რაულ გონსალეს ბლანკო

1977 წლის 27 ივნისს დაიბადა ,,რეალის'' ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი. 15წლის ასაკში ის გახდა კანტერის მოთამაშე. 17წლის ასაკში შედგა მისი დებიუტი პრიმერაში. რაული და რეალი ერთმანეთისგან განუყოფელია.


რაული დაიბადა მადრიდის გარეუბანში, ვილიავერდეში, სან- კრისტობალ დე ლას ანხელესის კვარტალში, სწორედ იქ სადაც დაიბადა რეალის მეორე ლეგენდა-მიჩელი.საყურაადღებო ფაქტია, რომ მიჩელიც ადრეულ ბავშვობაში გულშემატკივრობდა ,,ატლეტიკოს" და ცხოვრობდა რაულის სიახლოვეს 1კილომეტრში.

დავუბრუნდეთ რაულს. ადრეული ბავშვობიდან ის მთლიანად იყო ფეხბურთში ჩაფლული.მოზარდობის პერიოდში ის ჩაირიცხა ,,სან-კრისტობალ დე ლას ანხელესის''საბავშვო გუნდში. 13 წლის ასაკში ის მოხვდა ,,მადრიდის ატლეტიკოს'' ახალგაზრდულ სკოლაში. ,, როხიბლანკოსის'' საბავშვო გუნდში რაული გამოირჩეოდა თავისი თანატოლებისგან.იმდროინდელმა პრეზიდენტმა ხესუს ჰილმა გადაწყვიტა აკადემიის რეფორმირება. სწორედ ამ დროიდან დაუკავშირდა ერთმანეთს რეალი და რაული.

15წლის ასაკში მან ჩაატარა თავისი პირველი სეზონი ,,რეალის'' ახალგაზრდულ გუნდში, სადაც მან თავი წარმოაჩინა ბრწყინვალედ -33მატჩში გაიტანა 71 გოლი. შემდეგ იყო ,,რეალ მადრიდ ც '', სადაც 7თამაშში გაიტანა 13 გოლი. იმდროინდელმა ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა ხორხე ვალდანომ გადაწყვიტა გამოეძახებინა ახალგაზრდა ფეხბურთელი პირველ გუნდში. 1994 წლის 29 ოქტომბერს სტადიონ ,,რომარედაზე'', ,,სარაგოსას'' წინააღმდეგ შედგა


რაულის დებიუტი.


ის იყო 20 წლით უმცროსი ბუიოზე და 14 წლით- მიჩელზე.რაულისთვის მნიშვნელოვანი იყო მათ გვერდი-გვერდ თამაში. ,,მე მადრიდისტა ვარ'',-განაცხადა მან თავისი სადებიუტო მატჩის წინ. ,,მე მშვიდად დავიძინებ, იყავით დარწმუნებულნი.ხვალ მე გავალ მოედანზე და ვითამაშებ ისე, როგორც ჩემგან ითხოვს ვალდანო-თვითკმაყოფილებისათვის. თუ მე არ ვითამაშებ ესე მაშინ ვალდანო დამაბრუნებს იქ,საიდანაც მომიყვანა. ყველაფერი მარტივადააა''.

თავის პირველ მატჩში რაულმა ვერ შეძლო გამორჩეული ყოფილიყო, თუმცა ამის შესაძლებლობები ჰქონდა. საერთო ჯამში მან ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა.შესაძლოა ვინმეს ეჭვი შეეპარა მასში , მაგრამ ,,ატლეტიკოსთან'' მატჩის შემდეგ რომელიც შედგა ,,ბერნაბეუზე'' ყველა მოსაზრება გაფანტა.რეალის არენაზე შეკრებილმა 103 ათასმა გულშემატკივარმა იხილა,თუ როგორ მოუგო ახალგაზრდა დებიუტანტმა თითქმის მარტომ ,,მადრიდის ატლეტიკოს''.ბრწყინვალე გამარჯვება ანგარიშით 4-1,რომელიც გუნდმა მიაღწია რაულის გენიის წყალობით. მან თავის აქტივში ჩაიწერა 1გოლი და 2საგოლე გადაცემა. პუბლიკას სურდა ეხილა ახალი გმირი.,,დამნაშავე'' პუბლიკის აღტაცებაში, გახდა უწვერო ახალგაზრდა სან-კრისტობალ დე ლას ანხელესის კვარტლიდან, მისი სახელია რაულ გონსალეს ბლანკო-17წლის ვარსკვლავი.

