ოზილი: მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ

მადრიდის "რეალის" თურქული წარმოშობის, გერმანელმა ფეხბურთელმა, მესუთ ოზილმა Cadena SER -თან ინტერვიუ ჩაწერა. ახალგაზრდა მოთამაშე განაგრძობს გუნდთან ერთად პროგრესირებას...


"მე მადრიდის "რეალის" განუყოფელი ნაწილი ვარ, შევდივარ მოურინიოს გეგმებში და ეს ძალიან მახარებს. მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვასპარეზობ, "ბლანკოსი" სულ სხვა განზომილებაა, ეს დიადი გუნდია, რომელიც სწორ გზას ადგას, დარწმუნებული ვარ მუშაობის შედეგი ტიტულები იქნება, ყველაფერი წინ არის ჩვენ ყველა თამაშის მოსაგებად ვიბრძვით, რადგან უძლიერესები ვართ."

"ჩვენ გუნდის ფეხბურთელებს ერთმანეთის ძალიან კარგად ესმით, ჟოზე მოურინიოს მიზანი გასახდელში თბილი ურთიერთობის ჩამოყალიბება იყო, ეს გეგმა კი უკვე შესრულებულია. მე გერმანული დისციპლინის მიმდევარი ადამიანი ვარ და წესრიგს ძალიან ვაფასებ. "რეალთან" ადაპტაცია არც ისე იოლია მაგრამ როდესაც მხარში გიდგანან, ყველანაირად ცდილობ მიზნის მიღწევას."

"უბრალო ადამიანი ვარ და არა რობოტი, ყოველთვის ერთ დონეზე რა თქმა უნდა ვერ ვითამაშებ. იქნება შეხვედრები როდესაც მაქსიმალურად გამოვავლენ შესაძლებლობებს, მაგრამ ასევე იქნება პერიოდები, როდესაც შედარებით არანაყოფიერი ვიქნები. ჯერ ახალგაზრდა ვარ და დარწმუნებული ვარ უფრო მეტს მივაღწევ."

"მადრიდული დერბი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემთვის ეს პირველი "დერბია" და გაორმაგებული პასუხისმგებლობით ვითამაშებ. აუცილებელია ყურადღების მიქცევა ურუგვაელ დიეგო ფორლანზე, იგი თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა და მაქსიმალურ ყურადღებას საჭიროებს. მატჩი "ბერნაბეუზე" გაიმართება და ფავორიტები ჩვენ ვართ, 3 ქულას ჩაწერა ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს, რადგან არ ვაპირებთ ლიდერობის დაკარგვას."

"ჩემ ოჯახში ფეხბურთს ყოველთვის დიდი როლი ჰქონდა, თავიდან ჩემი ძმა იყო ამ სპორტით დაინტერესებული, ხოლო შემდეგ მეც ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე ფეხბურთზე შევსულიყავი, შემდეგ კარიერა წარმატებით წავიდა წინ და დღეს უკვე ისეთი კლუბის ღირსებას ვიცავ, როგორიც მადრიდის "რეალი" გახლავთ." dle 10.1

  • Hala
  • 5 ნოემბერი 2010
  • 1579
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)