რუნი განაცხადს მიღმა დარჩა

ჯერ კიდევ მიმდინარეობს შეხვედრა მანჩესტერს იუნაიტედსა და თურქულ ბუსასპორს შორის, ამ წუთისათვის ინგლისელები 1:0 იგებენ. თუმცა ეს ფაქტი ჩვენ ნაკლებად გვაღელვებს, მთავარი ის არის, რომ უეინ რუნი განაცხადს მიღმა დარჩა.


როდესაც შემადგენლობას გადავხედე, პირველ რიგში რუნის ძირითადში არყოფნა გამიკვირდა, ხოლო შემდეგ სათადარიგო სკამის ფეხბურთელებს გადავხედე, არც იქ ჩანდა ბრიტანელი ფორვარდის გვარი. მაშინვე გადავამოწმე და აღმოვაჩინე, რომ ოფიციალური ინფორმაციით ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს და ამიტომ ტოვებს მატჩს. წითელი ეშმაკების ტელევიზიამ კი გულშემატკივრები დააწყნარა და განაცხადა, რომ ფეხბურთელი არსად წასვლას არ აპირებს და მზად არის კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი რამ ფაქტია... რუნისა და მანჩესტერს შორის განხეთქილებაა.

თავად ფეხბურთელმა უკვე მრავალჯერ განაცხადა, რომ სურს კლუბის დატოვება და ამ ინფორმაციით აჭრელებულია, როგორც ბრიტანული, ასევე ესპანური პრესა. ინგლისელ ფორვარდს რეალში ან ბარსელონაში გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ. ამ ფაქტს უკვე შეეჩვია ფერგიც, რომელმაც უკვე მრავალჯერ გააკრიტიკა ინგლისელი ფორვარდი, თავისი საქციელის გამო (რუნი მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან დააფიქსირეს, როდესაც მისი ცოლი ორსულად იყო).

რუნის შეძენა ეშმაკების მოსისხლე მტერ მანჩესტერ სიტის სურს, რომელიც მზად არის ტევესის შემდეგ წითლებს უეინიც წაგლიჯოს. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მანსინი (სიტის მთავარი მწვრთნელი), რუნის ტრანსფერს არარეალურს უწოდებს და მას მიაჩნია, რომ საერთოდ არ დატოვებს ინგლისელი თავის ამჟამინდელ კლუბს. ხოლო მადრიდის რეალის მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, იმედოვნებს, რომ რუნი ბრიტანულ კლუბს არ დატოვებს. როგორც მოგეხსენებათ მოურინიოს ფერგუსონთან ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს და მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მეგობრობს შოტლანდიელ სპეციალისტთან, ალბათ სწორედ ამიტომ არ აკეთებს პორტუგალიელი გამომწვევ განცხადებებს.

ხშირად წავაწყდებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ინგლისელი ფორვარდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთანავე დატოვებს მანჩესტერს, თუმცა ეს სიმართლეს ნაკლებად შეესაბამება, რადგან მისი გაშვება ამ დროს არც იუნაიტედს აწყობს და არც თავად ფეხბურთელს, რადგან ის ვერ მიიღებს მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგის მატჩებში. ხოლო ზაფხულში მისი სხვა კლუბში გადაბარგება სავსებით რეალურია. dle 10.1

  • SunSay
  • 21 ოქტომბერი 2010
  • 1910
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (224)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)