მოუ: "ბენზემა მოსაგებად გამოვიყვანე"

დღეს ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა,სადაც მან კვლავ შეაქო საკუთარი გუნდი...


მას შემდეგ,რაც "რეალმა" "ერკულესი" დაამარცხა 3-1, "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ შემდეგი განცხადება გააკეთა:

"ჩვენ მეორე ტაიმში მეტოქეს განძრევის საშვალებაც კი არ მივეცით და ვფიქრობ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. არც პირველ ტაიმში ფლობდა "ერკულესი" უპირატესობას,მაგრამ მათ შეძლეს გოლის გატანა."

"სტუმრად გამარჯვება "ერკულესთან" ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კლუბი ფსიქოლოგიურად ამაღლებული ხვდება მომავალ ორ ურთულეს შეხვედრას."

"შეიძლება ბევრმა გააკრიტიკოს ჩემს მიერ გაკეთებული ცვლიბები,მაგრამ როგორც აღმოჩნდა სწორად გავაკეთე. მე ბენზემა მოსაგებად შემოვუშვი. მინდა განვაცხადო,რომ ქარიმმა საოცრად ჩაატარა მატჩი,მართალია ცოტა ხნით,მაგრამ სწორედ მისი აქტიურობისა და უშუალო მონაწილეობის შედეგად გაიტანა რონალდომ გოლები. რაც შეეხება არბელოას და ალბიოლს: მე ისინი იმიტომ შემოვიყვანე,რომ ზედმეტი სიურპრიზებისგან გუნდი დამეცვა."

"ჯერ "რეალი" კიდევ არ არის ისეთი,როგორც მე მინდა,მაგრამ გპირდებით,რომ მეორე წრიდან "თეთრ ბალეტს" შემოგთავზებთ."


by WISHMASTER dle 10.1

  • wishmaster
  • 31 ოქტომბერი 2010
  • 2580
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)