მადრიდის "რეალი" 6-1 სანტანდერის "რასინგი" (ფეხბურთელთა კომენტარები)

როგორც მოგეხსენებათ, გასულ უიქენდზე მადრიდის "რეალი" - სანტანდერის "რასინგს" დაუპირისპირდა და მეტოქე ძალიან ადვილად 5 ბურთის სხვაობით დაამარცხა. მიმდინარე მატჩის შემდეგ, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები და რამოდენიმე მაღალჩინოსანი ჟურნალისტებს გაესაუბრა...


კრიშტიანო რონალდო

როგორი შეგრძნებაა, როდესაც ფეხბურთელი ერთ შეხვედრაში 4 გოლს იტანს?

- პირველ რიგში გუნდს მინდა მივულოცო ეს ბრწყინვალე გამარჯვება, ყველაფერი ის რისი გაკეთებაც მე მოვახერხე ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა. რომ არა მათი ბრწყინვალე ასპარეზობა, მე ვერაფერს გავხდებოდი.

გუნდი ათამაშდა?

- ორი დღის უკან მწვრთნელი გვესაუბრა. მან ნათლად აგვიხსნა გუნდში არსებული ვითარება და განგვიმარტა, რომ ყველაფერი ის რაც დღეს ხდება ჩვენი დამსახურებაა, მაგრამ ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია... მიუხედავად იმისა, რომ საქმე კარგად მიდის, წინ კიდევ გრძელი და ძალიან რთული გზაა გასავლელი.

ამდენი გოლის მიუხედავად თქვენ არ გახვედით მოედნიდან...

- მოურინიომ მკითხა თუ როგორ ვგრძნობდი თავს... ვუპასუხე, რომ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ იქვე დავსძინე, რომ თუ იგი მოედნიდან გამიყვანდა, მე თავს შეურაცხყოფილად არ ვიგრძნობდი. სხვა დანარჩენი კი თვითონ ჟოზემ გადაწყვიტა...

გახსოვთ ბოლოს ოთხი გოლი როდის გაიტანეთ?

- არა, რადგან ეს ჩემი პროფესიონალური კარიერის დონეზე პირველად მოხდა. ისე კი ბავშვობაში ბევრჯერ გამიტანია ოთხი გოლი...

თავს როგორ გრძნობთ?

- ძალიან კარგად. ვფიქრობ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას სრულად ვანხორციელებ... კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ჩემს თანაგუნდელებს, მე მათთან დღითიდღე უფრო ვახლოვდები, ასე რომ ყველაფერი კარგად მიდის...


ანხელ დი მარია

მაგარი თამაში იყო!

- ნამდვილად. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან გუნდმა კიდევ ერთი შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა. გუშინ მართლაც საუცხოოდ ვითამაშეთ.

როგორ შეაფასებდით გუნდის მუშაობას?

- დადებითად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს თამაშში პროგრესი აშკარად იგრძნობა, ეიფორია ჯერ ნაადრევია. ბოლო მატჩებში ჩვენ მთლიანად გუნდური პრინციპით ვთამაშობთ, მაგრამ ყველაფერი ეს არ არის... ჩემს გვერდით ისეთი ბრწყინვალე ფეხბურთელები თამაშობენ, როგორიც არის ოზილი, რონალდო და პიპიტა, რომლებსაც ნებისმიერი შეხვედრის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ თქვენ მწვრთნელთან ბრწყინვალე ურთიერთობა გაქვთ...

- დიახ. ჩვენს შორის კარგი ურთიერთდამოკიდებულება ჯერ კიდევ ამერიკაში ვიზიტის დროს ჩამოყალიბდა...

რა გითხრათ მოუმ მატჩის ბოლოს?

- მოურინიომ მითხრა, რომ ის ამაყობს ჩემით.

პირადად თქვენ გუშინ ბრწყინვალედ ითამაშეთ...

- არამარტო მე, "რასინგთან" მატჩში ყოველი ჩვენგანი მშვენივრად გამოიყურებოდა. აღსანიშნავია კრიშტიანო რონალდოს დიდებული ასპარეზობა...


გონსალო იგუაინი

"კარგი მატჩი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ საკმაოდ სერიოზული მეტოქე იბრძოდა, "რეალი" პირველივე წუთებიდან დაეუფლა მატჩში უპირატესობას და შეხვედრა სათანადო შედეგით დაასრულა."

"როდესაც გუნდური პრინციპით ვთამაშობთ, შედეგი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მაშინ, როდესაც ყოველი ჩვენგანი ინდივიდუალურად ცდილობს წარმატების მიღწევას."


სერხიო კანალესი

"მშობლიური კლუბის წინააღმდეგ თამაში ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მოპოვებული გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით. ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია..."

"სეზონის სტარტზე ჩვენ შედეგიანობის ნაკლებობას გვიწუნებდნენ, თუმცა როგორც ხედავთ ეს ყველაფერი დროებითი ლაფსუსი გამოდგა. გუშინდელ მატჩში ყოველი ჩვენგანი უმაღლეს დონეზე თამაშობდა, საერთო ჯამში გუნდმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა."

პედრო ლეონი

"ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, ეს მხოლოდ დასაწყისია. მწვრთნელის თქმით ჩვენი მთავარი პრობლემა არ უნდა გახდეს ეიფორია, რომელიც გასული მატჩების დროს მივიღეთ. ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია, ეს უბრალოდ რიგით შეხვედრაში მოპოვებული ლამაზი გამარჯვება იყო."

"საერთო ჯამში მომეწონა გუნდის თამაში. ფეხბურთელები მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ, ვფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება."

ხორხე ვალდანო

"ჩვენმა გუნდმა ძალიან კარგად იასპარეზა, "რეალმა" საკუთარი პოტენციალი გუშინდელ მატჩში ბრწყინვალედ წარმოაჩინა. ფეხბურთელებს საშუალება ჰქონდათ, საკუთარი მარგი ქმედების კოეფიციენტი ერთიორად გაეზარდათ და ყველასთვის დაემტკიცებინათ, თუ რა შეუძლიათ."

"პროცენტული თვალსაზრისით, გატანილი ბურთების რაოდენობა წინა სეზონის მაჩვენებელთან იდენტურია, მაგრამ მოურინიოს გუნდის თამაშში გაცილებით უფრო მეტი თვითდაჯერებულობა და ძლევამოსილება შეიმჩნევა, ვიდრე შარშანდელი "რეალის" თამაშში. ვფიქრობ ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს, დარწმუნებული ვარ წელს ჩვენ ბევრს მივაღწევთ."

ფრანსისკო პერნია (რასინგის პრეზიდენტი)

"ბენრნაბეუზე საკმაოდ ოპტიმისტური განწყობით ჩამოვედით, მაგრამ მადრიდელებმა მოულოდნელად "ცივი შხაპი" გადაგვასხეს თავზე... მათ უბრალოდ გენიალურად ითამაშეს... მაშინ, როდესაც უკვე მე-15 წუთზე 2-0 აგებ, თანაც ისეთ მეტოქესთან როგორიც "ბლანკოსია", გამოსავალი ერთია, უბრალოდ ნაადრევად უნდა შეწყვიტო თამაში."


By Kevlish... dle 10.1

  • kevlisha
  • 25 ოქტომბერი 2010
  • 1765
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)