ალონსო: ”ჟოზე ჩვენი ბოსია”

მადრიდის ”რეალისა” და ”ფურია როხას” ნახევარმცველმა ხაბი ალონსომ, ჟურნალ”DT”-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელმა გამოცემისთვის ფოტო სესიაც მოაწყო.


- როგორ ხედავ გუნდს მიმდინარე სეზონში?
- ეს არის ახალი წელი, ახალი მწვრთნელით, ახალი ფეხბურთელებითა და ახალი პროექტებით.გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ და განიცდის პროგრესს.ამასთანავე კარგად ვიცით, რომ არსებობს ნიუანსები, რომელიც გამოსწორებას საჭიროებენ.ამ ეტაპზე გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა საკუთარი პოტენციალი ჯერ ბოლომდე არ გამოგვივლენია.

- ”რეალის” ამჟამინდელი შემადგენლობა ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.”აიაქსთან” თამაშის შემდეგ, მოუმ აღნიშნა, რომ ”ბლანკოსი” ბავშვები თამაშობენ, რომელთა მამაც ხაბი ალონსო არისო...
- (იცინის) ეს მხოლოდ და მხოლოდ ფრაზებია.მე მამად ნამდვილად არ ვთვლი თავს.იქედან გამომდინარე, რომ შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა ირიცხება, მათთან შედარებით გამოცდილი ვარ, თუმცა ვეტერანი ნამდვილად არ ვარ.

- როგორი იყო ”ანოეტეზე” მატჩი, ”რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ?
- კარგად ვიცით, რომ სან სებასტიანში ”რეალი” არა სასურველი გუნდია, მაგრამ როდესაც ბასკეთში სხვა გუნდის მაისურით გამოვდივარ, ყოველთვის ვგრძნობ ადგილობრივების სიმპატიებს, რაც ძალზე მახარებს.რაც არ უნდა იყოს, ადრე თუ გვიან იქ დავბრუნდები.

- მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და წელს შესაძლებელია ლა ლიგაც...აღნიშნული ტიტულები ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა...
- სიმართლე გითხრათ, უკმაყოფილო არა ვარ ჩემი კარიერით, მაგრამ ქვეყნის ჩემპიონატების ვერ მოგება ძალიან მაწუხებს.”რეალ სოსიედადში” და ”ლივერპულში” თამაშის დროს, ეროვნული პირველობებში პირველობა ვერ შევძელი, მაგრამ იმედია ამ ნავსს მადრიდის მაისურით გავტეხავ.

- რომ შეგეძლოს, რომელ სათამაშო კომპონენტის გაუმჯობესებას ეცდებოდი?
- სისწრაფის, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ასპექტი ჩემს პოზიციაზე პოპულარული არაა.ეს რომ შემძლოს, გარკვეულ ნაპეწკალს მივცემდი ჩემს თამაშს.

ალონსო: ”ჟოზე ჩვენი ბოსია”

- როგორია რონალდუს თანაგუნდელობა?
- ის არაჩვეულებრივად ამბიციურია და ყოველთვის პროგრესირებს.რონი ისეთი ტიპის მოთამაშეებს განეკუთვნება, რომელთა ყოფნა შემადგენლობაში ყოველთვის გინდა.კრიშტი ნორმალური, ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც მუდამ ფეხბურთზე ფიქრობს.

- როგორ მოერგო გუნდს სერხიო კანალესი?
- მჯერა, რომ სერხიომ წარმატებით გაიარა ადაპტაცია.ის ესპანელია და ეს ფაქტორი მას გაუადვილებს საქმეს.

- გუნდში თუ არიან ფეხბურთელები, რომლებიც პრობლემას განიცდიან ენასთან დაკავშირებით?
- დიახ, ეს პრობლემა გარკვეულწილად სამისა და მესუთ აწუხებთ.ისინი ინგლისურად ბაასობენ და ცუდად იციან ესპანური.

- მოურინიო ისეთი უხეშია, როგორიც გარედან ჩანს?
- ნამდვილად არვიცი ის გარედან როგორ გამოიყურება, მაგრამ მოუ მომთხოვნი დამრიგებელია.ის ბევრს მუშაობს, უყვარს, როდესაც ყველაფრის საქმის ყურშია და მუდამ ცდილობს გარკვეული დეტალების გამოსწორებას.

- შენ მასში მინუსები ხომ არ დაგინახავს?
- ის ბოსია (იცინის).

