ძველი მეტოქეები

"რეალი" და "როსენბორგი" ძველი მეტოქეები არიან.ისინი ისევ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს "სანტიაგო ბერნაბეუს" თასზე.


სრული დასახელება–"როსენბორგი"

ქვეყანა–ნორვეგია

ქალაქი–ტრონჰეიმი

მიღწევები–20–ჯერ ქვეყნის ჩემპიონი(13–ჯერ ზედიზედ!),ნორვეგიის თასის 9 გზის გამარჯვებული,მოგებული აქვს ინტერტოტოს თასი

პრეზიდენტი–ტერე სვენდსონი

მთავარი მწვრთნელი–ერიკ ჰამრენი

"მილანთან" დაგეგმილი მატჩის ნაცვლად მადრიდის "რეალს" მეტოქეობას "სანტიაგო ბერნაბეუს თასზე გაუწევს "როსენბორგი",რომელთანაც მადრიდელებს აკავშირებთ სასიამოვნო მოგონებები.ნორვეგიელთა ვიზიტმა ესპანეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.შემოგთავაზებთ ციტატას ნორვეგიული კლუბის ვებ–საიტიდან.

"ეს ჩვეულებრივი ამხანაგური მატჩი არაა.ეს არის "სანტიაგო ბერნაბეუს" თასისთვის ბრძოლა.ჩვენ გვექნება მსოფლიო დონის ვარსკვლავების ხილვის საშუალება.რონალდო,კაკა,ბენზემა,ალონსო–ეს არის არასრული ჩამონათვალი მადრიდელთა ვარსკვლავებისა".

ამ მატჩის გამო,ნორვეგიული გრანდის მეტოქე "ფრედრიკსტადი" დათანხმდა მატჩის ვადაზე ადრე გამართვას.ამ სეზონში "როსენბორგს" არ მოუწევს გრანდებთან თამაში.ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ "ყარაბახთან" სენსაციურმა წაგებამ ნორვეგიული გრანდის ფანებს ოცნებები დაუმსხვრია.მათ სურდათ თავიანთი კლუბი ეხილათ ევროპის ლიგის გათამაშებაზე.

როცა "როსენბორგი" ჩემპიონთა ლიგის მუდმივი მონაწილე იყო,ტრონჰეიმში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდათ ეხილათ ისეთი გრანდები,როგორებიც არიან:"იუვენტუსი","ბაიერნი","პორტუ","ლივერპული" და ა.შ.დაწყებული 95/96 წლების სეზონიდან,დამთავრებული 2002/03 წლების სეზონებამდე ნორვეგიული კლუბი მუდამ მონაწილეობდა ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე.96/97 წლებში მათ აიღეს მეორე ადგილი ჯგუფში.მცირედით ჩამორჩნენ პირველ ადგილზე გასულ "პორტუს",მაგრამ გაასწრეს "მილანს"!ეროვნულ ჩემპიონატში "როსენბორგი" უდანაკარგოდ ლიდერობდა.სეზონის ბოლოს კონკურენტ გუნდს 20 ქულით უსწრებდა.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" "როსენბორგი" ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავა.მარცხი აზერბაიჯანულ "ყარაბახთან",მარცხი უშუალო კონკურენტ "მიოლდესთან" 5:0,მწვრთნელს აიძულა შეეტანა ცვლილებები შემადგენლობაში.დარწმუნებით შეიძლება ითქვას,რომ ამ მატჩში ითამაშებს სტეფან ივერსენი,გუნდის ვარსკვლავი.რამდენიმე წლის წინ ივერსენი კარგად გამოდიოდა "ტოტენჰემში" და ცნობილი არის იმითაც,რომ ევრო 2000–ზე ესპანეთის ნაკრებს გაუტანა კურიოზული გოლი,რითიც ესპანელებმა ნამდვილი კრახი განიცადეს.მიუხედავად სტეფანის ასაკისა(33),ის სტანდარტულ მდგომარეობებს კარგად ასრულებს და ნებისმიერ მეტოქეს სიფრთხილე მართებს.ასევე გამოვყოფთ გუნდის ქარიზმატულ კაპიტანს როარ სტრანდს,რომელიც ერთ წელიწადში 40 წლის გახდება.

"რეალი" 6–ჯერ შეხვდა ნორვეგიელებს.აქედან 5 მატჩი მადრიდელებმა მოიგეს და მხოლოდ 1–ჯერ განიცადეს მახრცხი."როსენბორგი" იღბლიანი მეტოქეა მადრიდული კლუბისთვის.97/98 და 99/00 წლებში "სამეფო კლუბს" მეტოქედ ნირვეგიელები შეხვდა და ორივე წელს მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.2004/05 წლებშიც შეხვდა "რეალი" "როსენბორგს" და მაშინაც იყო ლიგის მოგების იმედი,მაგრამ ამაოდ."ბლანკოსი" 1/8 ფინალიდან დაემშვიდობა ტურნირს.

