"ოსერი" VS "მადრიდის რეალი"–Preview

თამაშის დღე: 28/09/2010

თამაშის დრო: თბილისის დროით 22:45 სთ.

სტადიონი: Stade de l'Abbé-Deschamps

მდებარეობა: ოსერი, საფრანგეთი

ტევადობა: 24 493

მოწინააღმდეგე: "ოსერი" (სრული სახელი: Association de la Jeunesse Auxerroise)

ზედმეტსახელი: AJA (!)

მთავარი მწვრთნელი: ჟან ფერნანდესი


"მადრიდის რეალი" დღეს საღამოს განაახლებს ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას. ეს მოხდება "ოსერის" წინააღმდეგ შეხვედრაში. დღეს "რეალი" ეცდება, რომ დაარღვიოს ვერ გამტანი გუნდის სტატუსი და რაც შეიძლება დიდი ანგარიშით მოუგოს ამ ჯგუფში ერთ–ერთ ყველაზე რეალურ აუთსაიდერს.

მიუხედავად იმისა, რომ "თეთრები" დამაჯერებლად ვერ ასპარეზობენ თავდასხმის ხაზში, ისინი მაინც დაუმარცხებლად თამაშობენ მას შემდეგ, რაც მათ სათავეში ახალი მწვრთნელი ჩაუდგა. "ბლანკოსებმა" ექვსი გამართული შეხვედრიდან ოთხი მოიგეს, მიუხედავად ამისა, ისინი ვერაფერს შვებიან სანახაობის მხრივ წინა ხაზში.

ესპანელებისთვის საგოლე მომენტების შექმნა პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ მათ დიდი პრობლემები აქვთ რეალიზაციის მხრივ. თავად მაურინიოც აღნიშნავს, რომ ეს ყოვლად დაუშვებელია, ამიტომაც მოსალოდნელია, რომ დღეს იგი თავის სასტარტო შემადგენლობას შეცვლის.

"ლევანტესთან" სამარცხვინო ფრეს შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა: "ჩვენ იმდენი საგოლე მომენტები შევქმენით, აქედან რამოდენიმე მართლაც, რომ რეალური იყო, მაგრამ გოლის გატანა ვერ შევძელით, ეს ძალიან აღმაშფოთებელია, ვინაიდან მოსაგებად გოლის გატანაა საჭირო. ტაქტიკის მხრივ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, უბრალოდ გოლს ვერ ვიტანთ. ეს არც ფეხბურთელების ბრალია, ვინაიდან თითოეულ მათგანს ასეთ კი არა უარეს შემთხვევებშიც გაუტანია გოლი, უბრალოდ ამ მომენტში ვერ გაგავაქვს გოლი. ესაა და ეს."

ბრაზილიელი დარწმუნებულია, რომ "მადრიდის რეალი" მალე დაიწყებს გოლის გატანას. ფეხბურთელმა AS–ს განუცხადა: "ჩვენი ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ ბურთი კარში არ მიდის, მაგრამ ამის გამო ნერვიულობა არ ღირს, ვინაიდან ეს დროის საკითხია. აუცილებელია, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ."

"შეიძლება ეს იმის ბრალი იყოს, რომ ჩვენ გადაღლილები ვართ. თითქმის ყოველდღე გვიწევს თამაში და ვარჯიში, ხოლო დასვენებისთვის კი დრო არ გვრჩება."

"შეიძლება ესაა მთავარი მიზეზი, ვინაიდან წინა ხაზზე ჩვენ მაღალი კლასის და პროფესიონალიზმის მქონე ფეხბურთელები გვყავს."

მადრიდში იმედოვნებენ, რომ "ბლანკოსები" ჯგუფის აშკარა აუთსაიდერთან მაინც შეძლებენ წყევლის დარღვევას და გოლების გატანას, მათ "აიაქსთან" თამაშისას უამრავი საგოლე მომენტები ქონდათ, მაგრამ მხოლოდ ორის გატანა შეძლეს.

