ხენტო:"წელს რეალი ბევრს მიაღწევს"

დღეს მადრიდის "რეალის" ლეგენდარულ ფეხბურთელს, ფრანსისკო ხენტოს 77 წელი შეუსრულდა. სამეფო კლუბის ისტორიაში ერთერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა თავის იუბილეზე, ახალგაზრდა სერხიო კანალესს შეხვდა, რომელიც მის მსგავსად სანტანდერიდან გადმობარგდა მადრიდში. როგორც მოგეხსენებათ, "რასინგსა" და "რეალს" შორის შეხვედრა მიმდინარე უიქენდზე შედგება.


სერხიო, თქვენ კანტაბრიელი ხართ. ალბათ დიდი პატივია, რომ დღეს ხენტოს გვერდით დგახართ. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

- კანალესი: ძალიან დიდი ხანია, რაც მე ხენტოსთან შეხვედრაზე ვფიქრობ. მის შესახებ ძალიან ბევრი მსმენია, როგორც მადრიდში, ასევე სანტანდერში. ფრანსისკო გახლავთ მოვლენა, რომელმაც მადრიდის "რეალის" ისტორიაში დიდი კვალი დატოვა. მან სამეფო კლუბთან ერთად 6 ევროპის თასი მოიგო. ბევრს არ შეუძლია დაიტრაბახოს ასეთი მიღწევებით, ეს მართლაც გამაოგნებელია.

ხენტო, თქვენ რას ფიქრობთ სერხიოს შესახებ?

- ხენტო: მე ძალიან მომწონდა მისი თამაში სანტანდერში. ვფიქრობ იგი მადრიდში ადაპტაციას მალე გაივლის და პროგრესირებას განაგრძობს. ყველამ კარგად ვიცით, რომ, როდესაც გუნდში კანტაბრიელი ფეხბურთელები თამაშობენ, ამ კლუბს მრავალი ტიტულის მოგება შეუძლია. ერთი, ორი, სამი, ხუთი... ვფიქრობ მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის თასს კიდევ მრავალჯერ აღმართავენ.

რა რჩევას მისცემდით კანალესს?

- ხენტო: ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც რჩევის გაზიარება არ არის რეკომენდირებული. მან ძალიან კარგად იცის, თუ როგორი ტრადიციების გუნდში ასპარეზობს, იგი აქ ტიტულების მოსაგებად მოვიდა. იგი პირველ რიგში ძალიან თავმდაბალი უნდა იყოს, რათა თანაგუნდელებთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება მოახერხოს. ეს არის ყველაფერი რისი თქმაც მე შემიძლია, დანარჩენი მასზეა დამოკიდებული. სერხიომ ძალიან კარგად იცის, რომ ის დიდი ნიჭის პატრონია, ვფიქრობ მას მადრიდში დიდი მომავალი აქვს.

თქვენ 18 წლის მანძილზე იცავდით მადრიდის "რეალის" ღირსებას, რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

- ხენტო: ვფიქრობ ჩემი წარმატების საიდუმლო იმაში მდგოამრეობს, რომ მე ძალი დიდი ნებისყოფის მქონე ადამიანი ვარ. მე მადრიდში 19 წლის ასაკში მოვედი, ვფიქრობდი, რომ გამოცდილების მისაღებად "ოსასუნაში" ან რომელიმე სხვა საშუალო დონის კლუბში გამასხვისებდნენ, მაგრამ საბედნიეროდ ასე არ მოხდა... დი სტეფანოსა და სხვა ბწყინვალე ფეხბურთელების დახმარებით არ გამჭირვებია გუნდში ადგილის დამკვიდრება და საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა. ამჟამად, სერხიოს გვერდით ისეთი შესანიშნავი თანაგუნდელი ჰყავს, როგორიც არის კრიშტიანო რონალდო, რომელიც კანალესისთვის მაგალითი უნდა იყოს. ვფიქრობ, სერხიოს წინ ნათელი მომავალი აქვს, მე მისი ნიჭის იმედი მაქვს.

სერხიო, თქვენ შეგიძლიათ ისევე ხანგრძლივად ითამაშოთ მადრიდის "რეალში", როგორც ხენტომ...

- კანალესი: ეს ძალიან რთულია. როგორც ხენტომ თქვა, ასეთი დიდების მისაღწევად ძალიან დიდი ნებისყოფაა საჭირო. ვფიქრობ ჩემი კარიერა საუკეთესოდ ვითარდება, იმედი მაქვს ყველაფერი ასევე გაგრძელდება და მე მოვახერხებ გავხდე ამ გუნდის სიმბოლო, ისევე როგორ ხენტო...