დაპირისპირების ისტორია:


1997/98 წლების სეზონი:

16.09.97 "რეალი"–"როსენბორგი" 4:1

"რეალი": კანისარესი,პანუჩი,იერო,კარანკა,რობერტო კარლოსი,სანჩისი,ზეედორფი,ზე რობერტო(ვიქტორი,74),რაული,შუკერი(მორიენტესი,58),მიატოვიჩი(რედონდო,58).

"როსენბორგი": ჰამტფალი,ჰეგემი,ბერდგოლმი,ბრაგსტადი,ჰოტფუნი,სტრანდი,ბერგი,სკამელსრუდი,იაკობსენი(მაიერი,74),რუშფელდი(ბოატენგი,58),ბრატბაკი.

გოლები: პანუჩი 1:0(7),იაკობსენი 1:1(22),ზე რობერტო 2:1(38),რაული 3:1(44),მორიენტესი 4:1(84).

პირველივე მატჩში,რომელსაც "რეალი" ატარებდა ჰაინკესის მეთაურობით,გაიმარჯვა ნორვეგიელებთან.სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა ფერნანდო რედონდო,რამაც ბევრის გაკვირვება გამოიწვია.სამაგიეროდ პირველივე წუთებიდან თამაშობდა ბრაზილიელი ზე რობერტო,რომელმაც გოლის გატანაც მოახერხა.შემდეგ ის წავიდა ბრაზილიაში.შემდეგ კი თამაშობდა "ლევერკუზენში".

27.11.1997 "როსენბორგი"–"რეალი" 2:0

"როსენბორგი": ჰამტფალი,ჰეგემი,ბრაგსტადი,ჰოტფუნი,ბერდგოლმი,სტრანდი,სკამელსრუდი,ბერგი,ბრატბაკი,რუშფელდი,იაკობსენი.

"რეალი": კანისარესი,იერო,ჩენდო,სანჩისი,კარანკა,ზეედორფი(ვიქტორი,77),რედონდო,რაული,ზე რობერტო(ხაიმე,46),მიატოვიჩი,მორიენტესი(დანი,77).

გოლები: სტრანდი 1:0(42),ბრატბაკი 2:0 (53).

"რეალმა" ჯერ კიდევ მეხუთე ტურამდე გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა."როსენბორგს" კი ამ მატჩის მოგება ძალიან სჭირდებოდა.საბოლოოდ პირველ ადგილს დასჯერდა მადრიდული კლუბი 13 ქულით,მეორე ადგილზე გავიდა ნორვეგიელები 11 ქულით,მესამე ადგილი დაიკავა "ოლიმპიაკოსმა" 5 ქულით,ხოლო ბოლო ადგილზე გავიდა "პორტუ",რომელშიც ბრწყინავდა მარიო ჟარდელი.

1999/00 წლების სეზონი:

07.12.99 "რეალი"–"როსენბორგი" 2:1

"რეალი": კასილასი,კარამბე,იერო,კარანკა,რობერტო კარლოსი,ელგერა,რედონდო,გუტი(ზეედორფი64;ანელკა,90),სავიო,რაული,მორიენტესი(ჟულიო სეზარი,8).

"როსენბორგი": ჰამტფალი,ბასმა,იონსენი,ბერდგოლმი,სტრანდი(ააროი,89),სკამელსრუდი,ბერგი,სორენსენი,კარეუ,იაკობსენი(ვინსნესი,50).

გოლები: რაული 1:0(18),კარეუ 1:1(47),სავიო 2:1(84).

ანალოგიური სურათი.მადრიდელები ისევ იგებენ,მიუხედავად იმისა,რომ ამ თამაშის მოგება გაუჭირდათ.ეს მოგება მნიშვნელოვანი იყო მადრიდელთათვის,რადგან ამავე ჯგუფში თამაშობდნენ მიუნხენის "ბაიერნი" და კიევის "დინამო",რომელიც ასევე ძლიერი იყო.ნორვეგიელთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი ჯონ კარეუ გახლდათ,რომელმაც კასილასს "ლიონში" ასპარეზობის დროსაც გაუტანა გოლი.

22.03.00 "როსენბორგი"–"რეალი" 0:1

"როსენბორგი": არასონი,ბასმა,იონსენი,ჰოტფუნი,ბერდგოლმი,სტრანდი,სკამელსრუდი,ბერგი,სორენსენი,კარეუ,იაკობსენი(კნუტსენი,69).

