გრანეროს პრესკონფერენცია

ესტებან გრანერო ესაუბრა ჟურნალისტებს მოსამზადებელ ეტაპზე და მომავალ მატჩებზე.


როგორ გრძნობთ თავს გუნდში?გრძნობთ გულშემატკივრების მხარდაჭერას?

მეგონა ძნელი იქნებოდა ყველაფერი,მაგრამ მჯეროდა საკუთარი ძალების.მწვრთნელმა მითხრა,რომ სჯეროდა ჩემი.ახლა ყველაფერი კარგად მიდის და იმედი მაქვს,რომ ასე გავაგრძელებთ.ძალიან რთული სეზონი გველის.ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

კაკა გუნდის ერთ–ერთი ლიდერი ხდება.რას ფიქრობთ ამის შესახებ?

ყველაზე მთავარი–გუნდური თამაშია.ყველა იმ ტაქტიკით ვმუშაობთ,როგორითაც კაკა.ზოგიერთი ფეხბურთელი გადამწყვეტი იქნება მომენტში,მაგრამ პელეგრინი ყველა ფეხბურთელს აფასებს.კაკა გამორჩეული იქნება თავისი კლასის ხარჯზე,მაგრამ გუნდს სჭირდება ლიდერი.

ლა ლიგის დაწყებამდე რჩება 7 დღე.მწვრთნელმა უკვე შეარჩია ძირითადი შემადგენლობა?

ჩვენს გუნდში დიდი კონკურენციაა.გადაწყვეტილებას იღებს მთავარი მწვრთნელი,მაგრამ ეს კარგია,რადგან გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია,რომელთაც არ აქვთ გარანტირებული ძირითად შემადგენლობაში ადგილი.

რას ელით "როსენბორგთან" მატჩისგან?

ვიმედოვნებ მატჩზე ბევრი გულშემატკივარი მოვა,რათა იხილონ სანახაობა.ჩვენ ვპროგრესირებთ ყოველ მატჩში.ჩვენ არ შეგვიძლია წავაგოთ შაბათს.

ვისთან ერთად ითამაშეთ უფრო კარგად–კაკასთან,რონალდოსთან თუ ბენზემასთან?

გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს და მათ გვერდით ერთი სიამოვნებაა თამაში.ჩემთვის ადვილია მათ გვერდით თამაში.

რას უნდა ველოდოთ "რეალისგან" ესპანეთის ჩემპიონატში?

გულშემატკივრები ჩვენგან ლამაზ თამაშს და გამარჯვებას ელიან.მადრიდის "რეალი" ვალდებულია გაიმარჯვოს ყველა ტურნირზე და გუნდმა ეს იცის.ჩვენ ყოველთვის ვერ ვითამაშებთ ლამაზ ფეხბურთს და სულ ვერ მოვიგებთ,მაგრამ მიზანი გვაქვს.

მოემზადეთ მიჩელ სალგადოს გაცილებისთვის?

გულშემატკივრები აფასებენ და უყვართ მიჩელი,ამიტომ გაცილება იქნება საკმაოდ ემოციური.ის ითვლება დიდებულ მაგალითად.ვიმედოვნებ ფეხბურთელები და გულშემატკივრები სათანადოდ გააცილებენ მას.


ინფორმაციის წყარო:Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 22 აგვისტო 2009
  • 1950
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (177)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)