- ორი მიზეზი, რომლითაც ”რეალი” ჩემპიონატს მოგებს?
- იმედი და მუშაობა.

- ვის გადასცემდი ”ოქროს ბურთს?”
- რა თქმა უნდა ხავის, რომელიც ბრწყინვალედ გამოიყურებოდა გასულ წლებში.მასთან ერთად თამაში დიდი სიამოვნებაა.

- შენ ერთდროულად ლა ლიგაზე, ლიგაზე, სამეფო თასზე და ეროვნულ ნაკრებში თამაშობ.ეთანხმები იმ აზრს, რომ თამაშების რაოდენობის შემცირება საჭიროა?
- დიახ, ჩემი აზრით, კოპა დელ რეიზე 1 შეხვედრის გამართვაც საკმარისი იქნებოდა.ფეხბურთელებს მეტი თავისუფალი დრო უნდა გვქონდეს დასვენებისათვის.მოგეხსენებათ, ვინც მუნდიალზე ითამაშა, იმათ ფაქტიურად არ ჰქონიათ არდადეგები.ვერ გეტყვით, სეზონის ბოლოს ეს როგორ აისახება ჩვენს კონდიციებზე.

- ეროვნული ნაკრებიდან, ყველაზე უფრო რომელ ფეხბურთელთან მეგობრობ?
- თანამემამულეებთან ერთად უამრავი საათის გატარება მომიხდა.სიმართლე გითხრათ, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ უფრო თანაგუნდელებთან ვარ ახლოს.საერთო ჯამში ძალიან კარგი ატმოსფერო სუფევს ”ფურია როხაში.”

ალონსო: ”ჟოზე ჩვენი ბოსია”


- როგორ გაქვს მკერდი ”გისოსები” (грудная клетка)? ფინალში დე იონგისაგან მწარე დარტყმა მიიღე...
- გეთანხმებით, ასეთი დარტყმა კარიერაში არავის მოუყენებია ჩემთვის.თამაშის შემდეგ 3-4 დღე მტკიოდა როგორც ზურგი, ასევე მკერდი, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად არის.

- ფეხბურთი რომ არა, რა პროფესიის მიმდევარი იქნებოდი?
- ძალიან მიზიდავს ჩოგბურთი, მაგრამ არა მგონია რაიმე განსაკუთრებულისთვის მიმეღწევია სპორტის ამ სახეობაში.ალბათ, ახლა უნივერსიტეტი დამთავრებული მექნებოდა და მუშაობით ვიქნებდი დაკავებული.

- რა არის შენი ჰობი?
- ჩემი ჰობი, ბავშვების დაბადების შემდეგ გვერდზე გადავიდა.ვცდილობ, თავისუფალი დროის 100 პროცენტი ჩემს შვილებს დავუთმო.

- რომელი ფილმის ყურებას გვირჩევთ?
- უპირატესობას ძველ ფილმებს ვანიჭებ, მაგალითად: ”გაქცევა შოუპენგიდან,” ”კასაბლანკა, ”ჯონ კენედი” და ა.შ.

- შენს გარდერობში, რა არის ყველაზე ძვირფასი?
- ერთ-ერთი ჩემი კოსტუმი.

- გარდერობი დიზაინერების საჩუქრებით არის სავსე, თუ შენი შოპინგის წყალობით?
- საბედნიეროდ, არის ნივთები რომელსაც შენ იღებ, მაგრამ არის შემთხვევბი როდესაც თავად დავდივარ შოპინგზე.

- რთულია იყო ცნობადი სახე? ქომაგები არ გაწუხებენ?
- არ მაწუხებენ და იმედია ასეც გაგრძელდება.არანიარი სურვილი არ მაქვს, პირად ცხოვრებაში ვინმემ ხელი შემიშალოს.გავიხსენებ ფაქტს, როდესაც სამი წლის წინ წავაწყდი ინდიელ ქალბატონს, რომელიც ფეხბურთის დიდი ქომაგი იყო.მან დასძინა, რომ თავის შვილს, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელის, ხაბი ალონსოს, სახელი დაარქვა (იცინის). dle 10.1

  • Undecima
  • 27 ოქტომბერი 2010
  • 1720
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ხერარდ მორენო 6
2 ბენზემა 6
3 ლორენი 6
4 სუარესი 4

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 2 2 0 0 6
2 ბრიუგე 2 0 2 0 2
3 გალათასარაი 2 0 1 1 1
4 რეალი 2 0 1 1 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2019 (153)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)
მაისი 2019 (366)