დე ლა რედი: ”ჩემი გული მადრიდიზმს ეკუთვნის”

რუბენ დე ლა რედმა, საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ, ოფიციალური განცხადება გააკეთა.ესპანელმა ”სანტიაგო ბერნაბეუს” საპრესკონფერენცია დარბაზში გააცნო პრესას თავისი საბოლოო გადაწყვეტილება.


”ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ ამაღელვებელ და საპასუხისმგებლო ეტაპს ვიწყებ.მინდა მხარი დავუჭირო იმ ფეხბურთელებს, რომელთა კარიერაც მოკლე გამოდგა საფეხბურთო სამყაროში.მადლობა ყველას, ვინც ამ რთული პერიოდის განმავლობაში გვერდში მედგა და მამხნევებდა.ყველანაირად ვცდილობდი დამეძლია სენი, სხვადასხვაგვარი მკურნალობით, თუმცა ექიმებმა მირჩიეს გაჩერება.ყოველთვის ვოცნებობდი ვყოფილიყავი წარმატებული ფეხბურთელი მადრიდის ”რეალის” მაისურით.ეს არის კლუბი, რომელიც საუკეთესოა მსოფლიოში.მიუხედავად იმისა, რომ 10 წლიდან ”ბლანკოსის” მოთამაშე ვიყავი, ახლა ყველაზე მძიმე გადაწყვეტილების მიღება მიწევს.ამჟამად, ძალების მოსინჯვა სამწვრთნელო კარიერაში მსურს.მე მაქვს პრობლემა გულზე, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ის სიცოცხლის ბოლომდე მადრიდიზმის სიყვარულით იქნება გამსჭვალული.”

”მადლობელი ვარ, რომ სამეფო კლუბი სამწვრთნელო კარიერის დაწყებაში მეხმარება.მე თანდათან ვსწავლობ ”დამრიგებლობას” და იმედია, ჩემი მოღვაწეობა ერთობ წარმატებული იქნება.”

”ჩემი სურვილია, რომ ერთხელაც ისეთ კლუბს ჩავუდგე სათავეში, როგორიც ”რეალია.”ვგონებ, ელიტაში შესვლის შანსი ნამდვილად მომეცემა.”

”ჟოზე მოურინიო გუნდში მოსვლის დღიდან ჩემი სიტუაციით არის დაინტერესებული.როდესაც პორტუგალიელმა გაიგო, რომ ფეხბურთელობას ვეღარ შევძლებდი, მის შტაბში შემომთავაზა მუშაობა.”

დე ლა რედი: ”ჩემი გული მადრიდიზმს ეკუთვნის”


”მინდა გითხრათ, რომ ბევრი კარგი მომენტი მქონდა საფეხბურთო კარიერაში.ახლაც კარგად მახსოვს ჩემი წარმატებული გამოსვლა ესპანეთის 19 წლამდელთა გუნდში, კასტილიაში და ”ხეტაფეში.”ყველაზე კარგი მოსაგონი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატია, სადაც ”ფურია როხასთან” ერთად ოქროს მედლები მოვიპოვეთ.სამწუხაროდ, დიდხანს ვერ შევძელი თამაში, თუმცა ახლა სხვა გამოწვევა უნდა მივიღო.”

ვალდანო დე ლა რედზე:
”აღნიშნული დღე საკმაოდ მძიმეა რუბენის ცხოვრებაში.მან დაასრულა კარიერა, თუმცა ის ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის.ერთობლივი გადაწყვეტილებით ახალგაზრდა ესპანელი მოურინიოს სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს, რაც საშუალებას მისცემს მწვრთნელობის შესწავლისა.სასიხარულოა, რომ დე ლა რედი მსოფლიო ფეხბურთში რჩება და დარწმუნებული ვარ, მალე მისი ნაწილი გახდება.”

პ.ს. პრესკონფერენციის დროს, რუბენმა ერთ-ერთ ეპიზოდში ცრემლები ვერ შეიკავა (ეს ფოტოზე კარგად ჩანს).ქართველი მადრიდისტების სახელით, მინდა წარმატება ვუსურვო ერთგულ მადრიდელს! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)