მესუთ ოზილი - მადრიდული განძი

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, მესუთ ოზილს მხოლოდ გერმანიაში იცნობდნენ, ხოლო ახლა კი მისი სახელი მთელი მსოფლიოსთვის არის ცნობილი.22 წლის ასაკში ფეხბურთელმა მიაღწია იმას, რომ ჩაიცვას თეთრი მაისური და ისეთი მოთამაშეების გვერდით იდგეს, როგორებიც არიან: რონალდუ, კაკა, კასილასი...


მესუთ ოზილი 1988 წლის 15 ოქტომბერს მოევლინა დედამიწას.ის გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში, თურქი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა.მკაცრი მუსლიმანური წესებით აღზრდა, მას ხელს არ უშლიდა იმაში, რომ მთელი დღე გარეთ ყოფილიყო და თანატოლებთან ერთად ბურთი ეგორებინა.
”ყოველ დღე, გაკვეთილების შემდეგ მოედანზე მივრბოდი, რომელიც ჩვენს რაიონში მდებარეობდა.ბიჭები ამ ”სტადიონს” ”მაიმუნის გალიას” ვეძახდით, რამეთუ ის გარშემორტყმული იყო ლითონის რთული კონსტრუქციებით.აღსანიშნავია, რომ სწორედ იქ ვსწავლობდით ლეგენდარული ზიზუს ფინტებს.”

ბიჭუნას ამგვარი დამოკიდებულა ფეხბურთისადმი, თვალთახედვის არედან არ გამორჩენია მამა - მუსტაფა ოზილს (2 წლის ასაკში გადმოვიდა გერმანიაში საცხოვრებლად), რომელმაც მოგვიანებით მესუთი ერთ-ერთ სპორტ-სკოლაში შეიყვანა.ნიშანდობლივია, რომ ის ყოველთვის ესწრებოდა შვილის ვარჯიშებს და გარკვეულ მითითებებსაც აძლევდა.როდესაც მუსტაფას მწვრთნელის მუშაობა არ მოეწონებოდა, ახალგაზრდა ფეხბურთელთან ერთად სხვა აკადემიას მიაშურებდა.როგორც ხედავთ, მამა-შვილის ამგვარმა ძალისხმევამ, მომავალში დიდი შედეგი გამოიღო.

სანამ ოზილი დიდ ფეხბურთს ეზიარებოდა, მშობლიური ქალაქის არა ერთ ახალგაზრდულ კლუბში მოსინჯა ძალები.ის გამოდიოდა ”ვესტფალია 04”-ში, ”ტავტონია შალკე ნორდში” და ”ფალკეში.”უკვე 2000 წლისთვის, მოთამაშემ პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა ”როტ-ვაის ესენთან.”აღნიშნული კლუბის სკაუტი იხსენებს, ”როდესაც მესუთის თამაშს ვუყურებდი, 5 წუთის შემდეგ მივხვდი რომ ჩემს წინაშე განძი იყო.” ფეხბურთელმა ბუნდეს ლიგის ბობოლების ყურადღება მაშინ მიიპყრო, როდესაც ”როტ-ვაისი” ქვეყნის, რიგით მეორე ლიგაში გადმოიყვანა.

2005 წელს, ოზილის ყიდვა ”შალკემ” მოახერხა.აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ იმ დროს ”ლურჯებს” საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავდათ, თუმცაღა ახალწვეულმა მალევე მოასწრო ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრება.17 ასაკში, მესუთს დებიუტი ჰქონდა გერმანიის თასზე, ”ბაიერისა” და ”ბავარიის” წინააღმდეგ.2 წლის განმავლობაში, ახალგაზრდა ნახევამრცველმა 37 მატჩი ჩაატარა გელზენკირხენული გუნდის მაისურით.
2007 წელს, როდესაც თურქს კონტრაქტი ამოეწურა ”შალკესთან,” მხარეებმა მის გახანგრძლივებაზე დაიწყეს ფიქრი.შეთანხმების შედეგად, გადაწყდა რომ ოზილს 1 მილიონი ექნებოდა ხელფასი.თავდაპირველად მესუთი თანახმა იყო ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე, თუმცა ბოლო მომენტში ”ფლეიმეიკერმა” გადაიფიქრა: ”ჩვენ კონსესუს მივაღწიეთ ყველა საკითხზე, მაგრამ ფეხბურთელმა კლუბში დარჩენის გადაწყვეტილება შეცვალა.მზადა ვართ, ფეხბურთელი გავყიდოთ” - განაცხადეს ”ლურჯების” ბოსებმა.


მესუთ ოზილი - მადრიდული განძი



2007-2008 წ.წ. სეზონი, ოზილმა უკვე ”ვერდერის” რიგებში დაიწყო.მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშისთვის ”ბავარია,” ”არსენალი,” და ”მანჩესტერი” იბრძოდნენ, მან ”ბრემენელ მუსიკანტებთან” აირჩია თავშესაფრის მოძებნა.ახალმა ტრანსფერმა ძალზედ აღაფრთოვანა ტომას შააფი, რომელიც ხაზგასმით ამბობდა, რომ მისმა კლუბმა ვარსკვლავი იყიდა.
”ვერდერის” რიგებს ფეხბურთელი ასევე ორი წელი ავსებდა.ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მესუთს დაეპყრო ადგილობრივი ქომაგების გულები.

რაც შეეხება ოზილის სანაკრებო კარიერას, უნდა ითქვას, რომ მან დიდი სირთულეები გადაიტანა, რამეთუ ერთდროულად თურქეთიც უხმობდა და გერმანიაც.საბოლოოდ, მესუთმა ბუნდეს ნაკრები აირჩია, რითაც არა მხოლოდ თურქების, არამედ ნეონაცისტების რისხვაც დაატყდა თავს.ბევრი ადგილობრივი მიიჩნევდა, რომ მისთვის ამ ქვეყნის მოქალაქეობა არ უნდა მიენიჭებინათ, თუმცა როდესაც ფეხბურთელმა მუნდიალზე განის ნაკრებს გადამწყვეტი გოლი გაუტანა, ნებისმიერი გერმანელი მზად იყო თავის პასპორტში ჩაეწერა მესუთ ოზილი.


პირადი ცხოვრება


მესუთ ოზილი - მადრიდული განძი


მეგობრები ამბობენ, რომ ოზილი არის მშვიდი, მაგრამ მოლაპარაკე.ხშირად, მისი საუბრიდან შესაძლებელია აზრი ვერ გამოიტანო, რამეთუ მესუთ სწრაფი მეტყველება ჰყვარებია.ფეხბურთის გარდა ის, პინ-პონგით, კალათბურთითა და ცურვით არის გატაცებული.მას ძალიან უყვარს სიმღერა.განსაკუთრებით: თურქული პოპი და ჰიპ-ჰოპი.აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ მესუთმა ერთ-ერთ გერმანელ რეპერთან სიმღერაც კი ჩაწერა (სტატიის ბოლოს შეგიძლიათ ნახოთ მისი შემოქმედება).
ასევე გეტყვით, რომ მესუთი მეგობარი გოგონა ანა მარია ლაგერბლომი, მომღერალ სარა კონორის, და არის.





dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მესი 19
2 ბენზემა 14
3 სუარესი 11
4 ანხელი 10

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 6 5 1 0 16
2 რეალი 6 3 2 1 11
3 ბრიუგე 6 0 3 3 3
4 გალათასარაი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2020 (344)
აპრილი 2020 (396)
მარტი 2020 (507)
თებერვალი 2020 (501)
იანვარი 2020 (540)
დეკემბერი 2019 (318)