"ერკულესის" ისტორია

დღეს მადრიდის "რეალი" "ლა ლიგის" მორიგი ტურის მატჩს გამართავს ალიკანტეში "ერკულესთან" . გთავაზობთ ამ კლუბის ისტორიას...


სრული სახელი: Hércules Club de Fútbol, S.A.D.

ზედმეტსახელი: Blanquiazules,რაც ქართულად "ესპანელს" ნიშნავს

დაარსების თარიღი: 1922 წელი

სტადიონი: José Rico Pérez (ტევადობა-30 000)

დირექტორი: ვალენტინ ბოტელა

მწვრთნელი: ესტებან ვიგო



ისტორია


"ერკულესი" 1922 წელს ქალაქ ალიკანტეში დაარსდა. 1931 წლამდე იგი არ ჩანდა ფართო ასპარეზზე. 1931-1932 წლებში მან პირველად მიიღო მონაწილეობა "ლა ლიგაში",მაგრამ წარმატება ვერ ჰპოვა და "სეგუნდაში" ჩამოქვეითდა. ამ წლიდან მოყოლებული 40 წლის განმავლობაში "ერკულესი" დაბალ დივიზიონებში მოგზაურობდა და თანაც ისე,რომ ერთხელაც არ მოუგია რომელიმე მათგანი.

1961 წლამდე კლუბს "ალიკანტე" ერქვა,ხოლო ამ წლიდან მას დღევანდელი სახელი - Hércules Club de Fútbol ქვია. 1970-1980 წლებში "ერკულესი" "ლა ლიგის" ბინადარი გახდა. სწორედ ამ 10 წლის განმავლობაში მოიპოვა მან აღიარება,ანუ ამ წლებში "ერკულესი" ძალიან კარგ და გამართულ ფეხბურთს თამაშობდა და ორ ესპანურ გრანდს "რეალსა" და "ბარსელონას" ხშირად ჯობდა კიდეც.

1980 წლიდან კლუბში დაიწყო ჩავარდნა. 1995 წლამდე "ერკულესი" კვლავ დაბალ დივიზიონებში "დათარეშობდა". 1995 წელს კი კვლავ "ლა ლიგაში" დაბრუნდა,მაგრამ ამჯერად ძველი დიდების დაბრუნება ვერ შეძლო.

2009-2010 წლებში "ერკულესმა" "სეგუნდა" დივიზიონში მეორე ადგილი დაიკავა,შესაბამისად "ლა ლიგაში" გადმოვიდა. თავდაპირველად ვერავინ ვერ იფიქრებდა,რომ ეს კლუბი არევ-დარევდა სიტუაციას,მიუხედავად იმისა,რომ აქ ტრეზეგე და დრენტე გადავიდნენ. მაგრამ ჰოი საოცრებავ და ერთ მშვენიერ დღეს "ერკულესი" "ნოუ კამპზე" ჩავიდა. ჩვეულებრივ ყველა ფიქრობდა,რომ "ბარსელონა" მორიგ იოლ გამარჯვებას მოიპოვებდა,მაგრამ ნურას უკაცრავად!!! ვინ გაუტანდა ვიქტორ ვალდესს გოლს თუ არა მისი მოგვარე ნელსონი. მან დუბლი გაიფორმა და "ბლაუგრანა" ხახამშრალი დატოვა.

აღსანიშნავია,რომ მადრიდის "რეალი" უკვე იმყოფებოდა ალიკანტეში რამოდენიმე თვის უკან და"ერკულესთან" ამხანაგური მატჩიც გამართა,რომელიც 3-1 მოიგო.

"ერკულესს" არსებობის ისტორიაში 20 სეზონი "ლა ლიგაში", 40 სეზონი "სეგუნდაში" , 11 სეზონი "სეგუნდა B-ში",ხოლო 7 სეზონი "ტერკერა" დივიზიონში აქვს გატარებული.


ინფორმაციის წყარო: wikipedia.org

სტატიის ავტორი: WISHMASTER dle 10.1

  • wishmaster
  • 30 ოქტომბერი 2010
  • 1798
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)