ოზილის ინტერვიუ GQ-სთან

მესუთ ოზილმა, არასპორტულ ჟურნალ ”GQ”-ს, ვრცელი ინტერვიუ მისცა.


- მუნდიალამდე თქვენ მხოლოდ გერმანიაში გიცნობდნენ, მაგრამ ახლა ოზილის სახელი მთელმა მსოფლიომ იცის.არ გაშინებთ ხალხის ასეთი ყურადღება თქვენდამი?

- ასეთი რაღაცებისთვის წინასწარ ვემზადები.მოკლედ რომ გითხრათ, შინაგანად მზად ვარ მსგავსი გამოწვევებისთვის.ნებისმიერს შეუძლია ფოტოს გადაღება ან ავტოგრაფი მთხოვოს.ამასთან დაკავშირებით პრობლემებს არ განვიცდი.სწორედ ეს არის ნამდვილი პროფესიონალი ფეხბურთელის სამუშაოს ნაწილი.უნდა აღინიშნოს, რომ შეტევითი პოტენციალის მქონე ფეხბურთელს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ გულშემატკივრები.მე ვარ ფლეი მეიქერი - მოედნის ცენტრის კრეატიული ძრავი.თანამედროვე ფეხბურთში აღნიშნული პოზიცია ძალიან პოპულარულია და გადამწყვეტიც.

- ზოგიერთ ჟურნალ-გაზეთში, თქვენ მოხსენიებული ხართ, როგორ გერმანელი მესი...
- რა თქმა უნდა, სიხარულისა და სიამაყის მომტანია, როდესაც გადარებენ მოთამაშეს, რომელმაც მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა ძალიან ბევრს მიაღწია.ჩემი მიზანია - მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელობა, თუმცა ვიცი რომ ამის მისაღწევად ძალიან დიდი ძალისხმევის გაღებაა საჭირო.

- გასულ ზაფხულს თქვენ მილიარდი თვალი გაკვირდებოდათ.ეს თქვენთვის ახალი, დაუვიწყარი გამოცდილება იყო.ნუთუ ეს ყველაფერი თქვენზე ზეწოლას არ ახდენდა?
- არანაირ ზეწოლას არ ვგრძნობდი.როდესაც მოედანზე გავდივარ, ყველაფერს ვივიწყებ და კონენტრაციას მხოლოდ თამაშზე ვახდენ.თუ კუთხურის ალამთან მომიწია მისვლა, მაშინ ვგრძნობ რომ სტადიონზე დიდი რაოდენობის ხალხია შეკრებილი.სიმართლე გითხრათ, ბავშვობაშიც სწორედ ამ განწყობით გავდიოდი მინდორზე.

- როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ მუნდიალზე? თქვენ ნაწყენი ხართ, რომ ვერ შეძელით ტიტულის დაუფლება, თუ გახარებული ხარ, რომ გერმანიის საუკეთესო ნაკრების წამყვანი მოთამაშე გახდი?
- ტიტულის ვერ მოგებამ ძალზედ დამწყვიტა გული.მე მჯერა გერმანიის შესაძლებლობების.ჩვენ თავდაუზგავად ვიშრომებთ იმისათვის, რათა დიდ წარმატებას მივაღწიოთ მომავალში.ბუნდესნაკრების პოტენციალი ამის შანსს ნამდვილად მოგვცემს.

- 21 წლის ხართ, მაგრამ ძალიან დამაჯერებლად საუბრობთ...
- გასული მსოფლიო პირველობა, გერმანიის ნაკრების ბევრი წევრისათვის, პირველი სერიოზული ტურნირი იყო.ჩვენ მომავალში უფრო განვვითარდებით და სერიოზული მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.სასიხარულოა, რომ ბუნდეს ნაკრების მიმართ ყველა დადებითად არის განწყობილი.იმედია, 4 წლის შემდეგ ბრაზილიაში დავიპყრობთ მწვერვალებს.

- მუნდიალამდე გერმანიის ეროვნულ გუნდს, პერ მერტეზაკერს ადარებდნენ - დიდი და ძლიერი, ხოლო ახლა კი ბუნდეს ნაკრებს თქვენ სახელს უკავშირებენ.იოხამ ლიოვი გეუბნებათ, რომ თქვენი პოზიცია გადამწყვეტია თანამედროვე ფეხბურთში?
- ჩემთვის ფეხბურთი არის დიდი სიამოვნება.როდესაც ბურთს ვხედავ, მოთმინება მეკარგება.მეორე მხრივ, რომ არა ჩემი თანაგუნდელები, ვერაფერსაც ვერ მივაღწევ.ფეხბურთი არის გუნდური სპორტი.გერმანიის ნაკრებში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს.მუნდიალზე ჩვენ ერთი ოჯახი ვიყავით.ბიჭები ვეხმარებოდით და ხელს ვუწყობდით ერთმანეთს ყველაფერში.საჭირო დროს, ხუმრობებითა და სხვადასხვა სასაცილო თამაშობებითაც ვირთობდით თავს.მაგალითად, ვარჯიშზე ვინც ყველაზე ცოტა გოლს გაიტანდა, საღამოს, ვახშმის დროს, ის დაალაგებდა თეფშებს მაგიდაზე.

- და ხშირად აგებდით?
- პირიქით.ტრადიციისამებრ, ჩემთვის სხვას მოქონდა თეფში.

- და მაინც ვინ გემსახურებოდათ?
- არ ვაპირებ სახელების ჩამოწერას, მაგრამ მაინც გეტყვით რომ ერთ-ერთი მათგანი იყო იემ ვიზე.მას ერთ საღამოს ჩემი მიმტანობა მოუწია.

- ბავშვობაში დიდ დროს ატარებდი ქუჩაში, სადაც გამუდმებდით აგორებდით ბურთს.ვინ იყო მაშინ თქვენი თანაგუნდელები?
- ჩემი თანაგუნდელები იყვნენ თურქები, ტუნისელები, გერმანელები და ა.შ.მე ბევრი რამ ვისწავლე მათგან.თანამედროვე ფეხბურთში, საფრანგეთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ეროვნულ ნაკრებში სხვა ეროვნების მოთამაშეებსაც იძახებენ.ეს რა თქმა უნდა ნორმალურია.

- თქვენს ფესვებზე ძალიან ბევრს საუბრობენ...

- ალბათ, ბევრმა ვერ გაიგო რატომ ავირჩიე გერმანია.ჩემი მშობლები თურქები არიან, მაგრამ მე გერმანიაში დავიბადე და იქ ვცხოვრობდი. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მესი 19
2 ბენზემა 14
3 სუარესი 11
4 ანხელი 10

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 6 5 1 0 16
2 რეალი 6 3 2 1 11
3 ბრიუგე 6 0 3 3 3
4 გალათასარაი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2020 (342)
აპრილი 2020 (396)
მარტი 2020 (507)
თებერვალი 2020 (501)
იანვარი 2020 (540)
დეკემბერი 2019 (318)