების სამუშაო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3,9 %–ით აღემატება (გათვალისწინებულია გაცვლითი კურსი: მინუს 9 პროცენტი). მაშინ როცა Hochtief–ის აზია–წყნარი ოკეანის განყოფილებამ წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით შესრულებული სამუშაოების ზრდა უჩვენა, Hochtief–ის ამერიკის განყოფილებამ ვერც წინა წლის მაჩვენებელსაც ვერ მიაღწია, წინა თვეებში აღებული სუსტი შეკვეთების გამო.

შეკვეთების საერთო პრტფელმაც რეკორდი დაამყარა და 42,62 მლრდ. ევროს ნიშნულს მიაღწია. თუ გავითვალისწინებთ გაცვლითი კურსის ცვლილებას, მაშინ მივიღებთ, რომ შეკვეთების პორტფელის მიერ ნაჩვენები შედეგი 36,56 მლრდ. ევრო, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს მთელი 10,4 %–ით აღემატება.
dle 10.1

  • shvela
  • 6 ნოემბერი 2010
  • 1762
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)