ქარიმ ბენზემა

ამ სტატიაში გაეცნობით ქარიმ ბენზემას ბიოგრაფიას.


დაბადების ადგილი: ლიონი,საფრანგეთი

დაბადების თარიღი: 19/12/1987

პოზიციცია: თავდამსხმელი

წონა: 74 კგ

სიმაღლე: 182 სმ

ეროვნება: ფრანგი

ქარიმ ბენზემა დაიბადა 1987 წლის 19 დეკემბერს ლიონში ღარიბი ალჟირელი ემიგრანტების ოჯახში.ბენზემას პირველი კლუბი გახდა "ლიონი",სადაც მან ასპარეზობა დაიწყო 9 წლის ასაკიდან.არ დაუტოვებია კლუბი დიდი ხნის განმავლობაში,სანამ არ მიიღო წინადადება მადრიდის "რეალისგან".ის იყო საფრანგეთის ერთ–ერთი იმედისმომცემი ახალგაზრდა,რომელმაც გაიტანა ერთ სეზონში 38 გოლი "ლიონის" ახალგაზრდულ გუნდში.საფრანგეთის 17 წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია წარმატებას."ლიონში" ქარიმის დებიუტი შედგა 2005 წლის 15 იანვარს "მეცთან" მატჩში.მიუხედავად იმისა,რომ ბენზემას გოლი არ გაუტანია,ძალიან კარგად ითამაშა.ქარიმმა საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში გაიტანა 15 გოლი 12 მატჩში.

შემდეგ სეზონში ბენზემამ ითამაშა 13 მატჩი და დებიუტიც ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე "როსენბორგთან" მატჩში.2006/07 სეზონში მან ითამაშა 21 მატჩი და გაიტანა 5 გოლი.მაგრამ წარმატება ქარიმს ელოდა მომავალ სეზონში."ლიონი" ზედიზედ მეშვიდედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი,ასევე მიაღწია წარმატებებს საფრანგეთის თასზე.ქარიმი კი გახდა ქვეყნის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი 20 გატანილი გოლით.ამავე წელს შედგა ბენზემას დებიუტი ეროვნულ ნაკრებში.ბენზემას დებიუტი შედგა ავსტიის ნაკრებთან მატჩში,სადაც მოედანზე შესვლიდან 10 წუთში გაიტანა ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი.პირველი სერიოზული წარუმატებლობა იყო საფრანგეთის ნაკრების მარცხი ევრო 2008–ზე.ფრანგ ფორვარდს ელოდა შემდეგი სეზონი "ლიონში".ამჯერად ქარიმმა გაიტანა 17 გოლი 36 მატჩში,ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 5–ჯერ დალაშქრა მეტოქე გუნდების კარი.

ბენზემა ითვლება მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფორვარდად,რომელსაც შეუძლია ნებისმიერი გემოვნების გოლის გატანა."მიყვარს თავდამსხმელად თამაში.ამიტომ ბევრს ვმოძრაობ მოედანზე.მუდამ მსურს გოლის გატანა,მაგრამ გუნდის ინტერესებიც გასათვალისწინებელია"."ლიონის" გენერალურმა დირექტორმა მარინო ფაკიოლიმ ბენზემა შეადარა ბრაზილიელ რონალდოს,რომელიც ჯერ კიდევ ითვლება მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელად."კიჭა" ითვლება ბენზემას საყვარელ ფეხბურთელად.

ბენზემა გამოირჩევა ფიზიკური სიძლიერით,ძლიერი დარტყმით და ტექნიკური თამაშით.ქარიმი დიდებულად მოერგება "რეალს",რადგან მას ყველაფერი აქვს,რაც სჭირდება ნამდვილ ბომბარდირს.მისი ოცნება ახდა–დღეს ის "სამეფო კლუბის" ფეხბურთელია.

იცოდით,რომ...

"ლიონში" ტრადიციის მიხედვით ახალმა ფეხბურთელმა გუნდში მისვლისთანავე თანაგუნდელებს უნდა უთხრას რამდენიმე სიტყვა.როცა ქარიმი მივიდა გუნდში,დახვდა ისეთი ფეხბურთელები,როგორებიცაა:ელბერი,ვილტორი,აბიდალი და მაჰამადუ დიარა.მის დანახვაზე მათ სიცილი ვერ შეიკავეს,მაგრამ ბენზემამ რეაგირება მოახდინა და წყნარად თქვა:"თქვენთვისვე სჯობს სიცილი შეწყვიტოთ.მე აქ ვარ იმისთვის,რათა დავიკავო თქვენი ადგილი!".ამ განცხადებამ ყველა გააოცა.

მიღწევები:

საფრანგეთის ჩემპიონი–(2004/05,2005/06,2006/07,2007/08)

საფრანგეთის თასის მფლობელი–(2008)

საფრანგეთის სუპერთასის მფლობელი–(2005,2006,2007)

ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი–(2007/08)

საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელი–(2008)

ევროპის ჩემპიონი 17 წლამდელთა შორის–(2004)

კარიერა:

"ლიონი"–(2004–2009)

"რეალი"–(2009–...) dle 10.1

  • faqo
  • 25 აგვისტო 2009
  • 2169
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (253)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)