მარსელო: ”მოუმ უფრო აგრესიული და მოტივირებული გამხადა”

დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ, ბრაზილიელი მარსელო, ”ბერნაბეუს” საპრესკონფერენცია დარბაზში, ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა.


”ჩემი სახიდან არასდროს გამქრალა ღიმილი, მე ყოველთვის გახარებული ვარ.კარგად ვიცოდი, რომ მოურინიოს მოსვლის შემდეგ ჩემი პოტენციალი უნდა დამემტკიცებინა.ასევე დიდი მადლობელი ვარ პრეზიდენტისა, რამეთუ ის ყოველთვის მენდობა.”

”მოურინიო დაცვაში თამაშის გამოსწორებაში დამეხმარა.მისი წყალობით უფრო აგრესიული და მოტივირებული გავხდი.ახლა ნებისმიერი ბურთისათვის ვიბრძვი.”

”ჩემი აზრით, ”მურსიასთან” კარგად ითამაშეს თანაგუნდელებმა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბურთს არ უნდოდა კარის ხაზის გადაკვეთა.კვირას ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა უნდა გავმართოთ.ჩვენ დავუპირისპირდებით კლუბს, რომელიც დღითიდღე პროგრესს განიცდის.ალიკანტელებმა ”ბარსელონასა” და ”ვილიარეალის” დაბეჩავება შეძლეს, ამიტომაც მგონია, რომ საკმაოდ რთული და ხისტი თამაში იქნება.”

”სიმართლე გითხრათ, მხოლოდ მადრიდის ”რეალზე” ვფიქრობ.რაც შეეხება ”ბარსელონას,” სულ მალე გავიგებთ, კატალონიელებზე კარგად ვთამაშობთ, თუ არა.ვგონებ, მადრიდისტებს კარგი შემართება გვაქვს აღებული და ასე უნდა გავაგრძელოთ.ჩვენ ნებისმიერი შეხვედრისათვის თავდაუზოგავად ვემზადებით.”

”ბენზემა უმაღლესის ხარისხით არის აღჭურვილი.დარწმუნებული ვარ, პრესისგან დიდი ზეწოლა წამოვა ფეხბურთელზე, მაგრამ ეგ არაფერია.ყოველ მოთამაშეს გვაქვს ჩავარდნა.ვიმედოვნებ, რომ ქარიმი გუნდს დაეხმარება თავისი გოლებით.” dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)