ახალგაზრდა რაულს აშინებდნენ ოპერატორები, თვალს სჭრიდა კამერები და აფორიაქებდა ჟურნალისტების კითხვები.,,გამიმართლა, რადგან მივაღწიე იმას, რისი საშუალებაც არ მქონდა ,,ატლეტიკოში'',განაცხადა რაულმა დერბზე, მორცხვად, თავისი აგენტის თვალწინ. ,,ჩემი პირველი გოლი ,,რეალ მადრიდში'' მივუძღვენი დანის,იმიტომ რომ მატჩის დაწყების წინ მან მისურვა გოლის გატანა. სწორედ ამიტომ გავიქეცი მისკენ, მას შემდეგ რაც გავიტანე.ჩვენ ორივე მოვდივართ კანტერიდან და ორივემ დამოუკიდებლად გავიკვალეთ გზა. ჩვენ გვჭირდება დახმარება.''

,,მე გავიხედე სტადიონზე თამაშის დაწყებამდე 1საათით ადრე, მაგრამ ,,ბერნაბეუმ'' ჩემზე დიდი გავლენა ვერ მოახდინა. ხოლო როცა მე გამოვედი მოედანზე, სტადიონი გადაჭედილი იყო და ავნერვიულდი. მხოლოდ მაშინ დავწყნარდი, როცა ბურთს შევეხე''.ის ბოდიშს უხდიდა ჟურნალისტებს, რომლებიც მისგან ინტერვიუს აღებას ცდილობდნენ და ქრებოდა.მისი პირველი პრეს-კონფერენცია დამთავრდა ღამის 11:45 წუთზე. ასე დაიწყო მისი ამბავი

ჯერ კიდევ არაა ვარსკვლავი

,,მე ამაყი ვარ იმით, რომ ჩემს გუნდში არის ისეთი დიდებული ახალგაზრდა, როგორიც შენ ხარ'', უთხრა რაულს ,,რეალის'' იმდროინდელმა პრეზიდენტმა რამონ მენდოსამ. ხორხე ვალდანომ კი ფეხბურთელის დასაცავად ეიფორიისა და ვარსკვლავური დაავადებისგან, შექების ნაცვლად დააბრუნა იგი მესამე გუნდში.

ხორხე ვალდანომ დაიწყო ზრუნვა რაულის,როგორც ფეხბურთელის, განვითარებაზე .ის დარწმუნებული იყო, რომ დადგებოდა დღე, როცა ის გააოცებდა საფეხბურთო სამყაროს,მაგრამ არ უნდოდა, რომ წარმატებებს თავბრუ დაეხვია მისთვის. ,, 2მატჩის შემდეგ ფეხბურთელი ვარსკვლავი ვერ გახდება.ვარსკვლავი ბუტრაგენიოა, რომელსაც ზურგს უმაგრებს 10 წლიანი გამოცდილება'', ამბობდა ის პრესაში.

ახლა ისინი მეძახიან მე ,,რაულს''

,,ბერნაბეუზე'' გამართული მატჩიდან 7დღის შემდეგ რაულმა ითამაშა ,,სიუდად დეპორტივოს'' ბაზაზე. მაგრამ ამ ჯერზე მისი მოწინააღმდეგეები იყვნენ არა სოლოსაბალი და როჩა, მას პასებით ამარაგებდნენ არა ლაუდრუპი და ამავისკა , არამედ ესპანეთის მესამე დივიზიონში მოთამაშე ფეხბურთელები. მაგრამ რაული არ შეცვლილა. ის ისევე მონდომებით თელავდა ,,სიუდად დეპორტივოს'' უსწორმასწორო გაზონს , როგორც ამას 1კვირის წინ ,,ბერნაბეუზე'' აკეთებდა.ამ თამაშში მან გაიტანა 2 გოლი და ულაპარაკოდ გახდა მატჩის გმირი.

კასიმირო ესკუდერო, ,,მოსტოლესის'' მწვრთნელი,რომლის წინააღმდეგაც ითამაშა ,,რეალ მადრიდ ც-ემ'',მიზნად დაისახა ბოლო მოეღო მზარდი მღელვარებისათვის , რომელიც შექმნილი იყო რაულის სახელის ირგვლივ.,,თუ ის ითამაშებს , მე მას პერსონალურ მეურვედ დავუყენებ მარტინესს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერის შეშინება.''მარტინესი გამოვიდა. მისი სახელიც რაული იყო. გონსალესი მარტინესის წინააღმდეგ- მატჩის დუელი.

