მადრიდის "რეალი" - შვედური "მილანი"

ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანის" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. "ბარსელონადან" იტალიაში იჯარით გადაბარგებული ფეხბურთელი ყველას უჩვენებს თავის შესაძლებლობებს. 1949-დან 1959 წლამდე რეალი და მილანი ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ამ პერიოდში იტალიელებს ჰყავდათ სამი შვედი ფეხბურთელი(გრენი, ნორდალი და ლიედომი), რომელიც "მილანის" ისტორიის საუკეთესო მოთამაშეებად მოიაზრებიან, რადგან ისინი კლუბს ძალიან ეხმარებოდნენ და სწორედ ამიტომ უწოდებდნენ ამ იტალიურ კლუბს "შვედურ მილანს".


პირველად "რეალი" და "შვედური მილანი" 1949 წლის 4 მაისს, მადრიდში შეხვდნენ ერთმანეთს. საუკეთესო შვედი მოთამაშე იმ პერიოდში ნორდალი იყო. თუმცა ამ მატჩში საუკეთესო სამეფო კლუბის ფეხბურთელი, პაჩინიო აღმოჩნდა, რომელმაც მე-19 წუთზე გოლი გაიტანა და შეხვედრა თეთრების გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დასრულდა.

1956 წელს ეს ორი გუნდი ისევ შეხვდა ერთმანეთს, ამჯერად ევროპის თასის ნახევარფინალში. ამ პერიოდში "რეალსაც" და "მილანსაც" მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები ჰყავდათ შემადგენლობაში, რომლებიც თასისთვის იბრძოდნენ. ზემოთ აღნიშნული ნორდალი ამ წელს საუკეთესო მოთამაშე და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ნახევარფინალური დაპირისპირება ისევ მადრიდელების გამარჯვებით დასრულდა (4-2). განმაორებითი მატჩი სან სიროზი კი მასპინძლებმაა პირველად დაამარცხეს ესპანელები (2-1), თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. ალფრედო დი სტეფანოს მინდვრიდან გასვლამ დიდი ოვაციები დაიმსახურა.

მომდევნო წელს ეს ორი ტიტანი ისევ გადაეყარა ერთმანეთს, თუმცა მაჯერად Latina Cup-ზე. ნორდალი იტალიური კლუბის შემადგენლობაში უკვე აღარ იყო, თუმცა "მილანში" გაჩნდა ლიედომი. ამ მატჩის გმირი ხენტო იყო, რომელმაც ჰათ-ტრიკი შეასრულა და სამეფო კლუბმა ისევ გაიმარჯვა (5-1).

მადრიდისტებმა მოძებნეს შემადგენლობა, რომელიც 1958 წლის 28 მაისს ევროპის თასის ფინალში ითამაშებდა. ლიედომ შიაფინოს და გრილოს გოლების გაქვითვა მოახერხა და ანგარიში ფრედ, 2-2 დასრულდა. ხენტომ დამატებით დროში გოლის გატანა მოახერხა და მადრიდის "რეალი" თასს დაეუფლა.

ბოლო მატჩი "რეალსა" და "მილანს" შორის 1959 წლის 29 აგვისტოს გაიმართა. ეს დაპირისპირებაც ესპანელების გამარჯვებით დასრულდა (6-3). ახალწვეულმა მადრიდისტამ (დიდიმ) სამი ბურთის გატანა მოახერხა.

გენერალური შედეგი: მადრიდის "რეალმა" "შვედური მილანის" წინააღმდეგ ექვსი მატჩი ჩატარა (ხუთი მოიგო და ერთში დამარცხდა).

მადრიდის "რეალი" - შვედური "მილანი"


გუნეარ გრენი: ნახევარმცველი მოედნის დიდებული ხედვით და გოლის გატანის გასაოცარი ალღოთი. მას მეტსახელად "პროფესორს" უწოდებდნენ. იგი წინა სეზონში გუნდის ერთ-ერთი დამხმარე მწვრთნელი იყო. გრენი არადსოდეს შეხვედრია მადრიდის "რეალს" 1949-53 წლების პერიოდში.

გუნეარ ნორდალი: ეს მოთამაშე 1949-დან 1956 წლამდე "მილანის" ღირსებას იცავდა. იგი იყო პირველი შვედი ფეხბურთელი, რომელიც "მილანში" გადავიდა. მას მეტსახელად "ბიზონს" უწოდებდნენ.

ნილს ლიედოლმი: 1949-61 წლებში ეს ფეხბურთელი მილანის მაისურით გამოდიოდა სტადიონზე. იგი ამ კლუბიში რამოდენიმეჯერ დაბრუნდა მწვრთნელის რანგში. dle 10.1

  • Junior
  • 18 ოქტომბერი 2010
  • 3219
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)