ლასანა: მოსაგებად ჩამოვედით

მადრიდის "რეალის" ფრანგმა ნახევარმცველმა, ლასანა დიარამ განაცხადა, რომ ოსერთან მატჩში, "ბლანკოსისთვის" მხოლოდ მოგება და 3 ქულა იქნება მისაღები, რადგან ესპანური გრანდი საფრანგეთში მოსაგებად ჩავიდა. დიარას თქმით სამეფო კლუბის ფეხბურთელები დიდი ანგარიშით მოგებას ეცდებიან...


"მხოლოდ მოგება, ეს არის ჩვენი ლოზუნგი, რომელსაც არ ვუღალატებთ, ესპანეთში გამარჯვებულები უნდა დავბრუნდეთ, მეტოქეს აბუჩად არ ვიგდებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ მოვახერხებთ გამარჯვებას, თანაც დიდი ანგარიშით. ბევრი ჭორი დადის იმის შესახებ, რომ ჩვენს გუნდში კრიზისია და სწორედ ამიტომ გაგვაქვს ცოტა გოლი, დღეს ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას, ჩვენ ყველას უნდა დავუმტკიცოთ, რომ კარგ ფორმაში ვართ და შეგვიძლია ბევრი გოლის გატანა, დღევანდელი დღე ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია."

"მე ვესაუბრე კარიმ ბენზემას და იგი იმედიანადაა განწყობილი. მოგეხსენებათ, კარიმი სასტარტოში ითამაშებს და ეცდება მეტოქის კარის აღებას, ეს არის მისთვის შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოს თუ სურს სასტარტო შემადგენლობაში ადგილის შენარჩუნება, დარწმუნებული ვარ კარგად ითამაშებს ჩემი თანამემამულე და შეძლებს ოსერის კარის აღებას."

"ლევანტესთან მატჩში უბრალოდ არ გაგვიმართლა, რადგან ბურთი კარებში არ შედიოდა, ჩვენ ცდა არ დავაკელით, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე, უბრალოდ იმ დღეს იღბალი ჩვენ მხარეს არ იყო, მეტი გამართლება ამას არ აქვს."

"კრიშტიანო რონალდო შესანიშნავი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ იგი შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების კიდევ ერთხელ გამოვლენას, მე მასში ეჭვი არასდროს მეპარება, ვარჯიშებზე იგი ძალიან ბევრს მუშაობს და ერთი რამის თქმა თამამად შემიძლია, როდესაც ვვარჯიშობთ, მასზე ბურთის ართმევა ყველაზე მეტად მიჭირს, რადგან მას უბადლო ტექნიკა აქვს." dle 10.1

  • Hala
  • 28 სექტემბერი 2010
  • 1825
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)