ხენტო:"წელს რეალი ბევრს მიაღწევს"


ხენტო, თქვენ მადრიდის "რეალთან" ერთად 6 ევროპის თასი, 12 ლა ლიგა, 2 კოპა დელ რეი და ერთი საკონტინენტთაშორისო თასი მოიპოვეთ...

- ხენტო: ეს ყველაფერი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, თუ მსხვერპლს გაიღებ, შედეგსაც მოიმკი... მაგალითად ავიღოთ, დღეს მადრიდის "რეალში" და ალბათ მსოფლიოს მასშტაბით, კრიშტიანო რონალდო საუკეთესო ფეხბურთელია... თუ გინდა, რომ წარმატებას მიაღწიო, უნდა იფიქრო, რომ შენ რონალდოზე მაგარი ხარ და მასზე მეტი შეგიძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოგივა.

რას ნიშნავს ორივე თქვენგანისთვის მადრიდი და კანტაბრია?


- ხენტო: ვამაყობ, რომ მე კანტაბრიელი ვარ. ორივე ჩვენგანი 19 წლის ასაკში ჩამოვიდა მადრიდში. მე ჩემი ცხოვრების ნახევარი სამეფო კლუბში გავატარე, ხოლო სერხიომ თავისი ყმაწვილობის პერიოდი სანტანდერში გაატარა. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შეგიძლია შენი პატარა ქალაქის სიამაყე იყო.

სანტანდერის საფეხბურთო აკადემიამ ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი აღზარდა, რომლებმაც კარიერის პიკს მადრიდში მიაღწიეს...

- ხენტო: როგორც მახსოვს, პირველი კანტაბრიელი, რომელიც მადრიდში ჩამოვიდა სწორედ მე ვიყავი. შემდეგი იყო მარკიტოსი, მის შემდეგ მიერა... სანტანდერი სანტილიანას, კასილასის, აგილარის და ელგერას მშობლიური მხარეა. ასე, რომ "რასინგი" მომავალში კიდევ ძალიან ბევრ ნიჭიერ და დიდ მოთამაშეს გაზრდის.

თქვენ მთლიანად ხართ ინტეგრირებული მადრიდში. როგორ ფიქრობთ, სერხიომ ადაპტაციის სწრაფად გასავლელად რა ხერხს უნდა მიმართოს?

- ხენტო: პირველ რიგში მან სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს. მადრიდი ძალიან დიდი ქალაქია, იგი ფეხბურთის გარდა უამრავ სხვა გასართობებს მოიცავს, მაგრამ სერხიოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს - მადრიდის "რეალი"... ბოლოს კი, რა თქმა უნდა აუცილებელია თავდაუზოგავი მუშაობა საკუთარ თავთან, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური განხრით.

ხენტო:"წელს რეალი ბევრს მიაღწევს"


ორივე თქვენგანი კანტაბრიელია. შაბათს მადრიდის "რეალი" - "რასინგის" წინააღმდეგ ითამაშებს. ხენტო, გვიპასუხეთ თუ შეიძლება რომელ გუნდს უგულშემატკივრებთ?

- ხენტო: არც ერთის გამოყოფა არ შემიძლია, მე ორივე გუნდის გამარჯვება თანაბრად მიხარია, ასე რომ თუ ნებას დამრთავთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ.

სერხიო, თქვენ რას ფიქრობთ "რასინგთან" თამაშზე?

- კანალესი: ეს თამაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მე ჩემი კარიერის საუკეთესო წლები სანტანდერში გავატარე, მე დღეს მადრიდელი ვარ, ასე რომ შაბათის მატჩში "რეალს" ვუქომაგებ და ვეცდები ჩემი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ბოლომდე დავიხარჯო. ხოლო რაც შეეხება სხვა მატჩებს, ყველა დანარჩენ შეხვედრაში მე ყოველთვის "რასინგის" მხარეს დავიჭერ.

რას გრძნობდით თქვენი სადებიუტო მატჩის დროს მადრიდის "რეალში"?

- კანალესი: ეს ძალიან შთამბეჭდავი მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში, გასული ეპიზოდი ჩემი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება.

სად წაიღეთ თქვენი სადებიუტო დღის მაისური?

- კანალესი: ვინახავ, მე მას თვალის ჩინივით ვუფრთხილდები.

ხენტო, თქვენ თუ შეინახეთ მაისური?

- ხენტო: სამწუხაროდ არა, რადგანაც იმ დროს ფეხბურთელებს მხოლოდ თერთმეტი მაისური გვქონდა, ასე რომ...

ხენტო:"წელს რეალი ბევრს მიაღწევს"


რით განსხვავდებით თქვენ ერთმანეთისგან?

