ემილიო ბუტრაგენიო: გუნდმა ლამაზი ფეხბურთის თამაში უნდა დაიწყოს

ემილიო ბუტრაგენიომ დღეს ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა, მისი თქმით ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა უნდა მოუმატონ და სანახაობრივი ფეხბურთის თამაში დაიწყონ, რადგან სტილი, რომელსაც მოურინიო ირჩევს არ არის მისაღები...


"პორტუგალიელი სპეციალისტის კვალიფიკაციაში ეჭვი ალბათ არავის ეპარება, იგი მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ ფეხბურთელები ვერ აჩვენებენ სათანადო დონეს. ჩვენი წინა მეტოქე ოსერი საფრანგეთის ჩემპიონატში ამაზრზენ ფეხბურთს თამაშობს და გასავარდნ ზონაში იმყოფება, "ბლანკოსს" ასეთ გუნდთან 1:0-ის მოგება არ უნდა უჭირდეს, გამარჯვება ძალიან კარგია, მაგრამ სტილი უნდა დაიხვეწოს."

"ნახევარდაცვა ძალიან მძიმედ გამოიყურებოდა და სწორედ ამან განაპირობა არასანახაობრივი თამაში. მესუთ ოზილის სტადიონზე შემოსვლის მერე სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა, მაგრამ გერმანელი ფეხბურთელი ყოველთვის ვერ ითამაშებს."

"ანხელ დი მარია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და მან ნამდვილად გაამართლა მასზე გაცემული ავანსი, არგენტინელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადავიხადეთ და შედეგმაც არ დააყოვნა, იგი კარგად ირჯება და გუნდისთვის შეუცვლელი ფეხბურთელი ხდება."

"თავდასხმის ხაზში აშკარად შეიმჩნევა პრობლემები და იმედი მაქვს ყველაფერი მოგვარდება, ჩვენ ახალი გუნდი ვართ და ცოტა დროა საჭირო. იმედი მაქვს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას მივაღწევთ." dle 10.1

  • Hala
  • 29 სექტემბერი 2010
  • 2225
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)