რაც შეეხება "ოსერს" , ის კვლავ თავისი პირველი გამარჯვების მოლოდინშია, მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებული შვიდი შეხვედრიდან ხუთი ფრე და ორი წაგება დაუგროვდათ. ეს კი მათი ყველაზე საზიზღარი მაჩვენებელია 1986/87 წლების შემდეგ. წინა შეხვედრაში "ოსერი" ზლატან იბრაგიმოვიჩის წყალობით "მილანთან" დამარცხდა ანგარიშით 2:0.


გთავაზობთ რამდენიმე სტატისტიკურ მაჩვენებელს, დავიწყოთ მასპინძლებით.


"ოსერი"

სულ თამაში 7

მოგება 0

წაგება 2

ფრე 5

შინ თამაში

სულ 4

მოგება 0

წაგება 0

ფრე 4

გასვლაზე თამაში

სულ 3

მოგება 0

წაგება 2

ფრე 1

გატანილი გოლი 7

გაშვებული 10

ბურთების სხვაობა -3

ბოლო ხუთი თამაში

მოგება 0

წაგება 2

ფრე 3

გატანილი გოლი ბოლო 5 შეხვედრაში 4

გაშვებული გოლი ბოლო 5 შეხვედრაში 7

ბურთების სხვაობა -3

მაჩვენებლები თვეების მიხედვით

აგვისტო

სულ თამაში 4

მოგება 0

წაგება 1

ფრე 3

გატანილი გოლი 4

გაშვებული გოლი 6

ბურთების სხვაობა -2

სექტემბერი

სულ თამაში 3

მოგება 0

წაგება 2

ფრე 1

გატანილი გოლი 3

გაშვებული გოლი 4

ბურთების სხვაობა -1

ყველაზე დიდი გასვლითი მარცხი: 2:0 ("მონაკო"–სთან)

გატანილი და გაშვებული გოლები წუთების მიხედვით

0-15

გატანილი 2

გაშვებული 1

16-30

გატანილი 2

გაშვებული 2

31-45

გატანილი 0

გაშვებული 1

46-60

გატანილი 1

გაშვებული 2

61-75

გატანილი 1

გაშვებული 2

76-90

გატანილი 1

გაშვებული 2

"მადრიდის რეალი"

სულ თამაში 6

მოგება 4

წაგება 0

ფრე 2

შინ თამაში

სულ 3

მოგება 3

წაგება 0

ფრე 0

გასვლაზე თამაში

სულ 3

მოგება 1

წაგება 0

ფრე 2

გატანილი გოლი 8

გაშვებული 1

ბურთების სხვაობა +7

ბოლო ხუთი თამაში

მოგება 3

წაგება 0

ფრე 2

გატანილი გოლი ბოლო 5 შეხვედრაში 8

გაშვებული გოლი ბოლო 5 შეხვედრაში 1

ბურთების სხვაობა +7

მაჩვენებლები თვეების მიხედვით (ლა ლიგა იგულისხმება)

აგვისტო

სულ თამაში 1

მოგება 0

წაგება 0

ფრე 1

გატანილი გოლი 0

გაშვებული გოლი 0

ბურთების სხვაობა 0

სექტემბერი

სულ თამაში 4

მოგება 3

წაგება 0

ფრე 1

გატანილი გოლი 6

გაშვებული გოლი 1

ბურთების სხვაობა +5

ყველაზე დიდი გასვლითი მარცხი: -

ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება: 3:0 ("ესპანიოლთან")

ყველაზე დიდი გასვლითი გამარჯვება: 1:2 ("რეალ სოსეიდადთან)


გატანილი და გაშვებული გოლები წუთების მიხედვით

0-15

გატანილი 0

გაშვებული 0

16-30

გატანილი 1

გაშვებული 0

31-45

გატანილი 0

გაშვებული 0

46-60

გატანილი 2

გაშვებული 0

61-75

გატანილი 1

გაშვებული 1

76-90

გატანილი 2

გაშვებული 0

dle 10.1

  • shvela
  • 28 სექტემბერი 2010
  • 2637
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)