"დეპორტივომ" დაიწყო მომზადება "რეალთან" მატჩისთვის

ლა კორუნიის "დეპორტივომ" დაიწყო მომზადება ლა ლიგის პირველი მატჩისთვის,სადაც ისინი "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეხვდებიან მადრიდის "რეალს".ლა კორუნიელებმა მოსამზადებელი ეტაპი დაასრულეს "ოსასუნასთან" მატჩით,სადაც განიცადეს მარცხი 2:4.


"დეპორტივო" განეწყო მადრიდში ვიზიტისათვის.სამწვრთნელო შტაბი დაელოდება ტრავმირებული ფეხბურთელების მომჯობინებას.უკვე ცნობილია,რომ "რეალთან" მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ თავდამსხმელები ადრიან ლოპესი და ლასად ნუიუი,ხოლო ზე კასტრო წესით უნდა მომჯობინდეს პირველი მატჩსთვის.მადრიდელების წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში უნდა გამოჩნდნენ "დეპორტივოს" ახალწვეულები:"სამეფო კლუბის" აღზრდილი ლაურეანო სანაბრია და ბრაზილიელი ჟულიანო ანტონელო.ასევე ელოდებიან გუნდის ვეტერანი ფეხბურთელის ხუან კარლოს ვალერონის გამოჩენას,რომელსაც ჰქონდა უმძიმესი ტრავმა და ახალი ძალებით იწყებს სეზონს.

გასულ კვირას მიგელ ანხელ ლოტინამ განაცხადა,რომ ცხრა–ათი ფეხბურთელი,რომელმაც მიიღო მონაწილეობა "ოსასუნასთან" მატჩში გამოვლენ სასტარტო შემადგენლობაში "რეალის" წინააღმდეგ.აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ ლა კორუნიელთა ის შემადგენლობა,რომელიც გავა "ბერნაბეუზე" სათამაშოდ.კარს დაიცავს დანი არანსუბია,მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშებს ლაურეანო სანაბრია გუნდის ვეტერან მანუელ პაბლოს ნაცვლად.მასთან ერთად დაცვას გაამაგრებს კატალონიელი ალბერტ ლოპო და პორტუგალიელი ზე კასტრო,თუ ის შეძლებს ტრავმის მოშუშებას.ასევე ელოდებიან ფელიპე ლუიშის გამოჩენას,რომელიც ამ ზაფხულს ვერ გადავიდა კატალონიის "ბარსელონაში".მოედნის ცენტრში ჩვენ ვიხილავთ ხუან როდრიგესს,რომელსაც შეუწყვილდება ჟულიანო ანტონელო,ფლანგებზე კი ითამაშებენ ანხელ ლაფიტა და ანდრეს გუარდადო.თუ სიურპრიზებიც იქნება მოედანზე შეიძლება ვიხილოთ ვალერონი და რიკი.


ინფორმაციის წყარო:As.com dle 10.1

  • faqo
  • 27 აგვისტო 2009
  • 1850
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)