"რომა" გარაიზე ფიქრობს

არგენტინელმა მოსამზადებელ ეტაპზე პელეგრინის ნდობა მოიპოვა.


"რომა" აგრძელებს "რეალის" მცველებზე დაკვირვებას.თუ მათ რამდენიმე დღის წინ დაინტერესება გამოხატეს კრისტოფ მეცელდერით,ახლა ყურადღების ცენტრში ეზეკილ გარაი მოექცა.

იტალის ჩემპიონატი გასულ კვირას დაიწყო,მაგრამ გუნდები ჯერ კიდევ აპირებენ იაქტიურონ სატრანსფერო ფანჯარაზე.დედაქალაქური კლუბი აპირებს "ბარიში" გაუშვას მარკო ანდრეოლი,ამიტომ მოუწევს მცველის ძიება.

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები ისევ არიან "რომას" თვალთახედვის არეში.მადრიდელებმა რამდენიმე დღის წინ მიიღეს რომაელთა წინადადება მეცელდერის ტრანსფერის თაობაზე,მაგრამ უარი მიიღეს.ალტერნატიული ვარიანტია არგენტინელი მცველი ეზეკილ გარაი.

ფეხბურთელი,რომელიც დარწმუნებული იყო,რომ დარჩებოდა

არგენტინელმა მცველმა ითამაშა 90 წუთი "როსენბორგის" წინააღმდეგ და მოიპოვა მანუელ პელეგრინის ნდობა.ის იმედოვნებს,რომ კიდევ ბევრჯერ მოუწევს თამაში.

"ყოველდღიურ ვარჯიშს თავისი კარგი მხარეები გააჩნია.ჩემით ძალიან ბევრი გუნდია დაინტერესებული,მაგრამ არ მსურს მადრიდის დატოვება.მე ბევრს ვვარჯიშობ,რათა დავრჩე გუნდში და ვიბრძოლო ძირითადი შემადგენლობისათვის"–განაცხადა გარაიმ 21 აგვისტოს პრესასთან საუბარში.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რჩება 1 კვირა და "რომა" ცდილობს მოახერხოს გუნდის დაბალანსება.ნაკლებად სავარაუდოა,რომ გარაი ჩაალაგებს ჩემოდნებს და რომში გადაბარგდება.ლუჩიანო სპალეტის უკვე ჰყავს ალტერნატიული ვარიანტი,იმ შემთხვევაში თუ ჩაიშლება გარაის ტრანსფერი.დედაქალაქელები აკვირდებიან "უდინეზეს" ფეხბურთელ მაურისიო დომიცის.


ინფორმაციის წყარო:Defensacentral.com dle 10.1

  • faqo
  • 25 აგვისტო 2009
  • 2173
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)