ჩვენ. კვლავ. რაღაც გვაკლია

კვლავ. უკვე მერამდენედ. ლა ლიგის ხუთი ტური ისე მიიწურა, რომ "მადრიდის რეალს" ნორმალური თამაში (უფრო მეტს ვინღა ითხოვს) არ უჩვენებია. მოკლედ, დანარჩენი სრულიადში ნახეთ.


ერთსა და იმავეზე წერა უკვე მოსაბეზრებელია და ამიტომაცაა , რომ "რეალის" თამაშების განხილვის დაწერის სურვილი რომ სურვილია ეგ არ მაქვს. ან რა უნდა დაწერო? ის ხომ არა თუ,როგორც გვიბურღავენ ტვინს ერთი და იგივე გამონათქვამებით? რომ თითქოსდა "რეალი" მთელი თამაშის მანძილზე უტევდა , ბურთის ფლობა , რომ 69% ქონდათ? ან ის, ხომ არა, რომ თამაშის შემდეგ ფეხბურთელები ასეთ ინტერვიუებს იძლევიან: "ვეცადეთ, მაგრამ..." , "ვუტევდით, მაგრამ..." ან მწვრთნელი რომ ამბობს: "რაღაც დაგვაკლდა, ბოლომდე ვიბრძოდით..." თუ უტევდი, თუ ცდილობდი ან თუნდაც რომ გებრძოლა ბოლომდე, მაშინ ამ "მაგრამის" თქმა არ მოგიწევდათ, იმიტომ რომ დღეს მონდომება ფასობს ფეხბურთში და არა სხვა რამე.

და მაინც, რატომაა , რომ "რეალი" ხუთი თამაშია, რაც ერთსა და იმავე ფეხბურთს უჩვენებს?

მაურინიო

ამაზე ამომწურავად წერა შორს წაგვიყვანს, ამიტომ მოკლედ გეტყვით:

ა) ზედიზედ ხუთი თამაში,ერთი და იგივე სქემა და უცვლელი შემადგენლობა. ყველა მიხვდებით, რასაც ვამბობ. ელემენტარულად, ნებისმიერი ფეხბურთელი იღლება და მას არ შეუძლია ისე თამაში, როგორც წინა ორ ან სამ შეხვედრაშ ითამაშა, განსაკუთრებით მაშინ, როცა თამაში ყოველ მე–3 დღეს გიწევს. როცა შენ ორ ან სამ ცვლილებას აკეთებ შემადგენლობაში, ეს სულაც არ ნიშნავს, იმას , რომ ამით სასტარტო 11–ეულში არსებული ჰარმონიის დარღვევას ცდილობ. პირიქით, ეს ნიშნავს, რომ შენ შემადგენლობას ახალ სისხლს მატებ, რომელიც ასე საჭიროა ნებისმიერი გუნდისთვის. განა მარტო ესაა, ახალი სისხლის დამატება ნიშნავს იმას, რომ სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელებს შენ უფრო მოტივირებულს ხდი და ამით გუნდში კონკურენტუნარიანობა იზრდება. როცა იგივე იგუაინი უკვე ხუთი თამაშია, რაც 4 ან 5 მომენტი რომ არ ქონდეს ისე გოლს ვერ იტანს, შედეგადაც მარტო 1 გატანილი გოლია მის ანგარიშზე (ეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იგი ცენტრალური თავდამსხმელია) და მიუხედავად ამისა, შენ მას ჯიუტად მაინც ათამაშებ სასტარტოში, ხოლო იგივე კარიმ ბენზემას, რომელიც შეცვლაზე ისე არ შემოსულა, რომ გოლი არ გაეტანოს, ან საგოლე გადაცემა არ გაეკეთებინოს,ან ელემენტარულად თამაში არ გაემწვავებინოს, სკამზე ტოვებ, ამას რა ქვია? როცა იგუაინს სკამზე დასვამ და ბენზემას ათამაშებს , ეს პიპიტასთვის და მთელი გუნდისთვის იმის მაჩვენებელი იქნება, რომ შანსების განიავებით სასტარტოში ადგილს ვერ დაიმკვიდრებს. ასევე რონალდუს შემთხვევაში, მისი ერთ თამაშში სათადარიგოთა სკამზე დასმა ასწავლის ყველას, რომ გარანტირებული ადგილი კლუბის სასტარტო შემადგენლობაში არ არსებობს.

