მოურინიოს მატჩის წინა პრესკონფერენცია

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო "მილანში" ჩასვლისთანავე საპრესკონფერენციო დარბაზში გაემართა და ჟურნალისტებს ესაუბრა, მან რამდენიმე თემა მიმოიხილა, რომელიც რა თქმა უნდა "როსონერისთან" მატჩს უკავშირდებოდა, პორტუგალიელმა სპეციალისტმა ამომწურავად ისაუბრა...


"რობინიო და რონალდინიო მოედანზე იქნებიან, რაც იმის მანიშნებელია, რომ ალეგრის გუნდი ან 4-4-2 ან 4-3-3 სქემით ითამაშებს. ეს გუნდი ყოველთვის ძალიან სახიფათოა, ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, რადგან იტალიური კლუბი ზედმეტად მოტივირებულია. ჩემმა გუნდმა მხოლოდ საკუთარ თამაშზე უნდა იფიქროს, მილანელები "ბერნაბეუზე" თამაშის დროსაც ძლიერები იყვნენ."

"მშვენიერ განწყობაზე ვიმყოფებით, რადგან კარგი მდგომარეობა გვაქვს. 3 თვის წინ მე ამას ვერც ვიფიქრებდი, რომ გუნდში ასეთი კარგი სიტუაცია მექნებოდა. კლუბის შენების პროცესში პოზიტიური შედეგების ქონა რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია, როდესაც ჩვენ ვიმარჯვებთ უფრო მეტ სტიმულს ვიძენთ და ბედნიერები ვართ. ძალიან დიდი იმედი მაქვს ფინალში გასვლის და მაისის თვეში თასის მოგების."

"სან სიროზე გამარჯვება ძალიან რთულია და არცაა გასაკვირი, რომ "ბლანკოსს" "მილანის" სტადიონზე ჯერ არ მოუგია, ეს არანაირ ფსიქოლოგიურ წნეხში არ გვაყენებს, ჩვენ დღევანდელობით ვცხოვრობთ. ამ სტადიონზე გამარჯვება ნებისმიერი გუნდისთვის ურთულესი საქმეა და გამონაკლისი რა თქმა უნდა არც მადრიდის "რეალია". იტალიელი ქომაგები რა თქმა უნდა გამარჯვებაზე ფიქრობენ, მაგრამ იმასაც აცნობიერებენ, რომ მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ნებისმიერი დროს შეუძლია გოლის გატანა. მთელი ევროპა ამ მატჩზე იქნება კონცენტრირებული, რადგან ნამდვილი სანახაობა სწორედ "სან სიროზე" შედგება, ეს იქნება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის ცენტრაული დაპირისპირება."

"ჩემ გუნდს თამაშის მშვენიერი სტრუქტურა და სტილი აქვს და მე ამით კმაყოფილი ვარ. თითოეულ მოთამაშეს აქვს იმის დამტკიცების უფლება, რომ უფრო მეტ დროს იმსახურებს სათამაშოდ, არავის ვზღუდავ და ჩემი ფეხბურთელები მჯერა."

"ხვალინდელ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში გავინაღდებთ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საგზურს და დანარჩენ ორ შეხვედრას დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებთ, შემდეგ უკვე Play Off-ების მატჩებზე გადავერთვებით, მაგრამ ამ ორ მატჩზეც რაღაც დონეზე ვიქნები კონცენტრირებულები, რადგან "ინჩასები" ყოველთვის გამარჯვებას და ლამაზი ფეხბურთის ყურებას ითხოვენ." dle 10.1

  • Hala
  • 3 ნოემბერი 2010
  • 1947
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)