მარსელოს ჟამი

გასული სეზონის დასრულების შემდეგ, მარსელოს მომავალი სამეფო კლუბში ბურუსით იყო მოცული.ეს მოსაზრება, გარკვეულწილად ბრაზილიელის არა სტაბილურობამ გამოიწვია.


მთელი ზაფხულის განმავლობაში, ესპანური ჟურნალ-გაზეთები კოლაროვს უწინასწარმეტყველებდნენ მადრიდში გადაბარგებას.ამ უკანასკნელს სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელის ადგილი უნდა დაეკავაბინა მადრიდულ გრანდში, თუმცა საბედნიეროდ პრესის ჭორები, ჭორებად დარჩა.

სტატიის დასაწყისში არა სტაბილურობა ვახსენე და მინდა ცოტა ღრმად ჩავწდე ამ თემას.მოკლედ, როგორც მიმომხილველები ამბობენ, შარშანდელი სეზონიდან შეიძლება სამი ისეთი მატჩის გამოყოფა, რომლიც ნახვის შემდეგაც ჯუნიორის პოტენციალის ეჭვქვეშ დავაყენებთ.ალბათ, უპირველესად უნდა გავიხსენოთ ”სანჩეს პისხუანზე” გამართული ორთაბრძოლა, სადაც ადგილობრივმა ხესუს ნავასმა ”აპამპულავა” კარლოსის ”მემკვიდრე.””სევილიელებთან” განცდილ ფიასკოს, მარცხენა მცველმა ”ბარსელონასთან” წარუმატებელი თამაშები მიაყოლა.ერთი სიტყვით, აქ დავასრულოთ მარსელოს მინუსებზე საუბარი.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ბრაზილიელის ”ნამდვილი” პოზიცია მარცხენა ფრთის მეურვეობა გახლავთ.ბევრს მიაჩნია, რომ ფეხბურთელის შესაძლებლობები ნახევარდაცვას უფრო უკავშირდება, თუმცა ეს მოსაზრება მცდარია.აბა, კარგად დაუფიქრდით, რახან მოთამაშე აღჭურვილია დრიბლინგითა და გამჭოლი პასების გადაცემით, მანდამაინც მოედნის ცენტრის ”ბინადარი” უნდა იყოს? რა თქმა უნდა, არა.ამის დასადასტურებლად გავისენოთ ლეგენდარული რობერტო კარლოსი და საერთოდ ბრაზილიელი მცველები.ჩემი აზრით, მარსელო ტიპიური სამხრეთ ამერიკელი გარემარბია.

მიმდინარე სეზონში, ”მოურინიოსი არ იყოს,” ჩვენს წინაშე სახეშეცვლილი მარსელო წარსდგა.ფეხბურთელი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაშიც.ამის ნათელი მაგალითია ”მილანთან” დაპირისპირება, სადაც ბრაზილიელმა თანამემამულე პატოს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა.იმედია, ის ასე განაგრძობს თამაშს და სკეპტიკოსებსა თუ კრიტიკოსებს, საკადრის პასუხებს გასცემს.

წარმატება ვუსურვოთ მარსელოს! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)