ევროპის მეფეები

მადრიდის რეალმ ევროპა დაიპყრო, მან ვარსკვლავებით გადაჭედილ მილანს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა და ალბათ საუკეთესო შეტევის ხაზის მქონე გუნდის ფორვარდებს: რონალდინიოს, იბრაჰიმოვიჩს, პატოს და რობინიოს, თავისი თამაშის საშუალება არ მისცეს.


მადრიდის რეალი განაგრძობს პროგრესს და განაგრძობს წაუგებელ მატჩთა სერიას. სეზონის დასაწყისში მადრიდის რეალს მომენტების შექმნა ძალიან უჭირდა, რაც პირველივე მატჩში გამოჩნდა. ამის შემდეგ გუნდმა შეტევაში შემოქმედობითობა გამოავლინა და უამრავი მომენტის შექმნა დაიწყო, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა გოლის გატანა იყო, რაც ბოლო სამ შეხვედრაშიც გამოსწორდა. ეს არის ძალიან მცირე მიმოხილვა იმისა, თუ რა ეტაპები გაიარა მადრიდის რეალმა დასაბრუნებლად მოურინიოს მოსვლის შემდეგ.

"მკვლელი" - სწორედ ასე მოიხსენიებენ საფეხბურთო ექსპერტები რონალდოს, რომელიც არის ფიზიკურად ბუფალოსავით ძლიერი და გაზელივით მოქნილი. მან ზუსტად 92 წამში ბერლუსკონის ძვირადღირებული პროექტი, რომელსაც ახალი მილანი ჰქვია პირში ჩალა გამოვლებული დატოვა. მან ჯერ ჯარიმა "შეაგდო", ხოლო შემდეგ ოზილს გაუწია ასისტენტობა. 2:0 ზე უკვე ყველაფერი დამთვრებული იყო და ალეგრის სახეზეც ღიმილი მწუხარებამ შეცვალა. მილანის ინტერს 2000-მდე ტიფოზა ჩამოყვა, რომელთაც სჯეროდათ, რომ მილანის ვარსკვლავური შემადგენლობა მოახერხებდა რეალის დამარცხებას, თუმცა მათ ვერ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ სამეფო კლუბის მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგის მეფე, არც მეტი არც ნაკლები ჟოზე მოურინიოა.

რამდენიმე წლის წინ, რონალდინიო იყო ის პიროვნება, რომელმაც ბერნაბეუზე შოუ დადგა და მოსისხლე მტერი გუნდის გულშემატკივრები ფეხზე წამომდგარნი, აპლოდისმენტებით აცილებდნენ მოედნიდან, თუმცა ამ სეზონში რეალის დაცვამ, მას ფეხის განძრევის საშუალებაც კი არ მისცა.

მოურინიო არის ჯადოქარი, რომელიც სათადარიგო სკამზე ზის და ფეხბურთელებს იმას აკეთებინებს, რაც მას სურს. მოურინიო და რონალდო ორი პორტუგალიელი, რომელიც მადრიდის რეალის ახალ ისტორიას წერს! dle 10.1

  • SunSay
  • 21 ოქტომბერი 2010
  • 1589
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (216)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)