მანუელ პელეგრინი:"არ გამოვრიცხავ რაული სათადარიგოთა სკამზე დაჯდეს"

მანუელ პელეგრინის არასოდეს დაუმალავს,რომ რაულმა შეიძლება მისი მწვრთნელობის დროს ძირითადში დაკარგოს ადგილი.


ამ მომენტში მადრიდში არაერთი მაღალი კლასის ფეხბურთელია შეტევაში.მანუელ პელეგრინის მოუწევს არჩევანის გაკეთება და არც მალავს,რომ რაული შეიძლება სათადარიგოთა სკამზე დასვას.

"რაული არავისგანაა გამორჩეული,როგორც ყველა და შეიძლება დაკარგოს ადგილი ძირითად შემადგენლობაში"–განაცხადა პელეგრინიმ.ცოტა ხნის წინ "რეალის" ფანებში იყო გამოკითვა:"ხედავთ რაულის ადგილს ძირითად შემადგენლობაში?"გამოკითხულთა მხოლოდ 20%–მა გასცა დადებითი პასუხი.

ამის შემდეგ "რეალის" მწვრთნელმა გამოჰყო კრისტიანო რონალდოს კარგი თვისებები და შეაქო კაკა.

"კრისტიანოს საუკეთესო პოზიცია მარტო ფლანგზე თამაში არ არის.ის შეტევის პოზიციაზე კარგად თამაშობს.კაკას კი შეუძლია აკონტროლოს თამაშის ტემპი.მას შეუძლია გახდეს გუნდის ლიდერი"–აცხადებს პელეგრინი.

ბოლოს მწვრთნელს კითხეს ითამაშებს "რეალი" ისე,როგორც ამას "ბარსელონა" აკეთებდა,ჩილელმა უპასუხა:

"ჩვენს ფანებს არ სურთ იხილონ ისეთი თამაში,როგორც "ბარსელონა" თამაშობს.პირიქით,მათ სურთ განსხვავებული სტილის თამაში".

ამ საღამოს გაიმართება "რეალის" ბოლო მატჩი მოსამზადებელ ეტაპზე "როსენბორგის" წინააღმდეგ.


ინფორმაციის წყარო:Goal.com dle 10.1

  • faqo
  • 24 აგვისტო 2009
  • 2309
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)