სერხიო: ეს იქნება უნიკალური მატჩი

მილანში ჩასვლის შემდეგ, სამეფო კლუბის ესპანელი მცველი, სერხიო რამოსი ჟოზე მოურინიოსთან ერთად, საპრესკონფერენციო დარბაზში გაემართა და "როსონერისთან" მატჩზე ისაუბრა, მისი აზრით ეს შეხვედრა იქნება უნიკალური, რადგან ერთმანეთს მსოფლიოს ორი გრანდი დაუპირისპირდება...


"ამ მატჩში ფეხბურთელებს უნიკალური გამოცდილების მიღება შეუძლიათ, ამ შეხვედრაში დიდი სიამოვნებით ვითამაშებ, რადგან ერთმანეთს მსოფლიოს ორი გრანდი დაუპირისპირდება, ასეთი შეხვედრები ყოველთვის დასამახსოვრებელია, დარწმუნებული ვარ დიდ სიამოვნებას მივიღებთ. მოედანზე ის გუნდები გამოვლენ, რომლებსაც ყველაზე მეტჯერ აქვთ ჩემპიონთა ლიგის თასი მოგებული."

"ჩვენი მიზანი გამარჯვების მოპოვება და მომდევნო ეტაპის საგზურის განაღდებაა, ყველაფერს გავაკეთებთ გასამარჯვებლად, ძალიან მოტივირებულები ვართ. მახარებს ის ფაქტი, რომ წლევანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში იკერ კასილასს გოლი არ გაუშვია, უკვე სამი მატჩია კარს მშრალად ვინახავთ, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია."

"რონალდინიოსა და რობინიოს ტალანტზე საუბარი ალბათ ზედმეტია, მათ უდიდესი გამოცდილება აქვთ. ისინი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელები არიან და მათ ამის დამტკიცება არ სჭირდებათ, მაგრამ ბრაზილიელების გარდა ალეგრის სხვა ძლიერი ფეხბურთელებიც ჰყავს, რომლებიც შეეცდებიან ჩვენს დამწუხრებას, "მილანი" გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ თამაშის გამწვავება, მაგრამ მაქსიმალური კონცენტრაციის და მობილიზირების წყალობით ჩვენ ამ დაპირისპირებაში დადებითი შედეგი უნდა მოვიპოვოთ."

"ჩვენ რთულ სამუშაოებს ვატარებთ იმისათვის, რომ ვითამაშოთ უმაღლესი დონის ფეხბურთი და გავახაროთ გულშემატკივრები, მნიშვნელოვანია პოზიტიური შედეგების მიღწევა, ამ ეტაპზე "ბლანკოსი" მშვენიერი ფორმაში მყოფება და კარგი შედეგებიც გვაქვს, ასე უნდა გავაგრძელოთ და შედეგი აუცილებლად იქნება. ამჟამად ფოკუსირებულები მხოლოდ "მილანთან" თამაშზე ვართ."

"კარიმ ბენზემა იდეალური ფეხბურთელია და სულ ცოტა ხანში იგი ყველაფერს დაამტკიცებს, დარწმუნებული ვარ მის შესაძლებლობებში და ვთვლი, რომ ფრანგ ფეხბურთელს შეუძლია ნებისმიერ მატჩში უმაღლესი კლასის ჩვენება და გუნდის დახმარება."

"ჰოვარდ ვები მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო არბიტრია და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მან მუნდიალის ფინალური შეხვედრა იმსაჯა, ასეთ საპასუხისმგებლო მატჩებს, მხოლოდ გამოცდილ მსაჯებს ანდობენ, დარწმუნებული ვარ იგი მშვენივრად გაართმევს თავს დაკისრებულ სამუშაოს." dle 10.1

  • Hala
  • 3 ნოემბერი 2010
  • 1772
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)