ბ) სამი ცვლილების განხორციელების უფლება გაქვს. შენ მიერ დაყენებული შემადგენლობა საზიზღრად თამაშობს და შეტევაში არაფერს არ აკეთებს. გაგყავს დი მარია და ოზილი , შემოგყავს პედრო ლეონი და ბენზემა, გრჩება ერთი ცვლილების განხორციელების უფლება და იქნებ ვინმემ გამაგებინოს, რაღა ჯანდაბა უნდა გეტაკოს, რომ ეს ცვლილება არ გამოიყენო? ერთსა და იმავე პოზიციაზე რაღა ჯანდაბად გჭირდება ორი ფეხბურთელის დაყენება? გამოდის, რომ ერთი ფებხურთელით ნაკლები გყავს შემადგენლობაში (ქვემოთ დავწერ ვისზეა საუბარი). დააყენე გრანერო ცენტრში უფრო მეტი კრეატიულობისთვის.

გ) შედარებით ადვილ თამაშებში, როგორიცა ეს თამაში იყო, რამდენადაა საჭირო ორი საყრდენით თამაში? იქნებ არცაა ასე, იქნებ მე მეჩვენებოდა, მაგრამ ხედირა და ალონსო ერთმანეთს უშლიდნენ ხელს? ამ ორი ფეხბურთელის ერთმანეთის გვერდით თამაში იგივე შედეგს მოიტანს , რასაც მაგ პოზიციაზე მხოლოდ ერთი ფეხბურთელის დატოვება. ათამაშე ხედირა უფრო წინ და მიეცი ალონსოს უფრო მეტი თავისუფლება უკან, ან დააკვალიანე ეგ ხედირა, რომ უკან დაიწიოს და ალონსოს შეტევების ორგანიზებაში ხელი არ შეუშალოს. გუშინდელ თამაშში ალონსო მთელი შეხვედრა უკნიდან გრძელ გადაცემებს იძლეოდა, რომლებიც რა თქმა უნდა არანაირად არ შეიძლებოდა გასულიყო , თუ "ლევანტეს" ფეხბურთელები "ძალიან არ მოინდომებდნენ". ცოტა მოტვინე და ასე მოიქეცი. პელეგრინი ამას აკეთებდა, ამიტომაც იყო, რომ მისი ფეხბურთელები უფრო მეტად სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდნენ.


ჩვენ. კვლავ. რაღაც გვაკლია

მე უბრალოდ კევის საღეჭად დავდგები აქ. ვინმემ შეამჩნია, რომ მე კევს ვღეჭავ?

დ) მარტო შენ აძლევ ფეხბურთელებს დავალებას, რომა ამდენი შორეული გადაცემები გააკეთონ? ჩვენ ჰაერში მოვიკოჭლებთ, ამიტომ უთხარი შენს შეგირდებას, რომ შორეული გადაცემების გაკეთებას მოეშვან. ახლო გადაცემები–აი რა გვჭირდება ჩვენ. რონალდუმ რამოდენიმე მაღალი გადაცემა მიიღო, საიდანაც ვერცერთი ვერ დაამუშავა წესიერად. იგუაინი არასდროს ყოფილა მაღალ ბურთებზე მებრძოლი ფეხბურთელი. დი მარიაზეც იგივე ითქმის, რა გამოდის წინა ხაზზე მყოფი ფეხბურთელებიდან არცერთი არ ვარგა მეორე სართულზე ბრძოლისას, შენი ფეხბურთელები ჯიუტად იძლევიან გრძელ გადაცემებს ,შენ ამას ხედავ და არაფერს ამბობ. მწვრთნელი ხარ თუ ..? ახლო გადაცემები, აი გამოსავალი.

