მოურინიო: "გოლები მოვა"

ჟოზე მოურინიომ, "ოსერთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.


"ოსერის სტადიონზე თამაში დიდი სიამოვნებაა ჩემთვის.ამ გუნდს ფანტასტიური სეზონი ჰქონდა გასულ წელს.ჟან ფერნანდესსა და მის შეგირდებს მინდა მივულოცო ლიგაზე ასპარეზობა.ჩვენ გვაქვს სამი ქულა და გვინდა რომ წარმატებული სერია გავაგრძელოთ.უნდა აღინიშნოს, რომ სამეფო კლუბი საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდა.დანარჩენი გუნდები ტიპიურ უეფას თასის ჯგუფებში უფრო არიან, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის.სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა."

"აიაქსს," "მილანსა" და "რეალს" 20 ჩემპიონთა ლიგის თასი აქვთ მოგებული."ოსერი" საფრანგეთიდან არის, რაც თავისთავად სირთულეს წარმოადგენს.ჩვენ გვინდა ქულები.სწორედ ამიტომ ვართ აქ ჩამოსულნი."

"ძალიან მიხარია რომ აქ ვიმყოფები.როგორც ჩანს, ადგილობრივებისათვის დიდებული საღამო იქნება სამშაბათს, რამეთუ ისინი ხომ მიჩვეულნი არ არინ ლიგის მატჩებს.ვიმედოვნევ, რომ სტადიონზე შეკრებილი ქომაგები დატკბებიან მადრიდის "რეალის" თამაშით."

"ბენზემა თავდაუზოგავად მუშაობს და არ დაგიმალავთ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ქარიმი სასტარტოში იქნება."

"ჩემი პირადი გამოცდილება მკარნახობს, რომ საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება.ეს გუნდი შენების პროცესშია და ეტაპობრივად ვცდილობთ ყველაფრის გამოსწორებას.მართალია, რომ გოლის გატანის მხრივ სირთულეებს ვაწყდებით, თუმცა გარწმუნებთ, გოლები მალე მოვა."

"რაც შეეხება პედრო ლეონს, პრეზიდენტი თუ შემეკითხება, ვუპასუხებ რატომაც არ არის ის განაცხადში.ამ ახალგაზრდაზე ისე საუბრობთ, თითქოს ზიდანი იყოს, ან მარადონა.ესპანელი მაშინ მოხვდება განაცხადში, როდესაც მოვუწონებ ვარჯიშს." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)