1997წ. ,,ატლეტიკო მადრიდი''-,,რეალ მადრიდი''.რაულის საღამო

დაიწყო ახლალი1997წლის სეზონი. მოახლოვდა მორიგი მადრიდული დერბი. .,ატლეტიკოს'' მთავარი მწვრთნელი,რადომირ ანჩიჩი, რამდენიმე წლის წინ რეალსაც წვრთნიდა. ,,ბლანკოსს'' თავკაცობდა ფაბიო კაპელო.,,ეს დუელი ძალიან გავს ,,მილანი''-,,ინტერის'' დაპირისპირებას''.-განაცხადა მილანის ყოფილმა მწვრთნელმა მატჩის დაწყების წინ.


დაიწყო ახლალი1997წლის სეზონი. მოახლოვდა მორიგი მადრიდული დერბი. .,ატლეტიკოს'' მთავარი მწვრთნელი,რადომირ ანჩიჩი, რამდენიმე წლის წინ რეალსაც წვრთნიდა. ,,ბლანკოსს'' თავკაცობდა ფაბიო კაპელო.,,ეს დუელი ძალიან გავს ,,მილანი''-,,ინტერის'' დაპირისპირებას''.-განაცხადა მილანის ყოფილმა მწვრთნელმა მატჩის დაწყების წინ. ,,ჩვენ უნდა გავიტანოთ პირველებმა და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ''.- განაცხადა ანჩიჩმა. ,, რეალმაც'' თავის მხრივ არც კი უნდა იფიქროს ფრეზე'',- უპასუხა კაპელომ.სიტუაცია ნელ-ნელა იძაბებოდა, ინტერესი დიდი იყო გულშემატკივრებს შორის. ,,რეალსა'' და ,,ატლეტიკოს'' ჰქონდათ 17 დღე მოსამზადებლად. ეს შეხვედრა ორივე გუნდის თავკაცისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო. პრესა ყურადღებას ამახვილებდა მიატოვიჩი-შუკერის დუეტზე. სწორედ ეს წყვილი იყო ,,რეალის'' საუკეთესო ბომბარდირი(იმ დროისთვის შუკერს გატანილი ჰქონდა 14 გოლი, მიატოვიჩს-9, ხოლო რაულს-7). აღსანიშნავია, რომ ,,ბლანკოსმა'' შეძლო ,,ატლეტიკოს'' დამარცხება მათი გოლების გარეშე.

შემადგენლობები:
,,რეალ მადრიდი'': ილგნერი,პანუჩი,იერო,ალკორტა,რობერტო კარლოსი,ამავისკა,რედონდო,ზეედორფი,რაული.შუკერი(ვიქტორი 79),მიატოვიჩი.
,,ატლეტიკო მადრიდი'':მოლინა,ჰელი,სანტი,პროდანი(ლოპესი 65),ბეიბლი,ტონი,პაუნოვიჩი,პანტიჩი,კამინერო,კიკო(ბისკაინო 79), ესნაიდერი(ხუან კარლოსი 73).

გოლები:კიკო(32),რაული(47), რაული(82), ზეედერფი(84), ვიქტორი(90)

,,მე ვმუშაობ იმაზე,რათა გავხდე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი'',-რაული, 1997 წლის იანვარი.
ეს მატჩი გამოდგა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რაულის კარიერაში. მან დააამტკიცა ,რომ მისი პერსპექტიულობა არ გამქრალა. ბომბარდირის, პლეიმეიკერის და ლიდერის თვისებები იყო გაერთიანებული ამ ახლაგაზრდა, ნიჭიერ ფეხბურთელში. რაული ისეთივე ვარსკვლავია ,,რეალის'', როგორც რონალდო- ,,ბარსელონასთვის"-ცდილობდნენ კატალონიელი ჟურნალისტები რამე ახალი მოეფიქრებინათ მატჩის შემდგომ. მისი თამაშით ყველა აღპრთოვანებული იყო, განსაკუთრებით ლამაზი გამოვიდა მისი მეორე გოლი.

მიატოვიჩის გაძევებამ 1-1-ზე ვერ გატეხა ,,სამეფო კლუბი'', რომელმაც იპოვა ძალა და მატჩის მიწურულს განახორციელა 3 ბრწყინვალე კონტრშეტევა, რომლებიც დასრულდა გოლებით მოლინას კარში. რაულის მიერ გატანილი მეორე გოლი დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრებათ ,,კალდერონზე'' შეკრებილ პუბლიკას. ესეთი ბურთის გატანა მხოლოდ ისეთ არაორდინალურ ფეხბურთელს შეუძლია ,როგორიც რაულია''- განაცხადა მატჩის შემდგომ კაპელომ.,, როდესაც მე ვლპარაკობ რაულზე, ესე იგი მე მხედველობაში მყავს 4-იდან ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი''

,,ჯერ-ჯერობით ეს საუკეთესო მატჩია ჩემს ცხოვრებაში. როდესაც მე გამქონდა მეორე გოლი , დავინახე სიცარიელე და გავიქეცი იმ ადგილისკენ. მე ვგრძნობდი,რომ შემეძლო გატანა და არც ვუყურებდი ჩემს გუნდელებს,იმდენად ვიყავი დარწმუნებული.

,,როდესაც მე გავიტანე გოლი ატლეტიკოს კარში, მე ვაკოცე ,,რეალის'' გერბს, რათა ყველასთვის მეჩვენებინა, რომ ვარ ნამდვილი მადრიდისტა და მოვკვდები ამ კლუბის გამო. ყოველ თამაშში მე მოვკვდები რეალის ფორმისთვის''

ინფორმაციის წყარო:Real-madrid.ru dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)