პელეგრინი:"კაკა–გენიაა"

მანუელ პელეგრინი აგრძელებს თავის გუნდზე საუბარს და ასევე საუბრობს მოსამზადებელ ეტპაზეც.


ვაშინგტონში და ტორონტოში "რეალი" უტევდა მეტოქეებს,ხოლო "დოტრმუნდთან" მატჩში გუნდი უფრო მეტად კონტრშეტევებზე აკეთებდა აქცენტს.რომელი სტილი მოგწონთ?

ჩემთვის იდეალური იქნება,თუ მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქეს შევუტევთ.ჩვენ არ უნდა ვითამაშოთ დაცვითი ფეხბურთი და არ უნდა ავაგოთ მატჩი კონტრშეტევებზე.მაგრამ ზოგ მომენტში იძულებული ხარ ასე მოიქცე.როცა მეტოქე გუნდი ფლობს ბურთს,ფეხბურთელი ვალდებულია მიმართოს პრესინგს.

ვისაუბროთ დაცვაზე.მცველები ინდივიდუალურად ითამაშებენ თუ მხოლოდ დაცვით ზონაში იქნებიან?

ეს დამოკიდებული იქნება იმაზე,თუ სად იქნება ამ მომენტში ბურთი.შესაძლებელია,ჩვენ კომბინირებაზე ვიმუშაოთ.

და თქვენ როგორ ფიქრობთ?

მე მომწონს ინდივიდუალური თამაში მეტოქის წინააღმდეგ კუთხურის მოწოდების დროს და მაშინაც,როცა ბურთი საჯარიმო მოედანზეა.

სად ითამაშებს უკეთ რონალდო–თავდასხმაში თუ ნახევარდაცვაში ფლანგზე?

მისი საუკეთესო პოზიცია მოედანზე არის თვითონ–კრისტიანო რონალდო.

თქვენ ელოდებით მისგან გოლებს ან საგოლე პასებს ფლანგიდან?

მე მსურს მან გაიტანოს და გააკეთოს საგოლე გადაცემებიც.მე მჭირდება მისი მთლიანი არსენალი.საჭიროა,ფეხბურთელებმა თავისი ტექნიკა აჩვენონ შეტევების დროს.ასევე დაცვაშიც.

კაკამ დაიმსახურა ქება ამ სეზონში.ის განსაზღვრავს გუნდის ტემპს ამ სეზონში?

კაკა–გენიაა.ის აკონტროლებს თამაშის ტემპს,ეს მისი სტილია.

და ბენზემა?

ის ახალგაზრდაა და აქვს დიდი პერსპექტივები.ჩვენს გუნდში არ არის ბევრი ფეხბურთელი,რომელთაც შეუსრულდათ 20 წელი–გარაი,იგუაინი,მარსელო,დრენტე,გრანერო,ბენზემა...კაკას ექნება ძალიან დიდი არჩევანი შეტევაში.მე ეს ძალიან მომწონს.კონკურენცია ფეხბურთელებისთვის სასარგებლოა.რუუდ ვან ნისტელროი,რომელმაც ახლახანს მოირჩინა ტრავმა,ითამაშებს დიდ როლს გუნდში.ასევე ეს ეხება იგუაინსაც.

მოიგებს ბენზემა მომავალში "ოქროს ბურთს"?

ის აქაა,რადგან მას აქვს უდიდესი ტალანტი,ის ახალგაზრდაა.ძნელია ისაუბრო ახალგაზრდა ტალანტების მომავალზე.კარიმის,იგუაინისა და მესის ტიპზე.მათ აქვთ შანსი უფრო უკეთ ითამაშონ,ვიდრე ახლა.

ლა ლიგა მოახლოვდა.გუნდი მზადაა?

ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა.ყველა კარგად ვარჯიშობდა მთელი მოსამზადებელი ეტაპის განმავლობაში.


ინფორმაციის წყარო:Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 24 აგვისტო 2009
  • 3594
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)