პერესი: ”2013 წლისთვის 15 ესპანელი უნდა თამაშობდეს რეალში”

სამეფო კლუბის პირველმა პირმა, აღშნინული მიზანი კლუბში მეორედ მოსვლის შემდეგ დაისახა.


სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ დონ ფლორენტინო თავის ”დანაპირებს” (ჯერჯერობით) სრულფასოვნად ასრულებს.მოგეხსენებათ, ამჟამად მადრიდული გრანდის რიგებს 10 პირინეელი ავსებს (წლეულს კანალესი და ლეონი მოვიდნენ).

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შემადგენლობის ”გაესპანელებიზაცია” პერესს რამდენიმე წლის წინაც ჰქონდა დაგეგმილი და მაშინ, მართლაც 15 ამ ეროვნების ფეხბურთელი გამოდიოდა ”რეალის” მაისურით (საუბარია 2004 წელს), მაგრამ უმეტესობა საკუთარი აკადემიის აღზრდილი იყო.ჟურნალისტები მათ ”პავონის” ტიპის ფეხბურთელებადაც მოიხსენიებდნენ.ასეთი ”შერაცხვა” რასაკვირველია ლოგიკურია, რამეთუ იმ ფორმირების ”რეალში” მუდმივად ერთი და იგივე შემადგენლობა გამოდიოდა სასტარტოში.ანუ როგორც ამბობენ ”თერთმეტ ვარსკვლავს პლიუს ერთი სოლარი.”ეს ფრაზა რეალურად ასახავს გალაქტიკური მადრიდის ვითარებას.

წინა პრეზიდენტობის ჟამს, ფლორენტინოს კიდევ ერთი დიდი შეცდომა ის იყო, რომ განხორციელებული 17 ტრანსფერიდან, შემადგენლობის რიგები მხოლოდ ერთმა ესპანელმა შეავსო (სერხიო რამოსი).

წარსულზე თვალის გადავლების შემდეგ, ისევ დღევანდელობას დავუბრუნდეთ, სადაც პერესმა საკუთარ შეცდომებზე სწავლა დაიწყო.ახლა, თუ 15 ახალწვეული მოდის გუნდში - 7 ესპანელია.ალბათ, ლოგიკური პოლიტიკის განახორციელების შემდეგ, 2013 წლისთვის, ”ბლანკოსში” მართლაც გვეყოლება ცამეტი პირინეული ფესვების ფეხბურთელი, თუმცა ეს ფაქტი იმას არ ნიშნავს, რომ მადრიდული კლუბის ბოსების უარს იტყვიან სხვა ეროვნების ნიჭიერებზე.

სტატიის ბოლოს, შეგახსენებთ პერესის დაპირებას, რომელიც გუნდის გაახალგაზრდავებას ითვალისწინებდა.უნდა ითქვას, რომ ფლორენტინო ამ კომპონენტშიც პროგრესს განიცდის, რამეთუ დღევანდელი ფორმირების მადრიდის ”რეალში,” მოთამაშეთა საშუალო ასაკი 25 წელს შეადგენს.

იმედია, წაკითხული სტატიის შემდეგ, პარალელი გაავლეთ ”ძველ” და ”ახალ” ”გალაქტიკოსის შემოქმედს” შორის. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)