მოურინიო:"ლა ლიგა ძალიან რთული ტურნირია"

ჟოზე მოურინიომ თავის ინტერვიუში იტალიისა და ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატები მიმოიხილა. პორტუგალიელი მწვრთნელის განცხადებით, პირინეის ნახევარკუნძულზე გამართული საჩემპიონო პაექრობა, აპენინის პირველობაზე რთული, მაგრამ ამასთანავე შედარებით უფრო მარტივად პროგნოზირებადია. მოურინიოს თქმით, სერია A-ში დაკარგული ქულები უფრო ნაკლებად ფასობს, ვიდრე ლა ლიგაში, რადგანაც პრიმერაში "რეალი" და "ბარსელონა" დომინირებენ, ხოლო იტალიის ჩემპიონატში რამოდენიმე გრანდი იბრძვის პირველობისთვის.


პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელსაც მადრიდის "რეალი" - იტალიური "მილანის" წინააღმდეგ გამართავს. მან ასევე გაიხსენა 6 თვის წინ გამართული მატჩი, რომელიც მილანის "ინტერის" ფეხბურთელებმა 4-0 მოიგეს.

მოურინიო "სან სიროზე" დაბრუნებას ჩვეული განწყობით გეგმავს, რომელიც "როსონეროს" საშინაო არენაზე დამაჯერებელ გამარჯვებას გულისხმობს.

As იუწყება:"ლა ლიგა ძალიან რთული ტურნირია. იტალიაში შესაძლოა ჩემპიონატის ლიდერმა გუნდმა ქულები დაკარგოს, მაგრამ წლის ბოლოს იგი სასურველ შედეგს მაინც მიაღწევს, მაგრამ პრიმერაში ყველაფერი სხვაგვარი პრინციპით მოქმედებს. ესპანეთში მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა" დომინირებენ, ხოლო იტალიაში მრავალი გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის, ინტერი, ლაციო, იუვენტუსი..."

"ესპანეთში დომინანტ გუნდებს, რეალსა და ბარსელონას ნებისმიერ მატჩი მხოლოდ გამარჯვება მართებთ, სხვაგვარად პირინეის ნახევარკუნძულის პირველობაზე წარმატების მიღწევა შეუძლებელია."

მოუმ იტალიელ გულშემატკივრებზეც ისაუბრა:"მე მრავალი გუნდის ფანებთან მაქვს კარგი უერთიერთობა, მაგრამ არსებობს მომენტები, როდესაც ისინი მე მისტვენენ, პირდად ჩემთვის მათი ჩემდამი დამოკიდებულება არანაირ უარყოფით ზეგავლენას არ ახდენს."

"მილანში მე ორი დასამახსოვრებელი სეზონი გავატარე. იმედი მაქვს მომეცემა შანსი ოდესმე ამ სტადიონზე ინტერის წინააღმდეგაც ვითამაშო, რადგან აქაურ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ შევხვდე. დღეს სან სიროზე ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება, ვფიქრობ გულშემატკივარი ნამდვილ სანახაობას იხილავს."


By Kevlisha... dle 10.1

  • kevlisha
  • 3 ნოემბერი 2010
  • 1784
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)