საუკეთესო სტარტი უკანასკნელი 19 წლის მანძილზე

ჟოზე მოურინიოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოსვლის შემდეგ, მადრიდის "რეალში" აღმავლობის ხანა დაიწყო. სამეფო კლუბი დღითიდღე პროგრესირებს. შედეგი სახეზეა, მიმდინარე სეზონში სამეფო კლუბს უკანასკნელი 19 წლის მანძილზე საუკეთესო სტარტი ჰქონდა (6 გამარჯვება, 2 ფრე, 0 წაგება). სეზონის მიმდინარე სტადიამდე, "თეთრებმა" დაუმარცხებლად უკანასკნელად 1997/98 წლის სეზონში იასპარეზეს.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოურინიოს დამოძღვრილმა ბიჭებმა, უკანასკნელ 3 შეხვედრაში 16 გოლის გატანა მოახერხეს და მხოლოდ სამი ბურთი მიიღეს საკუთარ კარში (6-1, 1-4, 6-1), საერთო ჯამში კი ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მადრიდელებს 22 გატანილი ბურთი დაუგროვდათ. მადრიდელებმა, საკუთარ მოედანზე (სანტიაგო ბერნაბეუზე) 16 გოლის გატანა მოახერხეს, ხოლო საკუთარ კარში მხოლოდ 2 ბურთი მიიღეს. მიმდინარე სეზონში სამეფო კლუბმა სულ 4 გოლი გაუშვა და ყველა მათგანი მატჩის მეორე ნახევარში.

5 აგვისტოს შემდეგ, მადრიდის "რეალს" არც ერთი შეხვედრა არ წაუგია. სამეფო კლუბმა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში სამი შეხვედრა ჩაატარა (აიაქსი, ოსერი, მილანი) და ყველა მათგანში სასურველ შედეგს მიაღწია (2-0, 0-1, 2-0). "თეთრები" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე უდანაკარგოდ ასპარეზობენ, თან ისე რომ საკუთარი კარის მშრალად შენახვასაც ახერხებენ.

საუკეთესო სტარტი უკანასკნელი 19 წლის მანძილზე


მადრიდელთაგან როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტად კრიშტიანო რონალდო აქტიურობს. პორტუგალიელმა გარემარბმა სანტანდერის "რასინგის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა, საერთო ჯამში კი ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კრიშტიანომ 9 ბურთის გატანა მოახერხა. რონალდომ "რეალის" მაისურით 46 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 44 გოლის გატანა მოახერხა.


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

ავტორი: Kevlisha
dle 10.1

  • kevlisha
  • 25 ოქტომბერი 2010
  • 1614
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)