იუნაიტედი ლასში 16 მილიონ ევროს იხდის

ბრიტანულ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, სერ ალექს ფერგიუსონის ინტერესი ლასანა დიარას მიმართ ჯერ კიდევ არ განელებულა, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგ ფეხბურთელს წელს არც ისე კარგი სეზონი აქვს...


The Sun-ის ინფორმაციით ინგლისელებს ძალიან სურთ დიარას გადაბირება, ამ ტრანსფერის გაჩარხვა არც ისე მარტივი იქნება, რადგან ჟოზე მოურინიოს აზრით ფრანგი ფეხბურთელი "ბლანკოსისთვის" ძალიან საჭიროა, რადგან მას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში.

"წითლებს" შემადგენლობის მხრივ გარკვეული პრობლემები რომ აქვთ, ეს გუნდის გამოსვლაზეც აისახება პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში. შოტლანდიელი სპეციალისტი დიდი ხანია მოითხოვს ლასის შეძენას.

Daily Mirror-ის ინფორმაციით მანჩესტერელები მზად არიან ლასის სანაცვლოდ 16 მილიონი ევრო გადაიხადონ და ფეხბურთელს 4 წლიანი კონტრაქტი გაუფორმონ. გარიგება შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შედგეს. ამ შეთანხმების მთავარი ხელისშემშლელი პორტუგალიელი სპეციალისტია, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. dle 10.1

  • Hala
  • 29 ოქტომბერი 2010
  • 1678
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)