ალონსო: "მადრიდის რეალში თამაშით სიამოვნებას ვიღებ"

ხაბი ალონსო ჟურნალისტებს შეხვდა და მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.


"ვფიქრობ ყველანი ვცდილობთ საუკეთესო მხრიდან წარმოვაჩინოთ ჩვენ თავი, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი. პირველ რიგში უპირატესობა კოლექტიურ თამაშს უნდა მივანიჭოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ინდივიდუალურს, რაც ერთმანეთს ხელს ნამდვილად არ უშლის. ეს ყველაფერი კი ჩატარებულ მატჩებთან ერთად მოვა, რადგან პროგრესი აშკარაა, რაც უფრო ხშირად ვთამაშობთ, მით უფრო კარგად გვესმის ერთმანეთის. ამ ყველაფერში კი ლომის წვლილი ჟოზე მოურინიოს მიუძღვის, რომელიც შესანიშნავად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. გუნდი შენების პროცესშია და ჩვენი ახლანდელი მდგომარეობა ჩემთვის სავსებით მისაღები და დამაკმაყოფილებელია."

"გუნდმა აშკარად მოუმატა დაცვაში, რაც გაშვებული გოლების რაოდენობაზეც გამოჩნდა. ვერც იმას ვიტყვით, რომ შეტევაში მოვიკოჭლებთ, უბრალოდ ჩვენი მთავარი პრობლემა შექმნილი მომენტების რეალიზება არის. გოლის გატანის ყველაზე მეტი შანსია იაქსთან მატჩში გვქონდა, თუმცა მხოლოდ 2-ჯერ მოვახერხეთ მეტოქე გუნდის კარის აღება. ცოტათი იღბალი რომ გვქონოდა მალიორკასთან და ლევანტესთანაც მოვახერხებდით გამარჯვების მოპოვებას. იმედი მაქვს ფორტუნა ჩვენკენ მოტრიალდება და ერთ დღეს გუნდი დაიწყებს ყველა მომენტის რეალიზებას."

"მაურინიოსთან ფეხბურთელებს შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და დიდ პატივს ვცემთ მას. მოურინიო რასაც პრესასთან საუბრამდე, ჩვენ გვაძლევს მითითებებს და ყოველ შეხვედრაში ვიცით, რომელმა ფეხბურთელმა რა დავალება უნდა შევასრულოთ. აგრეთვე შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს გასახდელშიც. ჟოზე პიროვნულად ძალიან ძლიერი ადამიანია და მან იცის, როგორ უნდა მიაღწიოს წარმატებას. ის ცდილობს მოტივაცია შეგვმატოს ჩვენ, როგორც ინდივიდუალურ, ასევე კოლექტიურ ასპექტში."

"დეპორტივოსთან ჩვენი მიზანი მხოლოდ ლამაზი თამაშით მოგებაა. ოსერთან შესანიშნავად ვითამაშეთ, 90 წუთის განმავლობაში მატჩის სადავეები ხელთ გვქონდა და ყოველი ბურთისათვის ბოლომდე ვიბრძოდით. ამ შეხვედრაში ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა მათგან მხოლოდ ერთის გამოყენება შევძელით. ჩემი სურვილია სახლშიც და გასვლაზეც მადრიდის რეალის გულშემატკივრებს ლამაზი ფეხბურთი შევთავაზოთ. დეპორტივოსთან მატჩში კი ბერნაბეუზე შეკრებილი ქომაგების მხარდაჭერის იმედი მაქვს."

"ყოველთვის ვცდილობ მწვრთნელის დავალებები უნაკლოდ შევასრულო და დავეხმარო სამეფო კლუბს წარმატების მიღწევაში. ჩემი აზრით ფენომენი ის არ არის, ვინც ერთ თამაშს უმაღლეს დონეზე ჩაატარებს და ყველას გააოცებს, ხოლო შემდეგ მატჩს ჩააგდებს. ვფიქრობ ვარსკვლავი ის არის ვინც ყველა შეხვედრას თანაბარ დონეზე ჩაატარებს. რეალის ყველა ფეხბურთელი ზეწოლას განიცდის, თუმცა ჩვენ პროფესიონალები იმიტომ გვქვია და იმიტომ გვაცვია ამ კლუბის მაისური, რომ ასეთ პრობლემებზე ყურაღება არ უნდა გავამახვილოთ." dle 10.1

  • SunSay
  • 30 სექტემბერი 2010
  • 2408
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (228)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)