ე) ოზილის გაყვანა? დიახ, ის ბურთს არ იღებდა, მაგრამ ეს იმიტომ, რომ შეუფერებელ ადგილას თამაშობდა, გადაცემებიც როგორი იყო მოგეხსენებათ. ის ჩვენი ყველაზე შემოქმედი ფეხბურთელია მოედნის ცენტრში, შენ კი მისი გაყვანითა და გრანეროს არ დაყენებით , მოკლე გადაცემის გაკეთების საშუალება მოკალი. მადლობა!...

ბურთის ტარება/ფლობა:

ბურთის არანაირი მოძრაობა. ჩვენ ბურთის დაჭერის მხრივ კარგად გვქონდა საქმე, მაგრამ ამას მოედნის ცენტრში ბურთის ფლობის წყალობით ვახერხებდით, წინ კი 0. მანამ სანამ ფეხბურთელები იდგებიან და დაელოდებია თუ როდის მიუვათ ფეხებთან ბურთი, ჩვენ არაფერი გვეშველება იმ თვალსაზრისით, რომ მომენტებს ვერ შევქმნით, რაც ძალიან ცუდია. "ლევანტეს" წინააღმდეგ, მხოლოდ და მხოლოდ ორი თუ სამი რეალური საგოლე მომენტის ქონა ძალიან ცუდი შედეგია.

არბელოა და პედრო ლეონი მარჯვენა ფრთიდან ხშირად აწვდიდნენ ბურთს რონალდუს, ბენზემასა და იგუაინის მისამართით, რომლებიც ერთ ადგილზე იდგნენ , თითქოსდა კარგი მძერწავის გამოძერწილები ყოფილიყვნენ. მარტო ჩაწოდებები ამ მხრივ არაფერს მოიტანს, მეტოქის საჯარიმოში უფრო მეტი მოძრაობაა საჭირო, არამარტო ბურთით, არამედ ბურთის გარეშეც. შენ შენი მოძრაობით სივრცეს იქმნი უკეთეს შემთხვევაში შენთვის, ან უარეს შემთხვევაში ამით თანაგუნდელს ეხმარები თავისუფალი სივრცის შექმნაში. მიუხედავად იმისა, რომ იგუაინს ძალიან ცუდი თამაშები გამოდის ბოლო პერიოდის მანძილზე, ის ერთადერთი ფეხბურთელია "რეალში", რომელიც საკუთარი თავისთვის თავისუფალ სივრცეებს ადვილად იქმნის. დიახ, მან "ლევანტესთან" ორი საგოლე შანსი გაუშვა ხელიდან და ამის გამო სირცხვილი მას, მაგრამ მის უპირატესობაზე მეტყველებს ის, რომ იგი თვითონ ითავისუფლებს სივრცეებს. იმედია, რომ ის იპოვის გოლის გატანის ალღოს მომავალში.

ნახევარდაცვა:

თავდასხმის ხაზამდე ნახევარდაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები გვაქვს. წინ ძალიან შემტევი და ძლიერი მოთამაშეები გვყავს, მაგრამ იქამდე ბურთის მიმტანები არ გვყავს. ალონსო, როგორც ჩანს, დარიგებულია, რომ მან ხედირას მხარდამხარ სიღრმეში ითამაშოს. სხვა მხრივ გვყავს ოზილი, რომელსაც დავალებული აქვს, რომ წინ უფრო მეტი დრო გაატაროს. როცა ოზილი ბურთს ეხება მოედნის ცენტრში, ეს მაშინ ხდება, როცა მას უკან ჩამოსვლა უწევს ბურთის მისაღებად და ამ დროს კი იგი უმთავრეს მიზანს ზურგით უყურებს. აქედან გამომდინარე ვღებულობთ რომ, ორი კარგი და შემოქმედი ნახევარმცველი დაკარგული გვყავს. შესაბამისად თავდამსხმელებამდე ბურთის მიმტანი ნახევარდაცვაში არავინაა. გამოსავალი? ძალიან მარტივია: მიეცი ალონსოს თავისუფლება უფრო წინ წავიდეს, ხოლო ოზილი ცოტათი უკან დაწიე, რომ ნახევარდაცვიდან შეძლოს თამაშის დაწყება და არა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან, სადაც ადვილია მისი განიარაღება. როგორც ზემოთ აღვნიშნე , "ლევანტესთან" შეხვედრაში მეკარესთან პირისპირ მხოლოდ ერთხელ გასვლა ძალიან სამარცხვინო შედეგია.


