მატჩის მიმოხილვა

მადრიდის "რეალმა" გაანადგურა "როსენბორგი" ანგარიშით 4:0.


მადრიდის "რეალის" ოფიციალური პრეზენტაცია თავისი ვარსკვლავებით იყო ფანტასტიური,ფეხბურთელებმა მოახდინეს შესანიშნავი ფეხბურთის დემონსტრირება.მოედანზე ყველაფერი იყო–აზარტი,დისციპლინა,ბოლომდე ბრძოლა და ერთიანობა.მადრიდის "რეალმა" გაანადგურა "როსენბორგი" 4:0.

მატჩის დაწყების წინ ფანები მიესალმნენ გარაის,გრანეროს,არბელოასა და ალონსოს,ასევე დაემშვიდობნენ გუნდის ლეგენდას მიჩელ სალგადოს,რომელიც მომდევნო სეზონს "ბლექბერნში" ჩაატარებს.მარტა დომინგესს,მსოფლიო ჩემპიონს 3 000 მეტრ დისტანციაზე,მიეცა საშუალება გაეხსნა მატჩი.

მატჩის დაწყებისთანავე "რეალი" დომინირებდა დინამიკისა და მობილურობის ხარჯზე.მათ გოლის გატანის პირველი შანსი ჰქონდათ კრისტიანო რონალდოს დარტყმის შემდეგ.ოთხი წუთის შემდეგ მარსელომ გაუკეთა შესანიშნავი პასი ქარიმ ბენზემას,რომელმაც გახსნა მატჩში ანგარიში.

გასაკვირია,მაგრამ მანუელ პელეგრინის შეგირდები არ თმობდნენ პოზიციებს მთელი მატჩის განმავლობაში.ნახევარმცველები იხსნებოდნენ ფლანგებზე,თავდამსხმელები იცვლიდნენ პოზიციებს.ლასანა დიარამ გაიტანა მეორე გოლი 25 წუთზე თავისი დიდებული დარტყმის შედეგად.ერთი წუთის შემდეგ ლასმა შესანიშნავი პასი გაუკეთა რონალდოს,რომელმაც კარგად დაინახა ბენზემა და პასიც გაუკეთა.ფრანგი ფორვარდი გაექცა მეტოქე გუნდის მცველს და ძლიერი დარტყმით დუბლი შეასრულა.

"სამეფო კლუბი" არც მეორე ტაიმში მოდუნდა.გრანერომ და პეპემ შეცვალეს არბელოა და ალონსო.გრანეროს კუთხურის შემდეგ რაულმა გაიტანა ფანტასტიური გოლი მატჩის 54–ე წუთზე.რამდენიმე წუთის შემდეგ პელეგრინის გადაწყვეტილებით ბენზემასა და რაულის ნაცვლად მოედანზე შემოვიდნენ იგუაინი და რობენი.

75–ე წუთზე შედგა დიდი ხნის ნანატრი ფეხბურთელების–რუუდ ვან ნისტელროისა და მაჰამადუ დიარას დაბრუნება,რომელთაც ტრიბუნები ოვაციებით შეეგებნენ.მათთან ერთად "რეალი" აგრძელებდა დომინირებას მოედანზე და საბოლოოდ მიაღწია გამარჯვებას.

"რეალი": კასილასი,არბელოა(პეპე,46),მარსელო(დრენტე,70),გარაი,ალბიოლი,ლასანა დიარა(მაჰამადუ დიარა,75),ხაბი ალონსო(გრანერო,46),კაკა(ვან ნისტელროი,75),კრისტიანო რონალდო(გუტი,67),რაული(რობენი,58),ბენზემა(იგუაინი,58).

"როსენბორგი": იარსტეინი,ლუსტიგი,დორსინი,ანანი,სტრანდი,დემიდოვი(სავოლაინენი,76),სტრადსგარდი,ივერსენი,სკელბრედი,საპარა(ლაგო,57),პრიკა.

გოლები: 1:0–ბენზემა(11),2:0–ლასანა დიარა(25),3:0–ბენზემა(26),4:0–რაული(54). dle 10.1

  • faqo
  • 25 აგვისტო 2009
  • 2510
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)