ხაბი ალონსოს პრესკონფერენცია

პრესკონფერენციაზე ხაბიმ ისაუბრა თავის როლზე გუნდში,ასევე მოსამზადებელ ეტაპზეც.


"რეალი" თქვენს გადაბირებას ცდილობა 5 წლის წინაც.იფიქრებდით,რომ მადრიდულ კლუბში ითამაშებდით?

მე შემეძლო მოვხვედრილიყავი "რეალში",მაგრამ გამოცდილება,რომელიც ინგლისში მივიღე შეუფასებელია.მე მუდამ მადლიერი ვიქნები "ლივერპულის".ისტორიამ და ფილოსოფიამ,რომელიც ამ გუნდს გააჩნდა დიდი როლი ითამაშა ჩემში.ვიმედოვნებ ასეთივე იქნება მადრიდშიც.

როგორია თქვენი აზრი ახალ გუნდთან დაკავშირებით?

ჩვენ დიდი პოტენციალი გაგვაჩნია.ყოველდღიურად ერთმანეთს უფრო კარგად ვუგებთ და ყველაფერს ვაკეთებთ,რასაც მწვრთნელი გვეუბნება.ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო,რათა გამოვასწოროთ გუნდის თამაში.აუცილებელია კარგ ფორმაში შევხვდეთ ლა ლიგის დაწყებას.

ყველა გაკვირვებული იყო თქვენი და გუტის ერთად ხილვით ამერიკაში...

ჩვენ ერთად შეგვიძლია თამაში.გუტი შესანიშნავი ფეხბურთელია მოედნის კარგი ხედვით.არ გამოვრიცხავ მასთან ერთად ვითამაშო.

თქვენი თამაში კაკასთან და გრანეროსთან ერთად გამოიყურება შესანიშნავად.

ორივე ფეხბურთელი კარგად კითხულობს თამაშს.ისინი შესანიშნავი ადამიანები არიან.ისინი ჩემს სამუშაოს აადვილებენ მოედანზე.მათ შეუძლიათ როგორც შეტევაში თამაში,ისე დაცვის დახმარება.

ბევრი თვლის,რომ თქვენ ხართ ის ადამიანი,რომელიც დაეხმარება "რეალს" აჩვენოს სანახაობრივი ფეხბურთი.

ყველა ფეხბურთელი გუნდს ეხმარება კარგი შედეგების ჩვენებაში.ცენტრალური ნახევარმცველი წამყვანი ფიგურაა გუნდში.ის ეხმარება,როგორც შეტევას,ისე დაცვას.მუდამ უნდა იყოს ბალანსი პარტნიორებს შორის.

რას ითხოვს თქვენგან პელეგრინი?

მან მითრა,რომ უნდა მოვამარაგო პარტნიორები გადაცემებით.ასევე მან დამარიგა,რომ კარგად უნდა ვუგებდე გუნდის ფეხბურთელებს.

ადვილია მოამარაგო პასებით კაკა,კრისტიანო რონალდო,ბენზემა და რაული?

მათთან თამაში ძალიან ადვილია.ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან და მათ გვერდით თამაში ერთი სიამოვნებაა.ყველამ გუნდურად უნდა ვითამაშოთ.

თქვენი პრეზენტაცია შედგება ორშაბათს,როცა გაიმართება მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუს" თასისთვის.თქვენი დებიუტი შედგება "სანტიაგო ბერნაბეუზე".

ვიმედოვნებ ყველაფერი კარგად დამთავრდება."ენფილდიდან" "ბერნაბეუზე" თამაში ცუდი არ არის.ორივე სტადიონი შესანიშნავია დიდი ისტორიით.მე ეს ძალიან მომწონს.

თქვენ ბედნიერი გამოიყურებით...

მე ბედნიერი ვარ.კლუბში შესანიშნავად შემხვდნენ.ვგრძნობ გულშემატკივრების მხარდაჭერას.


ინფორმაციის წყარო:Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 22 აგვისტო 2009
  • 1880
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)