ჩვენ. კვლავ. რაღაც გვაკლია

არბელოა წინ და უკანაც შესანიშნავად თამაშობდა.


თავდამსხმელები:

ეს ძირითადად იგუაინს, რონალდუს და დი მარიას ეხება. ბიჭებო თქვენ ეგოისტური თამაშის მხრივ ნელ–ნელა უმჯობესდებით, მაგრამ თქვენი თამაში მაინც ეგოისტურია. იგუაინმა დღეს რამოდენიმე გადაცემა გააკეთა, მაგრამ ეს მას შემდეგ , რაც ვითომდა დრიბლინგს ასრულებდა. იგივე ეხება კრიშტიანო რონალდუსა და დი მარიას. თქვენ 2 წუთი დრიბლინგი და მერე გადაცემის გაკეთება არ შეგიძლიათ. როცა ხედავ , რომ რონალდუს ოთხი ფეხბურთელი არტყია გარს, იმდენი უნდა მოტვინო, რომ ამ დროს "მადრიდის რეალის" სხვა ფეხბურთელი უფრო თავისუფალი იქნება და შეგიძლია ბურთი მას გადააწოდო!

საჯარიმო დარტყმები:

ეს არაა დარტყმები შენი მიზნის გასასწორებლად (ამისთვის სავარჯიშო მოედანი არსებობს)მანამდე , სანამ გოლს არ გაიტან. ამ კლუბში საჯარიმო დარტყმების ნიჭიერი შემსრულებლები მრავლად არია, როცა ამის დრო დგება ნუ იქნები ასეთი ეგოისტი და დაუთმე სხვა, განსაკუთრებით მაშინ, რომ მიზანი ჯერ არ გაქვს გასწორებული. ასეთ დროს საჯარიმო დარტყმები ძალიან სახიფათო უნდა იყოს და არა ადვილად გასანიავებელი. ლეონი და ალონსო მასეთ საჯარიმოებს კარგად აწვდიან. მათაც მიეცი საშუალება.


ჩვენ. კვლავ. რაღაც გვაკლია


პედრო ლეონი>დი მარია

მას შემდეგ, რაც პედრო ლეონი გამოჩნდა მოედანზე, ჩვენ უფრო მეტი მომენტი შევქმენით. ის უფრო პირდპაირი დრიბლიორია, ვიდრე პუბლიკაზე მოთამაშე დრიბლიორი და ეს ისაა, რაც ჩვენ გვჭირდება. მისი გადაცემები უფრო შედეგიანი და სახიფათოა , ვიდრე დი მარიასი, რომელმაც ამ თამაში ბევრ მადრიდისტას იმედი გაუცრუა. არა მარტო ეს, პედრო ლეონს უყვარს კარგი გადაცემების გაკეთება, მისი გადაცემა თამაში ბოლო წუთებზე, რომელიც იგუაინს გაუკეთა ძალიან ლამაზი იყო. ლეონმა , თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სეზონის დასაწყისიდან სულ შეცვლებზე შემოდის და მას სათამაშო დრო ნაკლებად აქვს, გუშინ კარგად ითამაშა. თუ ამ ფეხბურთელს მივცემთ თანაგუნდელებთან შეჩვევის საშუალებას, მომავალში ის უკეთესადაც ათამაშდება. შეიძლება ბევრმა გააკრიტიკოს ლეონის გუშინდელი თამაში იმ ორი გამოუყენებელი მომენტის გამო, მაგრამ თუ ყველაფერს კარგად დააკვირდებით , მაშინ მიხვდებით, რომ არც მასეა საქმე. ძალიან ძნელია მასეთი კუტხიდან სწორად დარტყმა , გარდა ამისა, მანამდე ჩვენ საერთოდ შანსი არ გვქონდა, ამ ფეხბურთელმა კი თანაგუნდელებს შანსები გაუჩინა. ესაა ის, რაც გვჭირდება. დი მარიას კი ეს არ გაუკეთებია.

