საუკეთესო სტარტი ჩემპიონთა ლიგაზე

აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ასეთი სტარტი სამეფო კლუბს 22 წლის განმავლობაში არ ჰქონია ჩემპიონთა ლიგაზე.


კონკრეტულად საუბარია, ჯგუფური ეტაპის პირველი სამი შეხვედრის მოგებაზე და საკუთარი კარის მშრალად შენახვაზე.შეგახსენებთ, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მიმდინარე გათამაშებაში, მადრიდელებმა ”აიაქსის” (2-0), ”ოსერის” (1-0) და ”მილანის” (2-0) დამარცხება შეძლეს.

ბოლოს გუნდმა ასეთი მაჩვენებლი 1988 წლის სეზონში გამოავლინა.მაშინ, დედაქალაქურ გრანდს ლეო ბეენჰაკერი მოძღვრავდა.”თეთრებმა” ევროპის თასის (ასე მოიხსენებდნენ ამ ტურნირს) პირველ 3 დაპირისპირებაში 9 ქულა მოიპოვეს (5 გატანილი და არცერთი გაშვებული).აღსანიშნავია, რომ მათ მეოთხე თამაშიც მოიგეს, თუმცა პაკო ბუიომ 2 გოლი გაუშვა.

აქვე გეტყვით, რომ მადრიდის ”რეალმა” უდავოდ საუკეთესო სეზონი კონტინენტის საკლუბო პირველობაზე, 1955 წელს ჩაატარა.დი სტეფანოს ”ბლანკოსმა” პირველი ოთხ თამაშში გამარჯვება არავის დაუთმო (14 გატანილი და 0 გაშვებული).

ცნობისათვის, ევროპაში რამდენიმე გუნდმა მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველ სამ თამაშში გამარჯვების ზეიმი, თუმცა არავის მოუგია ზედიზედ ოთხი შეხვედრა (”რეალის” გარდა).

იმედია, მოუს ფორმირების სამეფო კლუბი განაგრძობს წარმატებულ თამაშს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)