"რეალი": კასილასი,სალგადო,იერო,(კარანკა,46),ივან კამპო,რობერტო კარლოსი,მაკმანამანი,რედონდო,ელგერა,გუტი,რაული,აგანსო(ბალიჩი,55;კარამბე,85).

გოლი: რაული 0:1(3).

ისევ გაიმარჯვა იმან,ვისაც მოგება სჭირდებოდა,ამ ეტაპზე "რეალის" მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე გახლდათ.მადრიდელებმა გაიტანეს სწრაფი გოლი და მოიპოვეს უპირატესობა."სამეფო კლუბმა" დააგროვა 10 ქულა და გავიდა ჯგუფიდან.მათ აჯობეს კიევის "დინამოს".

2005/06 წლების სეზონი:

19.10.05 "რეალი"–"როსენბორგი" 4:1

"რეალი": კასილასი,ვუდგეიტი(მეხია,85),დიოგო,რობერტო კარლოსი,ელგერა,პაბლო გარსია,ბექჰემი,ზიდანი(გრავენსენი,70),ბაპტისტა(გუტი,46),რობინიო,რაული.

"როსენბორგი": ე.იონსენი,ბასმა,კვარმა,რისეტი,დორსინი,სკელბრედი(ვინსენსი,77),სტრანდი(ტეტი,46),სოლი,ბრაატენი,სტორფლორი,ჰელსტადი(ფ.იონსენი,63).

გოლები: სტრანდი 0:1(40),ვუდგეიტი 1:1(48),რაული 2:1(52),ელგერა 3:1(68),ბექჰემი 4:1(82).

გავიდა 5 წელი.შეიცვალა ორივე გუნდის შემადგენლობა.როარ სტრანდმა,გუნდის ლეგენდამ გახსნა მატჩში ანგარიში და გააკვირვა "ბერნაბეუს" პუბლიკა.მეორე ტაიმში გუნდის თამაში თავის თავზე აიღო დევიდ ბექჰემმა.მან ორი საგოლე გადაცემა და გოლი მიითვალა საკუთარ ანგარიშზე.ის გახდა ამ მატჩის გმირიც.რაულმა კი ტრადიციულად გოლი გაუტანა "როსენბორგს".

01.11.05 "როსენბორგი"–"რეალი" 0:2

"როსენბორგი": ე.იონსენი,ბასმა,კვარმა,რისეტი,დორსინი(სტენსაასი,74),სკელბერდი(ვინსენსი,75),სტრანდი(ოდეგარდი,83),სოლი,ბრაატენი,სტორფლორი,ფ.იონსენი.

"რეალი": კასილასი,ვუდგეიტი,პავონი,სალგადო(მეხია,46),სერხიო რამოსი,დიოგო,ბექჰემი(დე ლა რედი,90+3),გუტი(რაულ ბრავო,84),რობინიო,რაული.

გოლები: დორსინი 0:1 (26,ავტოგოლი),გუტი 0:2(41).

"რეალის" სასტარტო შემადგენლობაში ექვსი მცველი იყო.მატჩის ბოლოს ის გაიზარდა შვიდამდე.მთელი მატჩის განმავლობაში მადრიდელებმა ერთხელ დაარტყეს ნორვეგიელთა კარში და გაიტანეს ორი გოლი.ასეთი შემტევი სტილით ათამაშებდა ვალდერეი ლუქსემბურგო მადრიდულ კლუბს.ამ მოგებით "რეალმა" გაინაღდა 1/8 ფინალში თამაში.პირველ ადგილზე "ლიონი" გავიდა.

მთლიანი დაპირისპირების სტატისტიკა:


მატჩები–6

"რეალის" მოგება–5

"როსენბორგის" მოგება–1

გოლების სხვაობა–16:5

ბომბარდირები–რაული(4 გოლი),სტრანდი(2 გოლი)

რეკორდსმენები–რაულმა და სტრანდმა ექვსივე გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

რას უნდა ველოდოთ ახალი სეზონისგან?სტატისტიკის მიხედვით ველით "რეალის" გამარჯვებას ორი–სამი ბურთის სხვაობით.ველით რაულის გატანილ გოლს.კაპიტანს "ბერნაბეუზე" გამართულ მატჩებში მუდამ გაჰქონდა გოლი ნორვეგიელთა კარში.ასევე ველოდებით "რეალის" გოლებს მცველთა შესრულებით.ორ–სამ შეხვედრაში მადრიდელთა მცველებმა გამოიჩინეს თავი "როსენბორგთან".და ბოლოს ველოდებით ნორვეგიელთა გოლს "რეალის" კარში".მადრიდელებმა შინ ჩატარებულ ყველა მატჩი "როსენბორგის" წინააღმდეგ მიიღეს გოლი საკუთარ კარში. dle 10.1

  • faqo
  • 23 აგვისტო 2009
  • 2106
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)