- ხენტო: სერხიო ძალიან ტექნიკური მოთამაშეა, იგი ფლეიმეიკერის ფუნქციებს ბრწყინვალედ ითავსებს, გარდა ამისა იგი ბომბარდირული ნიჭითაც არის დაჯილდოვებული. მე არ ვყოფილვარ ისეთი შემოქმედი, როგორც კანალესი, ჩემი მთავარი პლიუსი სისწრაფე იყო, მე კარგად გამომდიოდა ბურთის წინ გაგდება და ფლანგზე კარგი გარღვევების განხორციელება.

კანალესი: ხენტო ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელი იყო, მას შესანიშნავი დრიბლინგი ჰქონდა. სისწრაფის ნაკლებობას არც მე ვუჩივი, მაგრამ ეს ჩემი მთავარი პლიუსი ნამდვილად არ გახლავთ, ვფიქრობ ჩემი ხენტოსთან შედარება სრული აფსურდია, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ მინდა მასსავით წარმატებული კარიერა მქონდეს.

როგორ ფიქრობთ, კანალესს მადრიდში კარგი მოამვალი აქვს?

- ხენტო: კი, რა თქმა უნდა, ამაში დარწმუნებული ვარ.

დიდი გამოწვევაა არა?

- კანალესი: დიახ, საკმაოდ, მაგრამ ამის მიუხედავად მე ვეცდები ჩემი შესაძლებლობები სრულად წარმოვაჩინო და წარმატებას მივაღწიო.

ვინ იყო თქვენთვის ყველაზე უხერხული მეტოქე?

- ხენტო: კატალონიელი ბენიტესი. მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩემზე ასაკოვანი იყო, სისწრაფით არ ჩამომივარდებოდა, მასთან გამკლავება ყოველთვის მიჭირდა.

კანალესი: პეპე, იგი ფიზიკურად ძალიან ძლიერია, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ძალიან რთულია.

"მილანთან" შეხვედრაში გამოჩნდა, რომ წელს მადრიდის "რეალს" ნებისმიერ ტურნირზე შეუძლია წარმატების მიღწევა...

- ხენტო: რა თქმა უნდა, მათ ეს შეუძლიათ. ეს მათი მოვალეობაა. ეს იყო ნამდვილი მადრიდული თამაში, სწორედ ამას ელოდა გულშემატკივარი სამეფო კლუბისგან. ასეთი "რეალი" მე დიდი ხანია არ მინახავს, ვფიქრობ მათ ყველას და ყველაფრის მოგება შეუძლიათ. მეორე ნომრად ყოფნა "ბლანკოსს" არ სჩვევია, უტიტულობა კი "თეთრებს" არ ეკადრებათ, ასე რომ მადრიდისტებს "მილანის" დამარცხება იტალიაშიც მართებთ. რაც ყველაზე მთავარია შედეგი ჩანს, მადრიდელთა თამაშში ხარვეზები ნაკლებად შეიმჩნევა, ეს კი ძალიან კარგია. სამეფო კლუბს ბწყინვალე შემადგენლობა ჰყავთ, მათ ძალიან უნდა მოინდომონ და მიმდინარე წელს ყველა ტურნირზე წამრატებით ითამაშონ.

კანალესი: ჩვენს გუნდს ახალი მწვრთნელი და 6 ახალი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ როგორც ხედავთ მათ ადაპტაციის გავლა არ გასჭირვებიათ. გარწმუნებთ, წელს "რეალი" ძალიან ბევრ ტიტულს დაეუფლება.

ხენტო:"წელს რეალი ბევრს მიაღწევს"


რას ფიქრობთ მაურინიოს შესახებ?

- ხენტო: ის დიდია, პირდაპირი თუ არაპირდაპირი მნიშნვნელობით. მაურინიო ახალწვეულია, მაგრამ მას შეუძლია წელსვე უამრავ ტრიუმფს მიაღწიოს. მისი მთავარი პლიუსი ის არის, რომ მას ფეხბურთელებთან ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბება შეუძლია, რაც დღევანდელ ფეხბურთში ერთერთი ყველაზე მნიშნველოვანი ფაქტორია წარმატების მისაღწევად.

კანალესი: ის მართლაც შესანიშნავია. მაურინიო უბრალოდ გენიოსია, საუკეთესო საუკეთესოთა შორის...

"რასინგთან" თამაშზე ხენტო საპრეზიდენტო ლოჟაში იჯდება, თუ თქვენ გოლს გაინტანთ ალბათ სწორედ მას მიუძღვნით...


- თუ გოლი გავიტანე არ ავღნიშნავ, მაგრამ ჩემს წარმატებულ თამაშს ხენტოს მივუძღვნი.


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

ავტორი: Kevlisha
dle 10.1

  • kevlisha
  • 21 ოქტომბერი 2010
  • 1676
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)