1994წლის 12 ნოემბერს რაულმა შეასრულა თავისი პირუეტები(?) სეგუნდა ბ-ს მატჩში, გამარჯვების ბრძოლაში. ბრძოლაში ეიფორიის წინააღმდეგ. მისმა მეთვალყურემ მატჩის შემდეგ განაცხადა:,,ეს ბიჭი ვეტერანივით თამაშობს, მარიაჟობის ნაცვლად გოლები გააქვს უსაფრთხო და წყნარი მეთოდებით. თავისი ბოლო სიტყვა რაულმა თქვა 90-ე წუთზე. მან მიიღო ბურთი მარტომ, მოატყუა მცველები და მეკარე, მაგრამ კუთხე იყო ძალიან მახვილი.შემდეგ ბურთი გადაიტანა მარცხენა ფეხზე, 2მცველს შუა გააძვრინა და გაახვია ბურთი მეტოქის ბადეში. უცბად გაისმა 2000 მაყურებლის ოვაცია. მალე მსგავსი გოლები გახდა რაულის სავიზიტო ბარათი.მალე მადრიდში დაიწყო ახალი რელიგია-,,რაულიზმი''.

მატჩის შემდეგ რაული შევიდა საპრესკონფერენციო დარბაზში გაღიმებული.ის არ იყო გაკვირვებული ჟურნალისტების დაუჯერებელი რაოდენობით.
მას ეცვა მეცხვარესავით, როგორც იმდროინდელ ქალაქგარეთ მცხოვრები 17 წლის ნებისმიერ მოზარდს.მან გაიხუმრა:,,ბავშვებო, მე მაქვს მხოლოდ 1წუთი'', მაგრამ მან უპასუხა ჟურნალისტთა შეკითხვებს 10 წუთის განმავლობაში.

,,კმაყოფილი ვარ, რადგან ახალი სეზონი დავიწყე ამ გუნდში. 3 დღიანი დაშორების შემდეგ მე ისევ დავუბრუნდი ჩემს თანაგუნდელებს და ვითამაშე მათ რიგებში''. სულ ცოტა ხანში ბავშვებმა დაიწყეს მისი სახელის სკანდირება და უფრო მეტიც მოწინააღმდეგე გუნდის მცველები მას მაისურის ნომრით კი აღარ მიმართავდნენ არამედ უკვე ,,რაულით.''

ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელს ხორხე ვალდანომ გაუფორმა 3წლიანი კონტრაქტი და ამით ყველას დაანახა, რომ მას ვარსკვლავური სენი არ ემუქრებოდა. რაული მზად იყო , გამხდარიყო ეროვნული გმირი.ჩანდა, რომ მზად იყო მოულოდნელი დიდებისათვის. ასეთი ბავშვები ერთეულებია.


ღირსეული დიდება და მიბაძვა

როდესაც ის გამოდის მოედანზე, მუდმივად ამტკიცებს, რომ როცა გმირები, ლეგენდები ჩრდილში არიან, მას შეუძლია იბრძოლოს ბოლომდე გამარჯვებისათვის. 180 სმ-ის სიმაღლის და ახოვანი აღნაგობის რაულს არავისი არ ეშინია. კლასი, სისწრაფე და ინიციატივის საკუთარ თავზე აღება- ეს უმთავრესი 3კოზირი აქვს მას. სწორედ ამით არის ის ცნობილი. ამას გარდა რაული ხშირად იმეორებდა, რომ ის თამაშისგან უპირველესყოვლისა იღებდა სიამოვნებას. ,,ბოლო-ბოლო ფეხბურთი თამაშია.'' რაულს ხშირად ზედმეტ სახელებითაც მოიხსენიებდნენ როგორიცააა ,,ბავშვი გოლი''(baby gol) და ,,ელვა-რაული''(zip-raul).

1994-95 წლების სეზონიდან რაული მუდმივად ხვდება ,,რეალის'' ძირითად შემადგენლობაში. ჩემპიონთა ლიგა(3), უეფას სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი(2), ლა ლიგა(6)... ეს არასრული ჩამონათვალია მის მიერ მოპოვებული ტიტულებისა. ინდივიდუალურ დონეზე რაული გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი (2000წ),ორჯერ მოიპოვა ,,პიჩიჩი''(1999წ,2001წ), 2001 წელს აიღო ,,ვერცხლის ბურთი''-ევროპის მეორე ფეხბურთელი(,,ფრანცეფუტბოლის'' ვერსიით), ვერცხლის ბუცის 2 გზის მფლობელი , მსოფლიოს მესამე ფეხბურთელი(2001წ), საკონტინენტთაშორისო თასის საუკეთესო ფეხბურთელი(1998წ),ესპანეთის ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი(102 თამაში -44 გოლი), ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, ,,რეალის'' ისტორიაში საუკეთესო გოლეადორი

გაუმარჯოს რაულს!!! დიდება ჩვენს კაპიტანს!!!


ინფორმაციის წყარო:Real-Madrid.ru dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)