მისტერ ოქრომბერი - კრიშტიანო რონალდო

მატჩი, რომელიც სამეფო კლუბმა "მილანის" წინააღმდეგ გამართა, შესანიშნავი გამოდგა, რონალდოსთვის. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და გოლის გატანაც მოახერხა, იგი იყო საუკეთესო მოთამაშე "ბლანკოსის" მხრიდან. კრიშტიანომ დაამტკიცა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და სამეფო კლუბისთვის ბევრი რამის გაკეთება შეუძლია...


ფეხბურთელი იდეალურ ფორმაშია და ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ოქტომბრის თვეში უკვე ჩაატარა 5 მატჩი და 7-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. აქედან 3 თამაში რონალდომ "რეალის" რიგებში გამართა ხოლო 2 მატჩი პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში. მისი თითოეული შეხება ბურთთან სახიფათოა.

შესანიშნავი სერია 3 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც რონიმ ლაკორუნიის დეპორტივოს კარის აღება მოახერხა, საბოლოოდ ის მატჩი მადრიდელებმა 6-1 მოიგოს. შემდეგ კრიშტიანო პორტუგალიის ნაკრებს დაეხმარა 2 მატჩში 2 გოლით, ხოლო შემდეგ იყო მალაგა, მალაგელებს ახალგაზრდა მოთამაშემ 2 გოლი გაუტანა, ამის შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის დროც მოვიდა. ამელიას კარში მე-13 წუთზე სტანდარტიდან გოლი გავიდა, ავტორი კი რა თქმა უნდა კრიშტიანო იყო.

კრიშტიანო რონალდო ამჟამად ლა ლიგის ბომბარდირთა დავასაც ლიდერობს 6 გოლით, იგი "პიჩიჩის" ტიტულის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. პორტუგალიელი ფეხბურთელი ასევე ყველაზე მეტჯერ ურტყამს კარის მიმართულებით, მისი მაჩვენებელი 55-ია. რონალდო ასევე გამოირჩევა ასისტენტის ფუნქციითაც, მან უკვე შეძლო და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მისტერ ოქრომბერი - კრიშტიანო რონალდო


ოქტომბრის თვე ჯერ არ დასრულებულა. ასე, რომ მადრიდელი გულშემატკივრები პორტუგალიელი ვარსკვლავისგან შედეგის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ელოდებიან. dle 10.1

  • Hala
  • 22 ოქტომბერი 2010
  • 2294
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)