46 გოლი 48 ოფიციალურ მატჩში

როგორც ჩანს რონალდოს გოლების გატანა არ ბეზრდება, პორტუგალიელი შესანიშნავ ფორმაშია და გულშემატკივრებს სანახაობრივ თამაშს არ აკლებს. ოქტომბერი მისი თვე რომ არის, ამაზე კამათიც არ ღირს, რადგან მან 13 გოლის გატანა მაოხერხა ამ თვეში. 10 ლა ლიგაში, ერთი ჩემპიონთა ლიგაზე და ორი პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში.


პირველი მატჩი მიმდინარე თვეში მან დეპორტივოსთან ჩაატარა, სადაც დუბლით გამოიჩინა თავი, იმ შეხვედრაში რეალმა 6:1 მოიგო. შემდეგ მან ეროვნული ნაკრების მატჩებში თითო-თითოჯერ მაოხერხა დანიისა და ისლანდიის კარების დალაშქვრა.

სანაკრებო ბატალიებიდან დაბრუნებულმა ვარსკვლავმა დუბლი მალაგასთან მატჩში შეასრულა. რასაც მოყვა ბრწყინვალედ შესრულებული ჯარიმა მილანის წინააღმდეგ. ამის შემდეგ კრიშტიანომ რასინგთან მატჩში თავის კარიერაში პირველი პოკერი შეასრულა. დღეს სამეფო კლუბის ახალმა შვიდიანმა დუბლით გაახარა გულშემატკივრები. ჯამში მას შვიდ მატჩში 13 გოლი დაუგროვდა.

რონალდო ლა ლიგას ბომბარდირთა დავას 12 გოლით ლიდერობს და მისი უახოესი მდევარ ამჟამად ლიორენტეა, რომელსაც "სულ რაღაც" ექვსი გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თავისი მადრიდული კარიერის მანძილზე რონალდომ 48 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 46 გოლის გატანა შეძლო. dle 10.1

  • SunSay
  • 31 ოქტომბერი 2010
  • 3129
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (194)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)