ეტორე მესინა: მოურინიო შესანიშნავი პიროვნებაა

საკალათბურთო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ეტორე მესინამ, "ვალდებებასზე" ვიზიტისა და ჟოზე მოურინიოსთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, იგი მრავალ თემას შეეხო, ასევე ხოტბა შეასხა საფეხბურთო გუნდის მთავარ მწვრთნელს. მისი თქმით მოურინიო დიდ წარმატებას მიაღწევს ესპანურ გრანდში...


რასთან დაკავშირებით შედგა საუბარი თქვენსა და ჟოზე მოურინიოს შორის?

ჩვენ მრავალ თემაზე ვისაუბრეთ. ყოველთვის ძალიან კარგია მისნაირ სპეციალისტთან საუბარი, თანაც იგი საფეხბურთო მწვრთნელია, მე კი საკალათბურთო, ჩვენ ერთმანეთს გამოცდილება გავუზიარეთ. საუბარი მრავალ თემაზე შედგა, პორტუგალიელი სპეციალისტი სასიამოვნო პიროვნებაა.

რა აღმოგაჩნდათ საერთო?

ფეხბურთი მსოფლიოს ნომერ პირველი სპორტია და რა თქმა უნდა ყველაზე დიდი ყურადღება სწორედ ამ სახეობაზეა მიპყრობილი, კალათბურთი უფრო მეორე პლანზე დგას. ჩვენ ორივე კმაყოფილები ვართ სამუშაოთი.

რა მსგავსებაა ფეხბურთსა და კალათბურთს შორის?

მე ყოველთვის ვინტერესდები მომავალი მეტოქის სიძლიერით, ტაქტიკური მონახაზით, თითოეული ფეხბურთელის მონაცემით და ასე შემდეგ. ფეხბურთშიც ანალოგიური რამ ხდება, მეტოქე ყოველთვის შეფასებული უნდა გყავდეს, მე და ჟოზეს ყოველთვის გვაქვს მოწინააღმდეგეზე საფიქრალი, ოღონდ სხვადასხვა სპორტის სახეობაში.

კარგად გაუგეთ ერთმანეთს თქვენ და პორტუგალიელმა?

რა თქმა უნდა. ჩვენ ერთმანეთის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. მოურინიო კარგი ადამიანია.

რა დადებით თვისებას გამოარჩევდით მასში?

იგი ძალიან ორგანიზებული და მოტივირებული ადამიანია, რაც თანამედროვე ფეხბურთში დიდად ფასობს. მასთან მეგობრობა ნებისმიერი ადამიანისთვის კარგია.

ევროლიგა კარსაა მომდგარი, რას ფიქრობთ გაიმარჯვებთ?

აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რადგან ჩვენ მადრიდის "რეალი" ვართ, მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ და დარწმუნებული ვარ ჩემი ბიჭების სიძლიერეში, ჩვენ გავახარებთ გულშემატკივრებს, ეს თამაში უმნიშვნელოვანესი იქნება.

რას იტყვით ახლანდელ გუნდზე?

ჩემ გუნდში ბევრი ვეტერანი კალათბურთელი ირიცხება, ეს ძალიან კარგია ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რადგან ისინი უფროსი თაობისგან გამოცდილებას მიიღებენ, კარგად დაბალანსებული გუნდი მყავს და გამარჯვების მიღწევა ყოველთვის არის შესაძლებელი, ჩვენ სეზონს დადებითი შედეგით დავასრულებთ. dle 10.1

  • Hala
  • 14 ოქტომბერი 2010
  • 1701
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)