ბენზემა:

ბევრი ლაპარაკობდა ბენზემას გოლის შესახებ წინა თამაშში და იმასაც იძახდნენ, რომ სწორედ მან უნდა ითამაშოს სასტარტოში იგუაინის ნაცვლად. კარგით, მაშინ იქნებ მითხრათ, რა გააკეთა მან იმ 35 წუთის მანძილზე, რაც მას სათამაშოდ მისცეს? სათადარიგოზე არ ყოფნის მსურველი ფებხურთელის კვალობაზე მას ბოდიშით და ერთი ადგილი უფრო მეტად უნდა გაენძრია. ერთადერთი კარგი რამ, რაც მან გუშინ გააკეთა იყო ის, რომ იგი ხშირად უკან იხევდა ბურთის მოსაპოვებლად. ეს ყოველთვის კარგია. მაგრამ შეტევის ხაზში სიძლიერეს რა ეშველება? ირბინე და თავად შეიქმენი სივრცეები. მიუხედავად იმისა, რომ იგუაინი ასეთ ბევრ მომენტს წყალს ატანს, იგი თავად იქმნის იმის საშუალებას, რომ ამდენი შანსები ქონდეს, შესაბამისად , რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,იგი უფროა ძირითადის მოთამაშე, ვიდრე ბენზემა. რონალდუს იმედი გაქვს? კი ბატონო, გაინძერი, შეიქმენი იმის საშუალება, რომ რონალდუმ ბურთი გადმოგაწოდოს.

რონალდუ:

შეიძლება ძალიან არასწორად ვამბობ, მაგრამ, ჩემი აზრით, მისთვის უმჯობესი იქნება, თუ ცენტრში დაბრუნდება. კარგი იქნება, თუ იგი ცდის და ცენტრიდან შეუტევს და არ ფლანგიდან. ამით იგი ოზილს მარცხენა ფლანგზე უფრო მეტ თავისუფლებას მისცემს. თუ ასე მოიქცევა, მას უფრო მეტი დარტყმის და გადაცემების გაკეთების საშუალება ექნება. რაც შეეხება ოზილს. ასეთ შემთხვევაში იგი მარცხენა ფლანგზე საკუთარ პოზიციას დაუბრუნდება.


ჩვენ. კვლავ. რაღაც გვაკლია


მატჩის გმირი:

მარსელო. მან ბრწყინვალედ ითამაშა. განსაკუთრებით დაცვაში. შესანიშნავია, როცა ხედავ, თუ როგორ იზრდება ეს ფეხბურთელი. უფრო მეტი დაფიქრება წინა ხაზზე წასვლისას და ის საუკეთესო იქნება.


ძნელია იმის წაკითხვა რაც დავწერე, არა? დამერწმუნეთ მე დაწერა უფრო გამიძნელდა. ტყუილი არაფერი დამიწერია. შეიძლება თქვენ სხვანაირად ფიქრობთ, რა თქმა უნდა მასეც იქნება, ერთაზროვნებისგან ღმერთმა დაგვიფაროს. გამოთქვით თქვენი აზრები, ოღონდ კორექტულობისკენ მოგიწოდებთ. იმედია, ჩვენი გუნდი გამოასწორებს თამაშს და არ მომიწევს ასეთი რამეების დაწერა.
dle 10.1

  • shvela
  • 26 სექტემბერი 2010
  • 3618
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)