"რეალის" ფეხბურთელთა შეფასებები

Realmadrid.com-მა გააკეთა ფეხბურთელების შეფასებები "როსენბორგთან" მატჩში.


კასილასი: მიუხედავად იმისა,რომ მის კართან ნაკლები მომენტები იქმნებოდა,ზოგ ეპიზოდში ის თავდაჯერებული იყო.

ალბიოლი: მცველმა გამოავლინა თავისი ლიდერული თვისებები და მუდამ კარგად ირჩევდა პოზიციებს.

გარაი: არგენტინელი კარგად გამოიყურებოდა დაცვაში და შეეძლო გაეტანა გოლიც,მაგრამ მისი დარტყმული ძელმა აისხლიტა.

მარსელო: ის ძალიან სწრაფად პროგრესირებს,განსაკუთრებით ეს ეხება დაცვაში თამაშს.ასევე ის შესანიშნავად გამოიყურებოდა მეტოქე გუნდის ნახევარზე და საგოლე გადაცემა გაუკეთა ბენზემას.

არბელოა: ძალიან ბევრს დარბოდა.როგორც გარაის,მასაც შეეძლო გოლის გატანა,მაგრამ ბურთი ისევ კარის ძელს მოხვდა.

ლასანა დიარა: მთელი მატჩი ფრანგმა ჩაატარა უმაღლეს დონეზე.მიუხედავად მისი პოზიციისა,ლასანა კარგად თამაშობს შეტევაშიც.მან დააბალანსა თამაში,რითაც კაკასა და ხაბი ალონსოს მისცა საშუალება მოედანზე წყნარად ეგრძნოთ თავი.ამასთან ერთად ფრანგმა შეძლო ფანტასტიური გოლის გატანა.

ხაბი ალონსო: ბასკი ფეხბურთელი აგვარებს პრობლემას სწრაფი და ეფექტური მოძრაობით.ის აკონტროლებს თამაშის ტემპს.

კრისტიანო რონალდო: პორტუგალიელი ვარსკვლავი კარგად უგებდა პარტნიორებს.შორს არაა ის პერიოდი,როცა ის საბოლოოდ გაივლის ადაპტაციას.მან მონაწილეობა მიიღო მესამე გოლში და დაიმსახურა გულშემატკივართა ოვაციები.

კაკა: მისი თამაში შეტევაში ელეგენტური და შეუდარებელია."ბლანკოსი" ვალდებულია კარგად ითამაშოს,როცა ის მოედანზეა.

რაული: კაპიტანი მეტოქე გუნდის მცველებს წნეხის ქვეშ აქცევდა,მოქმედებდა ნახევარდაცვაშიც და კარგ პასებსაც აკეთებდა,როცა პარტნიორი კარგ პოზიციაზე იყო.მან მოახერხა გოლის გატანა.

ბენზემა: ფეხბურთელმა მიიღო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება.მან გაიტანა ორი აბსოლუტურად განსხვავებული გოლი და კიდევ ერთხელ დაამტკიცა,რომ ის დიდებული ფეხბურთელია.

გრანერო: როცა მოედანზე გამოვიდა,დაამტკიცა,რომ გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელია.სწორედ მისი ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ შეძლო რაულმა მეოთე გოლის გატანა.

პეპე: დაუბრუნდა ცენტრაული მცველის პოზიციას მას შემდეგ,რაც ითამაშა რამდენიმე მატჩი ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე."როსენბორგის" თავდამსხმელებმა ვერაფერი მოუხერხეს პეპეს.

იგუაინი: მოედანზე შემოვიდა მეორე ტაიმში,ჰქონდა გოლის გატანის შანსი,მაგრამ მეკარე ძლიერი აღმოჩნდა.

რობენი: ჰოლანდიელი წარმოადგენს საშიშროებას ნებისმიერი გუნდის დაცვისთვის.გააწამა მეტოქე გუნდის მცველები თავისი დრიბლინგებით.

დრენტე: მოედანზე შემოვიდა მარსელოს ნაცვლად.არ დაუშვია შეცდომა და რამდენჯერმე კარგად ითამაშა საკუთარ ნახევარზე.

გუტი: მოედანზე დაიკავა კაკას ადგილი,როგორც ნახევარდაცვის ლიდერმა.გააკეთა ბევრი კარგი გადაცემა და თავდამსხმელებს კარგი პასებით ამარაგებდა.

დიარა და ვან ნისტელროი: ყველაზე სასიამოვნო სიახლე–მათ ისევ შეუძლიათ თამაში.


ინფორმაციის წყარო:Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 25 აგვისტო 2009
  • 2463
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)